1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 345
1234567891011

პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა სოფელ დიმში

თარიღი: 2012-09-28
ოლქი: ბაღდათი , დიმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-27 პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატები სოფელ დიმში მასიურად არის ჩამოხეული და მის მაგივრად გადაკრულია ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ მისი მაჟორიტარი კანდიდატის თემურ კოხოძის საარჩევნო პლაკატები. იხილეთ ფოტოები: [url]http://minus.com/lbjUW1TKAmGDeA[/url] [url]http://minus.com/l2gFHYgHJJXnv[/url]...

კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელის, დავით თევზაძის დაკავების ფაქტი სამტრედიაში

თარიღი: 2012-09-26
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-26 26 სექტემბერს სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, დავით თევზაძე დააკავეს. მისი დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობი იყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თევზაძეს სასამართლო 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა....

“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკირვებელის ირმა კიტრიაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ზემო ხანდაკში

თარიღი: 2012-09-26
ოლქი: კასპი , ზემო ხანდაკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, სხვა სახის ზეწოლა

2012-09-26 26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრიაშვილ...

ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" და "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის გურჯაანში

თარიღი: 2012-09-25
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-25 25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილმა მ...

დათო როყვას ცემის ფაქტი ქობულეთში

თარიღი: 2012-09-25
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-25 25 სექტემბერს, ღამით, ქობულეთში უცნობმა პირებმა 16 წლის დათო როყვა სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირები, რომლებმაც დათო როყვა სცემეს, ეუბნებოდნენ, რომ მისმა მამამ და ძმამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თავი უნდა დაანებონ....

„ქართული ოცნების“ აქტივისტების, გიორგი ხახოშვილის და ვლადიმერ სუჯოშვილის ცემის ფაქტი გორში

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-24 24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს....

ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების ჩამოხევა ბაღდათში

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი, დიმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-23 22 სექტემბერს, შუა დღეს ქართული ოცნების აქტივისტები შეამჩნიეს ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების მასიურ ჩამოხევისას, კერძოდ სოფ. დიმის ცენტრში გაჩერებაზე და ბაღდათში აკ. წერეთლის 18 კორპუსზე. მომდევნო დღეს კი დაზიანებულ პლაკატებზე გადაკრულ იქნა ქართული ოცნების საარჩევნო პოსტერები. იხილეთ ფოტო: [url]http://minus.com/lLE47FWYJ1Axs[/url]...

საოლქო კომისიის წევრად ნასამართლეობის მქონე პირის დანიშვნა

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: ჭიათურა , ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-21 2006 წელს #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დაინიშნა ზურაბ ქოიავა, 2010 წლის ივლისში ქურდობის ფაქტის გამო მას მიესაჯა ჯარიმა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (შეეცვალა 4 წლით პირობითით), მიუხედავად ამისა იგი კვლავ დარჩა კომისიის წევრად 5 წლის ვადის ბოლომდე. ასევე კანონდარღვევით 2011 წლის თებერვალში იგი კვლავ დაინიშნა ცესკოს მიერ საოლქოს წევრად. სიუჟეტში პირველ კომენტარში ქოიავა აცხადებს, რომ იგი მხოლოდ დააჯარიმეს და ეს არ არის საოლქოში მუშაობის შეუთავსებლობა, მეორე კომენტარშ...

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, კახა ჟორჟოლიანის დაკავების ფაქტი მესტიაში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: მესტია , მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს მესტიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში, კახა ჟორჟოლიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მოტივად სახელდება კახა ჟოროლიანის სიტყვიერი კამათი ამავე კომისიაში ცესკოს წარმომადგენელთან, არჩილ სოფრომაძესთან. სასამართლომ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, კახა ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭრების ზვიად საბანაძის, გიორგი ჯანქანიძისა და პეტრე თავლიაშვილის დაკავების ფაქტი შინდისში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: გორი , შინდისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარ...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მამუკა ჯანანაშვილი დაკავების ფაქტი ხოვლეში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: კასპი , ხოვლე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა, აცხადებს მის შვილს ი...

"ქართული ოცნების" მხარდამჭერ ბუბა დვალისთვის სახეში გაურკვეველი სითხის შესხმა

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-23 23 სეტემბერს, ღამით "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ. ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო....

საკრებულოს წევრების დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან წყალტუბოში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-23 23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარეობა...

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავების ფაქტი რუსთავში

თარიღი: 2012-09-22
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-22 22 სექტემბერს რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულები არიან ძმები ზაზა და თორნიკე შენგელაიები, დავით დარბაიძე და ზაზა ზურაბიანი....

სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ აბულაშვილის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტების გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს მიმართ

თარიღი: 2012-09-22
ოლქი: სიღნაღი , წნორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-22 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 22 სექტემბერს, დაბა წნორში საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ აბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმულ პირებს - გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს. მოგვიანებით, გელა დარჩიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ ფაქტს შეესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნუკრი კიკილაშვილი და შოთა ხუციშვილი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ „ერთიანი ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის ფაქტები ამბროლაურსა და რუსთავში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: ამბროლაური , ამბროლაური/რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-09-21 „სამართლიანმა არჩევნებმა“ გასულ კვირას ამბროლაურის რაიონში დააფიქსირა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის 3, ხოლო რუსთავში 1 შემთხვევა. კერძოდ,21 სექტემებრს დაბა ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში და ჭრებალოში ჩამსხვრეული იქნა ოფისის მინები, ხოლო ამბროლაურში დაზიანებულია ოფისის კარი. 22 სექტემბერს რუსთავში დარბეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი....

ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩევლებისთვის თანხის დარიგება ბოშურის ხეობაში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-09-21 გორის რაიონში ბოშურის ხეობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაურიგა ამომრჩევლებს 150–150 ლარი და ჩამოართვა პირადობის მოწმობები. ხეობაში 400–მდე ამომრჩეველი ცხოვრობს, ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ბოშური მიუდგომელია, არ არის ტელევიზიაც ხელმისაწვდომი და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრის "5" პლაკატებია გაკრული....

გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-09-20 საგარეჯოში ამომრჩევლებთან შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელს. ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, აღმოჩნდა მუქარის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ. იგი გამუდმებით ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, ითხოვს მათგან, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცენ. რაიონში მსგავსი მუქარების გამო ადამიანებს ეზღუდებათ არჩევანის უფლება....

პატრულის თანამშრომლის მიერ ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება თბილისში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, სხვა

2012-09-12 მეზობელმა გააქირავა უცხოეთში წასული ნათესავის ბინა. დამქირავებელი არის პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა ბინის პატრონის პირადობის ნომერი. კითხვაზე - რატომ - უპასუხა, რომ დაგვავალეს თითომ 20 ხმა უნდა მოვაგროვოთო,(თუნდაც მიიტანონ მრავალჯერ განმეორებადი პირადობის ნომრები)....

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება ნაციონალური მოძრაობის დავალებით თბილისში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-12 ჩემი მეგობარი მუშაობს მასწავლებლად სანზონაში. დამირეკა თქვენი პირადობები ჩამაწერინეო. მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ და ჩაწერილი ვართ ვარკეთილში. ნაციონალური მოძრაობისგან აქვს დავალებული ხმების მოგროვება და ამომრჩეველთა მოზიდვა....