1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 16
1

ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" და "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის გურჯაანში

თარიღი: 2012-09-25
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-25 25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილმა მ...

„გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის, ნატალია სარქისაშვილის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ველისციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , ველისციხე
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-16 2012 წლის 16 აგვისტოს „გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ნატალია სარქისაშვილი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ იმ მოსახლეობას იღებდა, რომელთაც ზარალის გამო კომპენსაცია არ მიუღია. მასთან გურჯაანის წყალკანალის თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გურამ გურგენაშვილი მივიდა და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა. იგი ხელში ურტყამდა ჟურნალისტს და არ აძლევდა გადაღების თავისუფლად გაგრძელების საშუალებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრივებელთან საუბრის...

„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-09 2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დაახლ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-16
ოლქი: გურჯაანი , ჩალაუბანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-16 გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე და ფანჯრებზე. [youtube]xjWWjhoz83s[/youtube]...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-14
ოლქი: გურჯაანი , ძირკოკი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-14 გურჯაანის სოფელ ძირკოკში, სადაც 13 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ჭიდაობის ტურნირი,ხალხს ღონისძიებაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული ადამიანები იწვევდნენ....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-13 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთ ოთახში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები და სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი. [youtube]AU9tuJIHFQ0[/youtube]...

'ქართული ოცნების" წევრის, ვანო ნაცარაშვილის დაცვის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-13 2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს,...

წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს

თარიღი: 2012-08-01
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-01 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „...

ფონდ "ქომაგის" მიერ პედაგოგ თამარ ამონაშვილისთვის თანხის გადაცემა გურჯაანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიკითხა სოფელ კალაურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამარ ამონაშვილი, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგიდან“ 117 აშშ დოლარი ჩაერიცხა. პედაგოგი 2012 წლის აპრილის ბოლოს იგი მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 29 ივნისს მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც გადასცა უწყება, რომლის თანახმად დაბარებული იყო გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, სადაც მის დაკითხვას აწარმოებდა გამ...

"ქართული ოცნების" მხარდამჭერ მარიამ მიჩიტაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ბაკურციხეში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , ბაკურციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 28 მაისიდან სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი შპს „ხიდმშენი“ და “გვირაბები 99’’-ში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ამასთანავე, მარიამ მიჩიტაშვილმა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას სამი თვის ვადით მიაქირავა თავისი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი. როგორც მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, 2012 წლის 20 ივნისს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99’’ სამმართველოს უფროსის მოადგილე გივი მახარაძე დაბარებული იყო კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან, რომელმაც მას მისც...

სოსო მთივლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 11 ივნისს სოსო მთივლიშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გათავისუფლდა. სოსო მთივლიშვილის და, ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი გამოსთქვავს ვარაუდს, რომ მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება მის „მაესტროში“ სამსახურის დაწყებასთან არის კავშირში....

გუბერნატორის პარტიული დავალებები გურჯაანში

თარიღი: 2012-07-11
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალეს ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია, რომელთაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მინიმუმ ათი მხარდამჭერი უნდა მიიყვანონ. ასეთი დახმარების სანაცვლოდ კი მათ შესაბამის სამსახურში შუამგომლობას და ანაზღაურებადი შვებულების მიცემას პირდებიან. [url]http://transparency.ge/blog/akhali-partiuli-davalebebi-gurja...

სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომლის, მარო გოგილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-02
ოლქი: გურჯაანი , არაშენდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-02 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს....

კოალიცია "ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის დაკავების ფაქტი გურჯაანში

თარიღი: 2012-06-10
ოლქი: გურჯაანი , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-06-10 2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დააკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ....

რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზვიად ყვირალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 აპრილის დასაწყისში რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად ყვირალაშვილი გათავისუფლებულ იქნა შპს „დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მან გურჯაანში ორგანიზება გაუწია „ქართული ოცნების“ დაფუძნებას. შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის მაისის თვეში ეწურებოდა, თუმცა ზვიად ყვირალაშვილს შრომითი კონტრაქტი აპრილის დასაწყისში ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუწყდა....

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, ზურაბ თერგიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 აპრილის დასაწყისში ზეწოლა განხორციელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტზე - ზურაბ თერგიაშვილზე, რომელიც 7 წლის მანძილზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლის პოზიციაზე. ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 1 აპრილიდან მას შრომითი კონტრაქტი აღარ გაუგრძელდა. ზურაბ თერგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი