1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 136
1234567

არეულობა და დაპირისპირება უბნის ტერიტორიაზე

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-28 #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შორის, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში უბანზე იყო ხმაური და არეულობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან პატრულის დახმარებით გააძევეს....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩევლის გრაფაში აღმოჩნდა ორი ხელმოწერა....

ბიულეტენის დაკარგვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-28 #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტინი. ხმა მისცა 30 ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტინის ნაცვლად 4 ბიულეტინი დააბრუნეს....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-28 ბათუმის ოლქის #65 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ცესკოს წარმომადგენელი ირაკლი გვარამია, რომლის მითითების შესაბამისად, თავმჯდომარემ დამკვირვებლებს შეუზღუდა უფლებამოსილება თავისუფლად დააკვირდნენ საარჩევნო უბანზე შემომსულ პირებს....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 ოზურგეთის N57 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია. დაღვევის ჩადენის დრო 12:03....

კონვერტის გარეშე ბიულეტენის ყუთში მოთავსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-28 კასპის ოლქის #18 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოათავსა კონვერტის გარეშე. დარღვევის დრო 12:19....

კონვერტის გარეშე ბიულეტენის ყუთში მოთავსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-28 მცხეთის ოლქის #23 უბანზე, 12:10-ზე ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდგომ, ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოათავსა კონვერტის გარეშე. ყუთის ზემხედველმა აღნიშნული შეამჩნია თუმცა კომენტარი ბიულეტენის ყუთში მოთავსების შემდეგ გააკეთა. ...

მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი , საჯარო სკოლს შენობა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2018-11-28 #67 ოლქის #59 უბნის კომისიის წევრმა არ გაიკეთა მარკირება...

უბნის არასათანადოდ მოწყობა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , უბნის არასათანადოდ მოწყობა

2018-11-28 ჩოხატაურის 30-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში გამოკრული იყო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, რაც საარჩევნო კოდექსით არ არის დაშვებული. დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხელი სიაში არასწორად მოაწერინა....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს თუ ვის მისცეს ხმა....

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2018-11-28 #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება....

კომისიის წევრის მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე....

კენჭისყრის დაგვიანებით დაწყება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , უბნის დაგვიანებით გახსნა/უბნის არგახსნა

2018-11-28 #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა; უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ კომისიის საქმიანობაში ჩარევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა , კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2018-11-28 #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს....

საარჩევნო ყუთის მთლიანობის დარღვევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო ყუთის (ძირითადი/გადასატანი) მთლიანობის დარღვევა

2018-11-28 #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რაც აღმოფხვრილი იქნა ცესკოს წარმომადგენლების მიერ, კერძოდ, მათ გახსნეს საარჩევნო ყუთი ამოიღეს საკონტროლო ფურცელი და დალუქეს ყუთი თავიდან....

კომისიის წევრის მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე....