1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 19
1

საოლქო კომისიის წევრად ნასამართლეობის მქონე პირის დანიშვნა

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: ჭიათურა , ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-21 2006 წელს #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დაინიშნა ზურაბ ქოიავა, 2010 წლის ივლისში ქურდობის ფაქტის გამო მას მიესაჯა ჯარიმა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (შეეცვალა 4 წლით პირობითით), მიუხედავად ამისა იგი კვლავ დარჩა კომისიის წევრად 5 წლის ვადის ბოლომდე. ასევე კანონდარღვევით 2011 წლის თებერვალში იგი კვლავ დაინიშნა ცესკოს მიერ საოლქოს წევრად. სიუჟეტში პირველ კომენტარში ქოიავა აცხადებს, რომ იგი მხოლოდ დააჯარიმეს და ეს არ არის საოლქოში მუშაობის შეუთავსებლობა, მეორე კომენტარშ...

პატრულის თანამშრომლის მიერ ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება თბილისში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, სხვა

2012-09-12 მეზობელმა გააქირავა უცხოეთში წასული ნათესავის ბინა. დამქირავებელი არის პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა ბინის პატრონის პირადობის ნომერი. კითხვაზე - რატომ - უპასუხა, რომ დაგვავალეს თითომ 20 ხმა უნდა მოვაგროვოთო,(თუნდაც მიიტანონ მრავალჯერ განმეორებადი პირადობის ნომრები)....

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება ნაციონალური მოძრაობის დავალებით თბილისში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-12 ჩემი მეგობარი მუშაობს მასწავლებლად სანზონაში. დამირეკა თქვენი პირადობები ჩამაწერინეო. მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ და ჩაწერილი ვართ ვარკეთილში. ნაციონალური მოძრაობისგან აქვს დავალებული ხმების მოგროვება და ამომრჩეველთა მოზიდვა....

პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების შეწყვეტა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებისთვის დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-27 სოციალური დახმარება შეუწყდა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებს. ორივე მათგანის ოჯახი სოცილაური დახმარების შეწყვეტას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ისინი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის, ნატალია სარქისაშვილის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ველისციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , ველისციხე
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-16 2012 წლის 16 აგვისტოს „გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ნატალია სარქისაშვილი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ იმ მოსახლეობას იღებდა, რომელთაც ზარალის გამო კომპენსაცია არ მიუღია. მასთან გურჯაანის წყალკანალის თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გურამ გურგენაშვილი მივიდა და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა. იგი ხელში ურტყამდა ჟურნალისტს და არ აძლევდა გადაღების თავისუფლად გაგრძელების საშუალებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრივებელთან საუბრის...

გამგებლის ძმის მიერ „ინფო-9-ს“ ჟურნალისტის ვიდეო კამერის დამტვრევა მარნეულში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: მარნეული , ხიხანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-23 2012 წლის 23 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ სოფელ ხიხანში ხანძარი გაჩნდა და რომ მათ ზარზე სამაშველო სამსახური არ რეაგირებდა. „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლია თუშურმა სახანძროში დარეკა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად სოფელ ხიხანში წავიდა. მათი მისვლის შემდეგ სოფელში, მივიდა პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი და სოფლის გამგებელი. გადამღები ჯგუფის დანახვაზე გამგებლის, თენგიზ ჯაიანის ძმა, დავით ჯაიანი გაღიზიანდა და სიტყვ...

„გურია-ნიუსის“ ჟურნალისტების არ დაშვება პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრისას ბახმაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ცალკეულ ჟურნალისტს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. „გურია-ნუსის“ ცნობით, პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტისას პრეს-ზონა მომზადებული არ იყო რისი შექმნის ვალდებულებაც პრეზიდენტის ადმინ...

მაესტროს ჟურნალისტ თამთა გაზიშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა გორში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. ჟურნალისტ თამთა გაზაშვილის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აგრესია გამოხატა და მას გადაღების საშუალება არ მისცა. მაცხოვრებლების ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთან საუბრის „უფლება“ მხოლოდ მამასახლისებს აქვთ. თავად ერთ-ერთმა მამასახლისმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩასახლებაში არსებულ ...

პრეზიდენტის დაცვის წევრების მიერ რეპორტიორ მანანა ქველიაშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა ბათუმში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს, ბათუმში, პიაცას მოედანზე გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობის დროს გადაღებული ფოტოები პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა წააშლევინა. კადრებში პრეზიდენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ფოტოები იყო დაფიქსირებული....

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილი პრობლემები

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-03 2012 წლის აპრილის დასაწყისიდან „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი სადამკვირვბლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა გამოიკვეთა თბილისის მასშტაბით. კერძოდ, თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით აპრობირებულია მეთოდი, რომლის მიხედვით ისინი ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ განცხადების ავტორს ამისამართებენ ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეიცავს იმ ინფო...

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილი პრობლემები ხობში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-25 2012 წლის 25 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ლომაიამ დამკვირვებელს განუცხადა, რომ მის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დამკვირვებლის „ახირებაა“ და სხვა არაფერი. არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, დამკვირვებელს მხოლოდ რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდგომ მიაწოდეს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლი...

რწმუნებულის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის საქმიანობის ხელშეშლა

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თერჯოლა , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის აქტივისტი, სოფელ ღვანკითში მცხოვრები ნათია დადუნაშვილი, სოფლის რწმუნებულმა - მირიან რობაქიძემ დაიბარა და „ურჩია“, რომ მომავალი დასაქმებისთვის და პერსპექტივისთვის „სამართლიან არჩევნების“ დამკვირვებლობას მათი დამკვირვებლობა ჯობდა. საუბრიდან მეორე დღეს ნათია დადუნაშვილს სოფლის რწმუნებულის სპეციალისტმა - დადუ ამირანაშვილმა 200 ლარი მიუტანა და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდათ სოფელში საქონლის აცრის პროგრამის გა...

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის საქმიანობის ხელშეშლა ონში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ონი , ონში
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ონის მუნიციპალიტეტში ტელეფონის ნომრით: 577 55 69 25 დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი წარუდგინა როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი, დავით ბასილაშვილი და უთხრა, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების დღის დამკვირვებლები მათთან ერთად უნდა შეარჩიონ და შესთავაზა ექვსი დამკვირვებლის ვაკანსიის განხილვა....

”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება შუამთობის დღესასწაულზე

თარიღი: 2012-08-31
ოლქი: ხულო , ბეშუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-04 2012 წლის 4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირება მოხდა ”ნაციონალური მოძროაბისა” და ”ქართული ოცნების” წევრებს შორის. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაემართნენ საკონცერტო წარმოდგენის მოედანთან შეკრებილი ადამიანებისაკენ. მოულოდნელად, ”მე მიყვარს საქართველოს” მაისურიანი დაახლოებით 200-მდე ადამიანი გამოეყო მაყურებელთა ჯგუფს, გადაკეტეს საკონცერტო მოედნისკენ მისასვლელი გზა და ,,ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის მხარდამ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პირადი საბანკო ანგარიშების დაყადაღება ლანჩხუთში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-27 2012 წლის 27 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი პირადი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და თითოეულ მათგანს მილიონი ლარი დავალიანება ერიცხებათ. დაჯარიმებულთა შორის არიან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე, კოალიციის ლიდერები - რომან ბიწაძე, ელგუჯა ჩხაიძე და ოფისში მომუშავე პირები, სულ 23 მოქალქე. მართალია სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, მაგრამ მოქ...

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2012-07-19
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-21 2012 წლის 11 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის N158 ბრძანებას ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. დებულების მე-5 მუხლის მიხედვით „საკონსულო აღრიცხვას“ ვერ გაივლი, თუ სხვა დოკუმენტებთან ერთად არ წარადგენ ცნობას „საცხოვრებელი ადგილიდან“. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე ა...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების” გორის ოფისის გაქურდვა

თარიღი: 2012-06-02
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-31 2012 წლის 2 ივნისს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” შიდა ქართლის ოფისი გაიქურდა. ოფისიდან იქნა წაღებული პერსონალური კომპიუტერის ქეისი და დოკუმენტები. ალექსანდრე ვალიურის ინფორმაციით წინა დღეებში კომპიუტერში შეყვანილი იყო ინფორმაცია კოორდინატორებისა და მათი აქტივისტების შესახებ.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო გორის შს რაიონულ სამმართველოში. საიას გორის ოფისი გამოძიებაში საადვოკატო დახმარებას უწევს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ალექსანდრე ვალ...

აქციის წყლის ჭავლით დაშლა ქუთაისში

თარიღი: 2012-05-02
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-31 2012 წლის 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისის ქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.” ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი ...

სკოლა ”მილენიუმის” დახურვა რუსთავში

თარიღი: 2012-02-14
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-13 რუსთავის კერძო სკოლა ”მილენიუმის” დირექტორმა ელზა ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავის 11 სკოლას შეექმნა ავტორიზაციის პრობლემა, თუმცა მხოლოდ სკოლა ”მილენიუმმა” ვერ გაიარა ავტორიზაცია. ქალბატონი ელზა აღნიშნავს, რომ მის სკოლას მხოლოდ იმიტომ შეექმნა პრობლემა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია ”ატუს” დირექტორია. საია მონიტორინგს ახორციელებს სკოლა ”მილენიუმის” ავტორიზაციის გავლის პრო...