1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 47
123

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ხაშურში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეხანძრე-მაშველებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან ერთ-ერთმა მეხანძრემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთ მეხანძრეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი შეპირდა შესაბამისი ტელეფონით უზრუნველყოფას, რათა ფოტოს გადაღება შეძლოს....

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-12-10
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-12-10 მარნეულის „ქართული ოცნების“ თანამშრომლებისა და აქტივისტების მიერ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა. კერძოდ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ თუ აღნიშნული პარტიაში გაგრძელებენ აქტივობას, კომპანია „სოკარი“ მათი სწავლის საფასურს აღარ გადაიხდის. აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მარნეულში მცხოვრებმა ორმა სტუდენტმა მიაწოდა....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ბორჯომი , ბორჯომი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-12-10 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ბორჯომში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებზე მისვლა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ აგიტატორებს აქვთ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, მისამართების მიხედვით, სადაც მითითებულია თუ ვინ იყო არჩევნების პირველ ტურზე და ვინ არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებზე გაიცემა მკაცრი დავალებები, რომ ოჯა...

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-12-10 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მასწავლებლებს მერის წარმომადგენლისგან, მერაბ თორდიასგან მიღებული აქვთ დავალება, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლისა და ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გასწვრივ ბიულეტენში უნდა მიაწერონ თავისი გვარის პირველი ასო....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2018-11-30
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2018-10-30 დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მანანა ეგიდხანიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი თქმით 30 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მიზეზად ის გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ მის აქტივობას ასახელებს. დასუფთავების სამსახურის განცხადებით კი, მანანა ეგიდხანიშვილს ხელშეკრულების ვადა 30 ოქტომბერს ამოეწურა და გასაგრძელებლად მასვე უნდა მიემართა წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებოდ...

ფიზიკური ანგარიშსწორება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-29 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი - ალიოშა გულიოღლი თანასოფლელებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - გულო ბაირამოვმა და გურაზა ბაირამოვმა სცემეს. ნაცემი ალიოშა გულიოღლი, კასპში მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს მედიკოსებმა, თავის ტრავმა (ტვინის შერყევა) დაუდგინეს. თავდაპირველად კონფლიქტი გულო ბაირამოვსა და ალიოშა გულიოღლის შორის არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს დაიწყო. სოფელ ხიდისყურის ცენტრში, „ქართული ოცნების“...

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1 იან...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, რომელიც მეპატრონეს გაქირავებული აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ იმის გასარკვევად თუ რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ბინის მეპატრონემ; ამჟამად სად იმყოფება და მიიღებს თუ არაა მონაწილეობას მეორე ტურში. მოცემულ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშნები, საიდან ჰქონდათ კოორდინატორებს ინფორმაცია ბინის მეპატრონის არჩევნებზე არგამოცხადების შესახებ....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ასევ...

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 სოფელ ლიხაურის რამდენიმე მკვიდრმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ყოფილი პატიმრები, კახა ურუშაძე, ვინმე ჭელიძე და ცეცხლაძე მოსახლეობაში დადიან და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემების შექმნას პირდებიან....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირა სა...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 სოფელ დვაბზუს „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან 300 ლარი შესთავაზეს, რათა მმართველი პარტის მხარდასაჭერად იმუშაოს....

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სამმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მერის წარმომადგენლები მათ ოჯახებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს....

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ქარელის „ქართული ოცნების“ შტაბში თითქმის ყოველდღიურად იმართება შეხვედრები პარტიის მხარდამჭერებთან. როგორც „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გახდა ცნობილი შეხვედრებს ქარელის ორგანიზაცის თავმჯდომარე ზაზა გულიაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ თანამშრომლებთანაც მართავს. იგი განსაკუთრებულად აქტიურად ხვდება მუნიციპალიტეტის სპორტის სფეროში მოქმედ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს. შეხვედრების დროს მათ აძლევენ ინსტრუქციას არჩევნების მეორე ტურზე ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ამის გაკ...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 გურჯაანის მერიის თანამშრომლები ადგილობრივი ამომრჩევლების სატელეფონო გამოკითხვას აწარმოებენ, რომლის ფარგლებშიც ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას. პირი, რომელმაც ინფორმაცია დამკვირვებელს მიაწოდა ანონიმურობის დაცვას ითხოვს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გურჯაანის უფასო სასადილოს დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის დავალებით ხდება სასადილოს ბენეფიციარების გამოკითხვა თუ ვის აძლევენ ხმას და დგება სიები. პიროვნება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა, ანონიმურობის დაცვას ითხოვს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა განაცხადა, რომ ის ისეთი წნეხის ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია უარი თქვას მეორე ტურზე კომისიის წევრობაზე...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს თანამშრომელმა პირად საუბარში უთხრა, რომ მისი მეუღლის მიმართ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნება, ხმამაღლა და ღიად ვერ საუბრობს, რადგან ეშინია სამსახურის დაკარგვის....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა რომ ხაშურის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელები მშობლებს პირადობის მოწმობების ასლებს თხოვენ. მშობლის კითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო პირადობის მოწმობის მიტანა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბაღის თანამშრომელმა არ უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მშობელს ეჭვი აქვს რომ ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ მათ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებმა, რომელთაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს....