1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 47
123

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-06 6 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ფოთის ოლქის #16 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მანანა ქაბზინაძეს, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამსახურის თანამშრომელია ფოთის მერმა არჩევნების შემდგომ დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. #16 უბანზე გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე ქაბზინაძემ წილისყრის გარეშე გადაანაწილა კომისიის წე...

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-06 6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ზემოთ ხსენებული პირები დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს....

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-06 6 ნოემბრის ღამის საათებში, სოფელ ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი. პარტიის ინფორმაციით, უცნობი პირები ლაზარიაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ და მოითხოვდნენ მეორე ტურისთვის პოლიტიკური აქტივობა შეეწყვიტა. თავად ბესიკ ლაზარიაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისგან და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2018-11-01
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-01 ნოემბრის დასაწყისში, გორში, სავარაუდოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რეკავდენ სახლის ტელეფონის ნომრებზე და აწარმოებდნენ გამოკითხვას: იყვნენ თუ არა არჩევნებზე, ვის მისცეს ხმა და ერთი შეხედვით დაზუსტების მიზნით ეკითხებოდნენ კვლავ მუშაობს თუ არა ის სამსახურში (სამსახურის მითითებით), სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის მისი პერსონალური ინფორმაცია ცნობილია....

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-10-30 30 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო დაიხურა დამოუკიდებელი მედია-სააგენტო „იმერეთი ნიუსი“. სააგენტოს დამფუძნებელი, კოტე ცირეკიძე, რომლის დედა ელეონორა არჩაია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი და ირიბი მუქარის ფაქტების გამო ...

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-10-30
ოლქი: ახალქალაქი , ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-10-30 30 ოქტომბერს ახალქალაქის მაჟორიტარის ენზელ მკოიანის ნათესავები და მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს, თავდასხმის შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ენზელ მკოიანის შვილი, ძმა და ძმისშვილები 30-მდე ადამიანთან ერთად შევარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და ცემეს მელიქ რაისიანი, მისი შვილი - აშოტ რაისიანი და გ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ხულო , ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-10-29 29 ოქტომბერს, ხულოს #12 და #7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა საოლქო საარჩევნო კომისიას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ინფორმაციით #7 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბსაც წარმოადგენს, კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმებული ყავს ადგილობრივი კადრი - ედნარ ბოლქვაძე. 28 ოქტომბერს უბნის შედეგების შეჯამების შემდეგ ედნარ ბოლქვაძე შტაბში დაიბარეს...