გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 70
1234

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #60
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2016-10-30 ოზურგეთის #60 მაჟორიტარული ოლქის #19 უბანზე კომისიის თავმჯდომარე იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში. გარდა ამისა, საარჩევნო უბანზე იმყოფება დამოუკიდებელი კანდიდატის აკაკი ჩხაიძის 2 წარმომადგენელი. რომელთაგან ერთ-ერთი წარმომადგენელი მითითებული არის, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი....

მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #69
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ბათუმის #69 მაჟორიტარული ოლქის #8 უბანზე გამოცხადდა რომელსაც უკვე გაკეთებული ჰქონდა მარკირება. ამის მიუხედავად, კომისიამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული პირისთვის მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება....

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #61
ოლქი: ფოთი , სოფელი წვერმაღალი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ფოთის #61 მაჟორიტარული ოლქის #15 უბანზე ძირითად საარჩევნო ყუთის ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა პარტია ,,მრეწველების" წარმომადგენელი, ხოლო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ადგილზე არ იმყოფებოდა. საჩივარი წარედგინა სალქო საარჩევნო კომისიას....

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #2
ოლქი: ვაკე , თბილისი (ვაკე)
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ვაკის #2 მაჟორიტარული ოლქის #5 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მოცემული იყო 12 ამომრჩევლის მონაცემები, თუმცა უბნიდან წაიღეს 15 ბიულეტენი. ამომრჩევლთაგან მხოლოდ 11-მა მიიღო მონაწილეობა, უნდა დაბრულებულიყო 4 ბიულეტენი,თუმცა დააბრუნეს 3 ბიულეტენი. აღნიშნულის თაობაზე შედგა ახსნა-განმარტების ოქმი. აღნიშნილ დარღვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცა საჩივარი ,,სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიერ"...

მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #69
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ბათუმის #69 მაჟორიტარული ოლქის #30 უბანზე დაახლოებით 12:00 საათზე გამოცხადდა 4 ამომრჩეველი, რომლებსაც უკვე გაკეთებული ჰქონდათ მარკირება. საუბნო კომისიამ მათ ხმის მიცემაზე უარი განუცხადა და უბანზე შემოსვლის საშუალება არ მისცა. ...

ძალადობა უბანზე

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , სოფელი შაუმიანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, ძალადობა, ზეწოლა/მუქარა

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის #8 უბანზე ხმაურით შემოიჭრა ამომჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს. (ესროლა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული საგნები, მათ შორის, სავარაუდოდ, მარკირების სითხის შემცველი ბოთლი) ...

კენჭისყრის უკანონოდ შეწყვეტა/შეჩერება

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟრიტარლი ოლქის #8 უბანზე 11:50-12:10 დროის შუალედში იყო არეულობა, რაც გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათმა ვიდეო-გადაღების განხორციელების თაობაზე. ამ მიზეზით უბანზე დროებით შეჩერდა კენჭისყრის პროცედურა, რაც მალევე აღდგენილ იქნა....

მარკირების გაკეთება სიაში არმყოფი პირისთვის

თარიღი: 2016-10-31
მაჟორიტარული ოლქი: #44
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 ახალციხის #44 მაჟ. ოლქის #30 უბანზე 09:40 საათზე უბანზე მოსულ ამომრჩეველს გაუკეთდა მარკირების პროცედურა ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ საარჩევნო სიაში. აღნიშნული ამომრჩეველი არ იმყოფებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის სიაში....

შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #7
ოლქი: კრწანისი , თბილისი (კრწანისი)
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 კრწანისის #7 საარჩევნო ოლქში #29 საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა დაულუქავი კომისიის ბეჭედი. ...

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #39
ოლქი: კასპი , სოფელი წინარეხი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 კასპის #39 მაჟორიტარული ოლქის #30 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას....

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #66
ოლქი: ზუგდიდი , სოფ. ზედაეწრი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2016-10-30 ზუგდიდის #66 მაჟ. ოლქის #72 უბანზე საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი ფაქტი - სპეციალურ კონვერტებში საარჩევნო ბიულეტენის გარდა მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათი, სადაც მითითებულია ამომრჩევლის სახელი, გვარი და საარჩევნო სიაში მისი ნომერი. ამასთან, რამდენიმე კონვერტში აღმოჩნდა ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი განცხადებები ამომრჩევლის ხელმოწერით. აღნიშნულ ფაქტებს 21:45 საათისათვის ადგილი ჰქონდა 35 სპეციალური კონვერტის გასხნის შემთხვევაში. ,,სამართლიანი არჩევნების" მიერ საოლ...

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #65
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქის #22 უბანზე ხმების დათვლის შედეგად ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი აღმოჩნდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს მისთვის განკუთვნილ გრაფაში დაავიწყდა ხელმოწერის გაკეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი....

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟ. ოლქის #68 უბანზე სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე. ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 408, ხოლო ბიულეტენი - 421....

საკონტროლოფურცლების არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #72
ოლქი: ხელვაჩაური , სოფელი ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ძირითადი ყუთის გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურელი არ ემთხვევა თავჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას....

შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #68
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ბათუმის #68 მაჟ. ოლქის #98 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და აღნიშნულს თან არ ახლავს შესწორების ოქმი. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას, კენჭისყრის შედეგების გადასინჯვასა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ....

ბიულეტენის არ დამოწმება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #49
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ქუთაისის #49 მაჟ. ოლქის #98 - საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირდა 9 შემთხევვა, როცა ბიულეტენი არ იყო ხემოწერილი და კომისიის ბეჭდით დამოწმებული....

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #60
ოლქი: ლანჩხუთი , სოფელი იანეული
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ლანჩხუთის #60 მაჟორიტარული ოლქის #3 უბანზე შედგა შემაჯამებელი ოქმი რომლის თანახმადაც უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 370, უბანზე გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა 400 ხოლო მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენბა 222. 148 ბიულეტენი არის დაკარგული. აღნიშნულ დარღვევაზე საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა საჩივარი და მოთხოვნილი იქნა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და კომისიის ყველა წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #6
ოლქი: საბურთალო , თბილისი (საბურთალო)
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 საბურთალოს #6 მაჟორიტარული ოლქის #54 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა ისე, რომ სიაში არ მოაწერა ხელი, რის თაობაზეც დაწერა ახსნა-განმარტება. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #68
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ბათუმის #68 მაჟორიტარული ოლქის #41 უბანზე რეგისტრატორის შეცდომის შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხელი მოაწერა არასწორ გრაფაში. ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #8
ოლქი: ისანი , თბილისი (ისანი)
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები

2016-10-30 ისნის #8 მაჟორიტარული ოლქის #67 უბანზე შემოწმდა უბანზე მყოფი პირების აკრედიტაციის მოწმობები (ე.წ. QR კოდით) და აღმოჩნდა, რომ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის აკრედიტაციის მონაცემები არ იძებნება. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ დამკვირვებელი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს უბანზე იქამდე, სანამ იგი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებდა, რისთვისაც მას მიეცა გონივრული ვადა პრობლემის გასარკვევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევდა უბნის დატოვება. აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა "სამართ...