გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 104
123456

არასათანადო ბიულეტენები

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-29 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #76 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას გამოვლინდა 20 ბიულეტენი, რომელსაც 65-ე უბნის ნომერი ეწერა....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-29 #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მისცეს....

წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები , ხმის დამთვლელი კომისიის წევრების გამოვლენის პროცედურის დარღვევა

2018-11-29 #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე მთვლელების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობა მიაღებინეს და პირველი მთვლელის ფუნქცია მიანიჭეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. ...

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები , შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2018-11-29 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნისა და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ იყო მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა....

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-29 "სამართლიანია არჩევნების" დამკვირვებელს არ მიეცა მის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული ბიულეტინი საეჭვოდ არ მიუჩნევია კომისიის თავმჯდომარეს და აღნიშნული საკითხი არც განიხილა კომისიის წევრებთან ერთად....

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

2018-11-29 #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე დართეს ხმის მიცემის უფლება....

საარჩევნო დოკუმენტაციის დაკარგვა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-29 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დაიკარგა ე.წ. სამაგიდო სია, რის შედეგადაც დროებით შეწყდა ხმის მიცემის პროცესი და უბანზე პოლიცია იმყოფებოდა. ხმის მიცემა განახლდა ისე, რომ დაკარგულ სამაგიდო სიაში მყოფ ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. ...

მარკირების გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ზესტაფონი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2018-11-29 #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა მარკირება არ გაუკეთა ამომრჩეველს. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-29 #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ზედმეტი თითო ბიულეტენის გაცემის შემთხვევას. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-29 #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლები. ...

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა, სხვის მაგივრად ხმის მიცემა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-29 #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამომრჩევლის ნაცვლად სხვა პირმა მისცა ხმა. როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული ამომრჩეველი თავად იმყოფება საავადმყოფოში. ...

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-29 #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აღრიცხავდა არჩევნებზე არ მისულ ამომრჩევლებს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ შეწყვიტა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასაღანადო შევსება/წარმოება

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ნაძალადევი , ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 საარჩევნო უბანზე 17:15 საათზე გადასატანი ყუთის სიაში მითითებული ამომრჩევლების სია არ არის აღნიშნული სამაგიდო სიაში შესაბამისი აღნიშვნით....

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

2018-11-29 #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით დაუშვეს, ხელი მოაწერინეს სიაში და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს დოკუმენტის ვადის გასვლის შესახებ და აღარ მიაცემინეს ხმა....

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-29 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში მყოფ ამომრჩეველს ხმა უბანზე მიაცემინეს....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-29 #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე სიაში გადასატანი ყუთის ამომრჩევლების შესახებ მითითებული არ არის. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-29 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მისი არჩევანის დაფიქისრება. აღნიშნული სახის დარღვევა მანამდეც რამდენჯერმე დაფიქსირდა მოცემულ საარჩევნო უბანზე. ...

ამომრჩევლების აღრიცხვა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები

2018-11-29 15:20-ზე კომისიის წევრი, რეზო ხვედიანი ფურცელზე ინიშნავდა უბანზე შემოსული ამომრჩევლების ვინაობებს. დამკვირვებლების მითითების შედეგად აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო შევსება/წარმოება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი მოაწერინა სამაგიდო სიაში თავისი მონაცემების გასწვრივ, სადაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი სხვა ამომრჩეველს....

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ამბროლაური
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-28 ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში საკუთარ ბიულეტენს ფოტო გადაუღო. ...