1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 136
1234567

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე

2018-11-28 #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-28 #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, კაბინის ნაცვლად, ხმა ძირითად საარჩევნო ყუთთან მისცა....

გადასატანი საარჩევნო ყუთის არ გატანა/არ მიტანა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , გადასატანი საარჩევნო ყუთის არ გატანა/არ მიტანა

2018-11-28 ვაკის ოლქში 12:08 საათზე გადასატანი საარჩევნო ყუთი ჯერ კიდევ იმყოფება #10 საარჩევნო უბანზე. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-11-28 ბათუმის #74 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დროს, დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების 5-მდე ფაქტი და შემდგომ ეს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ აღნიშნულ ფოტოებს....

წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 ბათუმის 25-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, 07:25 საათზე კომისიის წევრს, ნონა ბასილიას, ამ უკანასკნელთან შეთანხმების საფუძველზე, არ მიაღებინა წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა....

წილისყრის ფუნქციების შეცვლა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 #30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესახებ. დარღვევის დრო 11:00 სთ-ზე. ...

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-28 მარნეულის #10 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა დამკვირვებლის კანონიერი უფლების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, კერძოდ: "სამართლიანი არჩვენების" დამკვირვებელს, რაშან ზიადალიევს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, რაც უკანონოა, რადგან დამკვირვებლის უფლების განხორციელება არ უშლიდა ხელს უბანზე მიმდინარე საარჩვენო პროცესს. . ასევე, დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა მუქარა და იგი გაძევებულ იქნა უბნიდან, არსებობს აღნიშნული ფაქტების ვიდეოჩანაწერი მტკიცებულების სახით. დარღვევის დრო 11:20 ...

წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმმა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მურად ბერიძემ და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლიანელა მახარაძემ უარი თქვეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე. დარღვევის ჩადენის დრო: 07:40 საათი....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-28 #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 რეგისტრატორს ეკატერინე შერეშაშვილს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის რაოდენობის მიხედვით უნდა მიეცა 43 ბიულეტენი, შეეშალა და 50 ბიულეტენს მოაწერა ხელი და აძლევდა გადასატანი ყუთის გამყოლ პირს. აღნიშნულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარემ მოახდინა რეაგირება და 7 ბიულეტენს ჩამოაჭრა ყური და დააწერა გაფუჭებულია, ასევე რეგისტრატორს დააწერინეს ახსნა-განმარტების აქტი. ...

უბანზე მყოფმა პირმა არ გაიარა რეგისტრაცია ჩანაწერთა წიგნში

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 ჭიათურის ოლქის 46-ე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა კომისიის წევრმა, ნინო კიკვაძემ ამომრჩეველს ხელი არ მოაწერინა სიის სათანადო გრაფაში და ისე გადასცა საარჩევნო ბიულეტენი....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-28 11:04-ზე კომისიის თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უზღუდავენ უფლებებს. კერძოდ, არ აძლევენ ვიდეო გადაღების და უბანზე მიმდინარე პროცესების სრულყოფილად დაკვირვების საშუალებას. დამკვირვებლის კანონიერი უფლებების განხორციელებისას კომისიის თავმჯდომარემ მას დაემუქრა გაფრთხილების მიცემით. ...

სიასთან დაკავშირებული ხარვეზები

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , სიებთან დაკავშირებული პრობლემები

2018-11-28 ვაკის ოლქის 10 საარჩევნო უბანზე , მოვიდა ამომრჩეველი, რომელიც ძირითად საარჩევნო სიაში არ იყო. აღმოჩნდა რომ იგი გადასატანი ყუთის სიაში იყო, თუმცა ამომრჩეველი აცხადებდა რომ არ იყო ინფორმირებული და შეუძლებელია ეს სიმართლე ყოფილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა რომ ამის თაობაზე სატელეფონო ზარი იყო შესული. თუმცა ამომრჩევლის ინფორმაციისთ მას არც წერილობით და არც ტელეფონის საშუალებით არ მიუმართავს. საბოლოოდ ამომრჩეველმა უბანზე ვერ შეძლო ხმის მიცემა....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 10:50 წუთზე დაფიქსირდა რომ, საარჩევნო სიის სამაგიდე ვერსიაში, ამომრჩეველთა სახელის და გვარის გასწვრივ არ იყო მითითება ამომრჩევლთა გადასატან საარჩევნო ყუთზე მიწერის შესახებ. ...

მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის მცდელობა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს

2018-11-28 10:40 წუთზე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ამომრჩეველმა, არ გაიარა მარკირების შემოწმების პროცედურა და ისე აპირებდა კენჭისყრაში მონაწილოებას. თუმცა ამის შესახებ მიუთითეს და მარკირების შემოწმება გაიარა....