1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 24
12

სოფელ ხვანჭკარის გამგებლის მიერ მოქალაქეთა დასაქმება

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ამბროლაური , ხვანჭკარა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს სოფელ ხვანჭკარის გამგებელი - ლევან მეტონიძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ვეფხია ვაწაძეს და ალეკო გვენცაძეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ - როსტომ ვაწაძეს დაუკავშირდა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, რათა მომავალში დასაქმების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაესაქმებინა. რამოდენიმე დღეში ისინი გამოცხადნენ სოციალური დახმარების სამინისტროს ამბროლაურის განყოფილებაში. ვეფხია ვაწაძესა და ალეკო გვენეტაძეს მართლაც გაუფორ...

საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება სუფსაში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლანჩხუთი , სუფსა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-13 2012 წლის 13 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება დაიწყო. პროგრამის შესაბამისი წარწერიანი ორი ავტობუსი სუფსის ცენტრშია განთავსებული და მხოლოდ სუფსის თემის მოსახლეობას უწევს სტომატოლოგიურ მომსახურებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად გაესაუბრა პაციენტებს და შეიტყო, რომ სტომატოლოგიური მომსახურება, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული, მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ადამიანებს (50 წლიდან ზემოთ) ...

პროდუქტების დარიგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჭიათურა , პერევი/წირქვალი/ზოდი/გეზრული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-04 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ტომრები განთავსდა, რომელშიც მოთავსებული იყო ფქვილი, ზეთი, შაქარი. 2012 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული პროდუქტი დაურიგდა სოფელ პერევის მოახლეობას, ხოლო ტვირთის განაწილებას ახლდა ჭიათურის გამგებელი -პროკოფ ჩიკვილაძე. 6 აგვისტოს სოფელ წირქვალში პროდუქტის განაწილებისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე იმყოფებოდა. სურსათი დაურიგდა ს...

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ყაზბეგში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ყაზბეგი , ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-09-03 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონება უფასოდ მიმდინარეობს. რაც ჩვეულებრივ 51 ლარი ღირდა. მიწის დაკანონების მსურველი მოქალაქეები მხოლოდ აზომვითი ნახაზის თანხას იხდიან....

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ქედაში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-02 ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე თემი მოიცვა. პროგრამა 2012 წლის ივლისში დაიწყო და ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაციას (რისი ღირებულებაც პროგრამის დაწყებამდე 51 ლარი იყო)....

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონების უფასო სახელმწიფო პროგრამა მარნეულში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-10 2012 წლის ივლისის თვეში მარნეულის სოფლებში მასშტაბურად მიმდინარეობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონების უფასო სახელმწიფო პროგრამა....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაცია კასპში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , მეტეხი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-14 კასპის რაიონის სოფელ მეტეხის გამგეობაში საჯარო რეესტრის დაკვეთით შპს „ბანი“ მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი 2012 წლის 14 ივლისს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

სასოფლო დანიშნულების მიწების უსასყიდლოდ რეგისტრაცია ხულოში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: ხულო , ხულო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-05 2012 წლის ივლისის დასაწყისში ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში, კერძოდ, ვაშლოვანში, დიოკნისისა და დეკანაშვილების თემებში დაიწყო სასოფლო დანიშნულების მიწების უსასყიდლოდ რეგისტრაცია პირად საკუთრებაში მიწაზე არსებული შენობების ჩათვლით. მიწების რეგისტრაციას ახორციელებს ინდ. მეწარმე იოსებ შავაძე და ინდ. მეწარმე ვაჟა ბოლქვაძე. აღნიშნული ინდ. მეწარმეების მიერ სარეგისტრაციო ინფორმაციის ბაზაში ატვირთვის შემდეგ მიწების დარეგისტრირება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. &qu...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ბინების უფასო რეგისტრაცია დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: დედოფლისწყარო , ზემო და ქვემო ქედი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-01 2012 წლის ივლისის თვეში სოფლებში - ზემო და ქვემო ქედში საჯარო რეესტრის მიერ უფასოდ მიმდინარეობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსის ასისტენტმა, გოჩა სამუკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 1 ივლისიდან დაწყებულია საცხოვრებელი ბინების საჯარო რეესტრში უფასოდ დარეგისტრირება, რომლის საფასურიც მანამდე 91 ლარს შეადგენდა....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-15
ოლქი: ხელვაჩაური , კაპანები
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-15 15 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანებში, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული „სოფლის პროგრამის" ფარგლებში სოფლის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები თავიათ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაისურებში ჩაცმულები ახორციელებდნენ. ამ ფაქტს ადგილობრივი მოქალაქეებიც ადასტურებენ და მადლიერებას გამოხატავენ პარტიის მიმართ. [youtube]lD2-mYstCBM[/youtube]...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-14
ოლქი: გურჯაანი , ძირკოკი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-14 გურჯაანის სოფელ ძირკოკში, სადაც 13 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ჭიდაობის ტურნირი,ხალხს ღონისძიებაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული ადამიანები იწვევდნენ....

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-13 13 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში სანახევროდ სახელმწიფო ბიუჯეტით და ნაწილობრივ კერძო კომპანიის მიერ დაფინანსებული მიუზიკლ ,„ვერის უბნის მელოდიების" გენერალურ რეპეტიციაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, მონაწილე მომღერლები და მსახიობები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ 5 ნომრიან მაისურებში იყვნენ ჩაცმულები. მიუზიკლის მონაწილეები ამ ფაქტს არ უარყოფენ. [youtube]u5bN_RE-5Zc[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეო რგოლში საუბარია პროგრამის წარმატებაზე და პირდაპირ ხდება საჯარო ინსტიტუტის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]a0Cc4YeBSzQ[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლში საუბარია ახალი საავადმყოფოების მშენებლობასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე. აღნიშნულ რეკლამაში მუდმივად ფიგურირებს საქართველოს პრეზიდენტი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]mh97T3_hexo[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები და საუბარია მთავრობის ათპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვაზე. პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნოთ, იგი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეკლამის პოლიტიკურ ხასიათს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვი...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „დამზადებულია საქართველოში"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეო რგოლში ხაზგასმულია კონკრეტული სახელმწიფო უწყების წარსული მიღწევები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]GwcDL2uPAO0[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებზე „ვარდების რევოლუციამდელ“ მთავრობასთან შედარებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]uKiull83hQw[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლში საუბარია წარსულში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]1YjhNrpHozU[/youtube]...

თბილისის მერიის მიერ თბილისის საჯარო სკოლებისთვის თანხის ჩარიცხვა

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-16 თბილისის მერიამ „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას მაის-ივნისის თვეში 5000-დან 10 000 ათას ლარამდე ჩაურიცხა. სკოლის პედაგოგები ადასტურებენ, რომ თბილისის მერიიდან ჩაირიცხა თანხა, საიდანაც თითოეულ მასწავლებელს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა. ასევე, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს. საიამ განცხადებებით მიმართა კონტროლის პალატას, ქ.თბილისის საკრებულოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „მე მიყვარს თბილისი“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლი „მე მიყვარს თბილისი“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რ...