1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 9
1

“ქართული ოცნების” მხარდამჭერ ციცინო ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ლაგოდეხში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლაგოდეხი , ვარდისუბანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-08-20 სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი, კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ციცინო ივანიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ხელმოწერებს აგროვებდა, ადგილობრივი ხელისუფლება მისით და მისი ოჯახით დაინტერესდა. ციცინო ივანიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე კონტროლის პალატის მიერ. იგი აცხადებს, რომ მას სდევნიან, ემუქრებიან, რომ წამოვიდეს კოალიციიდან. მისი მეუღლის მიმართ სისტემატურად გამო...

"ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გიორგი მჭედლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-30
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 2012 წლის 3 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბანკ "კონსტანტაში" მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. გიორგი მჭედლიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ, კოალიციის ინტერვიუერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აწარმოებდნენ კარდაკარის სიების გადამოწმებას, როდესაც სოფელ კაბალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა მათ მოსთხოვა შეეწყვიტათ მ...

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრის თვალთვალი სამართალდამცავთა მხრიდან

თარიღი: 2012-07-22
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-22 ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, ერთ-ერთი ზურა გრძელიშვილი უთვალთვალებდნენ. ისინი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ. [youtube]tbrftynGbio[/youtube]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა - ლაგოდეხი

თარიღი: 2012-07-22
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-22 გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან აგრესიულად მოითხოვს გაატარონ, რადგან არის მინისტრი, მთავრობის წევრი და უნდა გაუშვან, რათა შეხვდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს. [youtube]35MJsZBUhCo[/youtube]...

სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს დილის 8 საათზე დაუდგენელმა პირებმა გაურკვეველი მიზეზით სახლიდან გაიყვანეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრები გოგიტა კევლიშვილი, სლავა მეტრეველი და გიორგი ჯაჯანიძე. მოგვიანებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ლიდერმა, ნუცა პაპავამ და სხვა წევრებმა გაარკვიეს,რომ ისინი სოფელ ჩალაუბნის ნარკოლოგიურ ცენტრში იყვნენ წაყვანილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. დაკავებულებს სისხლში ნარკოტიკული ნივთერებათა კვალი არ აღმოაჩნდ...

ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , ლელიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის დროს რეგისტრატორებს - ხათუნა კობერიძეს, ლია ჯაჯნიძეს, ანა ჭუმბურიძესა და ხათუნა ჯანაშვილს სოფელ ლელიანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ნინო კაპანაძემ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასლარიანი ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე ინტერვიუერმა უარი განაცხადა ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე....

ტარიელ თედეევის სამსახურიდან გათავისუფლება ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , არეშფერანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 18 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ტარიელ თედეევმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა. მისმა შვილმა, გელა თედეევმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მამამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო. ზეწოლა უკავშირდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ არეშფერანში ეკომიგრანტების პრობლემებს მიეძღვნა....

ცისანა ჯოიაშვილის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ლაგოდეხი , აფენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 15 მარტს, სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკოლის დირექტორმა თამარ ცქიფურიშვილმა გათავისუფლების მიზეზად სკოლაში ახალი მენეჯერის დანიშვნა დაასახელა.ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მისი შვილის, ზურაბ გამეზარდაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრია....

პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს

თარიღი: 2011-12-30
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2011-12-30 2011 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ კაკალაშვილის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გურამ კაკალაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გოზალიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადასცა. http://lagodekhi.majoritarian.ge/index.php?id=42&lang=geo...