1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 84
12345

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2018-11-19 მარნეულის სოფლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით მართავენ. მსგავსი შეხვედრის ფოტოებს პარლამენტის წევრი რუსლან გაჯიევი თავის ფეისბუქ პროფილზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია გაშლილი სუფრა, ჩაი, ტკბილეული და ა.შ....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2018-11-19 ადგილობრივი მცხოვრები მიხეილ უჩანეიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის დეპუტატმა აბაშის საკრებულოში ავთო გუნიამ მას 50 ლარი შესთავაზა თუ ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდნენ. ავთო გუნია დამკვირვებელთან სატელეფონო საუბრისას ფულის დაპირებას ხმის მიცემის სანაცვლოდ უარყოფს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ენმ-ის წევრმა, ანზორ ბარბაქაძემ ორგანიზაციის დამკვირვებელს განუცხადა, რომ მოსახლეობას ურიგებენ და ოჯახე...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2018-11-19 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა8, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით „საუბარია 600,000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდ ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს“. მისივე განცხადებით, ეს პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბ...

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1 იან...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, რომელიც მეპატრონეს გაქირავებული აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ იმის გასარკვევად თუ რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ბინის მეპატრონემ; ამჟამად სად იმყოფება და მიიღებს თუ არაა მონაწილეობას მეორე ტურში. მოცემულ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშნები, საიდან ჰქონდათ კოორდინატორებს ინფორმაცია ბინის მეპატრონის არჩევნებზე არგამოცხადების შესახებ....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ასევ...

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 სოფელ ლიხაურის რამდენიმე მკვიდრმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ყოფილი პატიმრები, კახა ურუშაძე, ვინმე ჭელიძე და ცეცხლაძე მოსახლეობაში დადიან და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემების შექმნას პირდებიან....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირა სა...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 სოფელ დვაბზუს „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან 300 ლარი შესთავაზეს, რათა მმართველი პარტის მხარდასაჭერად იმუშაოს....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სამმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მერის წარმომადგენლები მათ ოჯახებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს....

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ქარელის „ქართული ოცნების“ შტაბში თითქმის ყოველდღიურად იმართება შეხვედრები პარტიის მხარდამჭერებთან. როგორც „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გახდა ცნობილი შეხვედრებს ქარელის ორგანიზაცის თავმჯდომარე ზაზა გულიაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ თანამშრომლებთანაც მართავს. იგი განსაკუთრებულად აქტიურად ხვდება მუნიციპალიტეტის სპორტის სფეროში მოქმედ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს. შეხვედრების დროს მათ აძლევენ ინსტრუქციას არჩევნების მეორე ტურზე ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ამის გაკ...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 გურჯაანის მერიის თანამშრომლები ადგილობრივი ამომრჩევლების სატელეფონო გამოკითხვას აწარმოებენ, რომლის ფარგლებშიც ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას. პირი, რომელმაც ინფორმაცია დამკვირვებელს მიაწოდა ანონიმურობის დაცვას ითხოვს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გურჯაანის უფასო სასადილოს დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის დავალებით ხდება სასადილოს ბენეფიციარების გამოკითხვა თუ ვის აძლევენ ხმას და დგება სიები. პიროვნება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა, ანონიმურობის დაცვას ითხოვს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა განაცხადა, რომ ის ისეთი წნეხის ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია უარი თქვას მეორე ტურზე კომისიის წევრობაზე...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს თანამშრომელმა პირად საუბარში უთხრა, რომ მისი მეუღლის მიმართ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნება, ხმამაღლა და ღიად ვერ საუბრობს, რადგან ეშინია სამსახურის დაკარგვის....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა რომ ხაშურის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელები მშობლებს პირადობის მოწმობების ასლებს თხოვენ. მშობლის კითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო პირადობის მოწმობის მიტანა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბაღის თანამშრომელმა არ უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მშობელს ეჭვი აქვს რომ ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ მათ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებმა, რომელთაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, სოფლებში მერის წარმომადგენლების და საკრებულოში სოფლის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს მუქარა-ზეწოლა. ზეწოლა ასევე ხორციელდება ბაგა-ბაღის ხელძღვანელებზე და თანამშრომლებზე. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა რამდენიმე მოქალაქემ და ერთ-ერთმა ბაღის მასწავლებელმა....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „გურჯაანის ნაყინის“ ქარხნის მეპატრონე გურამ ბერიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრე და „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მის კუთვნილ კომპანიაში დასაქმებულ ამომრჩევლებს და მათი ოჯახის წევრებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებს. ერთ-ერთი თანამშრომელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფაქტის განსაჯაროებაზე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდა ოჯახის წევრები...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 სიღნაღის სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში, იმართება პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, საბავშვო ბაღების და სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა სოფლის ბიბლიოთეკარმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა და უთხრა, რომ მისულიყო მერის წარმომადგენელთან და ის მისცემდა კონკრეტულ დავალებას თუ რა უნდა გააკეთოს წინასაარჩევნოდ....