1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 47
123

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, სოფლებში მერის წარმომადგენლების და საკრებულოში სოფლის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს მუქარა-ზეწოლა. ზეწოლა ასევე ხორციელდება ბაგა-ბაღის ხელძღვანელებზე და თანამშრომლებზე. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა რამდენიმე მოქალაქემ და ერთ-ერთმა ბაღის მასწავლებელმა....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „გურჯაანის ნაყინის“ ქარხნის მეპატრონე გურამ ბერიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრე და „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მის კუთვნილ კომპანიაში დასაქმებულ ამომრჩევლებს და მათი ოჯახის წევრებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებს. ერთ-ერთი თანამშრომელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფაქტის განსაჯაროებაზე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდა ოჯახის წევრები...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 სიღნაღის სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში, იმართება პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, საბავშვო ბაღების და სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა სოფლის ბიბლიოთეკარმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა და უთხრა, რომ მისულიყო მერის წარმომადგენელთან და ის მისცემდა კონკრეტულ დავალებას თუ რა უნდა გააკეთოს წინასაარჩევნოდ....

ზეწოლა- მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში ხელძღვანელები თანამშრომლებს სთხოვენ ხალხში აწარმოონ კამპანია, რომ თუ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისინი აუცილებლად მიმართავენ რევანშს და გარდაუვალი იქნება სამოქალაქო ომი. მოხელეებს კამპანიის გაწევას სამუშაო საათებში არ ავალებენ, მაგრამ სთხოვენ ამ სახით გაავრცელონ ინფორმაცია ნაცნობებსა და ახლობლებთან....

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია რომ მერიის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს ავალებენ, რომ იმუშაონ კარდაკარ და მეორე ტურში დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მათმა ნათესავებმა თუ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, ხმა მისცეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები....

პოლიტიკური ნიშნით განცხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2018-11-18
ოლქი: ახალქალაქი , ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2018-11-18 18 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში გაიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქცია-შეხვედრა მოსახლეობასთან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. 17 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის მიერ ახალქალაქის პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა რომ სკოლის დირექტორებმა გააკეთეს წინასწარ სიები და იმ პედაგოგებს მოაწერინეს ხელი, ვინც დაესწრებოდა 18 ნოემბერს შეხვედრას, ხოლო თუ არ დაესწრებოდნენ, შეექმნებოდათ პრობლემები სამსახურში. გარდა ...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-15
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-15 კასპის რაიონის სოფელ თელიანში მცხოვრები გაერთანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მაია სიდამონიძის თქმით, სოფლის კლუბის დირექტორი ჟანა ტაგვიაშვილი შეშის ვაუჩერებს მხოლოდ მის მომხრეებს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უნაწილებს, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით ისტუმრებს. მაია სიდამონიძეს გრიგოლ ვაშაძის მომხრეების დაჩაგვრის სხვა მაგალითიც მოყავს, კერძოდ, ამბობს, რომ გარე განათების ნათურები მთავარ ქუჩაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სახლების წინ დაამონტაჟეს. ტერიტორიული ორგანოს რ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-14
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-14 14 ნოემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და „48 ნომრის“ შემოხაზვა მოსთხოვეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომელს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და თქვა რომ ამ საკითხზე ჟურნალისტთან არ უსაუბრია თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს. მისი თქ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით გველესიანი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოფელ უბისაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, დავით მახათაძე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს - ბესო სახვაძეს დაემუქრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ბესო სახვაძემ უთხრა, რომ მას 9 ნოემბერს დაუკავშირდა დავით მახათაძე და მოსთხოვა მისი შვილი, ბექა მახათაძე შეეყვანა საარჩევნო სიაში. ბესო სახვაძის თქმით, იგი მახათაძეს დაპირდა საკითხის საოლქო ...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს ქარელის მერმა საბავშვო ბაღების დირექტორებთან თათბირი გამართა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ერთ-ერთმა ბაგა-ბაღის დირექტორმა აცნობა, მერმა შეკრებილებს უთხრა, რომ ზეპირად იცის ვისი ოჯახის წევრებმა ვის მისცეს ხმა და იანვრიდან მოხსნის ყველას ვინც ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს. თავად ქარელის მერი ბაგა-ბაღის დირექტორებზე მუქარას უარყოფს და აცხადებს რომ შეხვედრაზე მსგავსი შინაარსის საუბარი არ ყოფილა....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ხულო , ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით, 13 ნოემბერს, გვიან ღამით ხულოში იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ვახტანგ გომელაური. აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს და ხულოს საკრებულოს წევრმა ოთარ შაინიძემ 13 ნოემბერს, 20:21 საათზე ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრეს, თუმცა არც გომელაური და არც რიჟვაძე, ვიდეოში არ ჩანს ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ინფორმაციით, გომელაური, რიჟვაძე და ბოლქვაძ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასების გაზრდას დაპირდნენ სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი უნდა დაუჭირონ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყველა თანამშრომელს პირადი ნომრები გამოართვეს და ასვე მოსთხოვს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა დაუდასტურეს, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს....

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-13 13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილისგა...

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-12
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-12 12 ნოემბერს, აბაშაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, რომლის ხელმძღვანელობით მერიის თანამშრომლებს დაავალეს კარდაკარ პრინციპით შეხვედროდნენ მოსახლეობას და მკაცრად მოეწოდებინათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. იმავე დღეს საჯარო მოხელეებმა კარდარ შეხვედრები ამომრჩეველთან მართლაც გამართეს. ორმა საჯარო მოხელემ ზეწოლისა და გაცემული დავალების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია თუმცა სახელისა და გვარის გასაჯაროვებას არ თანხმდებ...

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-12
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-12 An activist of the United National Movement, Novruz Mekhtyev posted on his personal Facebook page that on November 12, a criminal police officer stopped his brother in the street and told him that “they were going too far”. The police officer took out a list of Mekhtiyev’s family members from his pocket with their personal information and said that he had been ordered to arrest one of the persons on this list before the runoff. On November 13, an official visited Mekhtiyev’s brother ...

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-10 10 ნოემბერს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 5 წლის თავის აღსანიშნავად სამონასტრო კომპლექს ბანას ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა სხვადასხვა ეპარქიიდან. ტრაპეზის შემდეგ სუფრასთან სასულიერო პირები მრევლს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილისთვის სთხოვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მრევლმა მიაწოდა....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-08
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-08 8 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარცმელიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ძველ აბაშაში, ეწერში და ასევე ქალაქის რიგ უბნებზე, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ, გადასცემენ მათ პირადობის მოწმობები, რომელსაც დაუბრუნებენ არჩევნების შემდეგ. მეორე შემთხვევაში ამომრჩეველს პირდებიან გარკვული რაოდენობის თანხას, რომლის სანაცვლოდ მან უბანზე უნდა მიიყვანოს 10 ამომრჩეველი. ამის ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2018-11-07 7 ნოემბერს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი ჯამბულ სოინოღლი გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ერთი საათით ადრე წასვლა დაასახელა. სოინოღლის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ის სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი იყო. ჯამბულ სოინოღლი წლების განმავლობაში თბილისის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობდა, მას შენ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2018-11-07 ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი 7 ნოემბერს სამსახურიდან აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც ბაღის შესამოწმებლად წინა დღეს შევიდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. თამარ სიბაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს საბავშვო ბაღში უსაფრთხოების და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევა, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნორმები დარღვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზ...

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: ახალქალაქი , ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-07 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, რემო პოღოსიანი გადაიყვანეს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. მას თავზე 2 ჭრილობა ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის შტაბის უფროსმა, აშოტ რაისიანმა განაცხადა, რომ აქტივისტი რემო პოღოსიანი პოლიტიკური ნიშნით ცემეს, თუმცა თავად პოღოსიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ არავის უცემია, ოჯახში საშემოდგომო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაეცა და დაშავდა. აშოტ რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანმა ინციდენტიდან 5...