1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
1234567891011121314

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" (სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა,) შენობის მიმდებარედ, „ევროპული საქართველოსა" და „ქართული მარშის" წევრები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„ევროპული საქართ...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კობახიძემ მომხდარს მძიმე პროვოკაცია უწოდა და სამართალდამცველებისგან უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
„ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, სოფელ ახალუბანში, „ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ წარმომადგენლებს, როცა ეს უკანასკნელნი პარტიის პლაკატებზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატების გადაკვრის ფაქტის ამსახველი კადრების გადაღებას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების" შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის ვრცლად

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
12 ოქტომბერს, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში „ევროპული საქართველოს" წევრს ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. მომხდარზე სკანდარავამ პოლიციას ჩვენება მისცა.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გაბილ გასანოვმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ სკანდაროვა საღამოს საათებში სოფლის ბირჟასთან იყო, დაინახა მათი ჩამოხეული პლაკატები და იკითხა თუ რატო...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
11 ოქტომბერს, აქტივისტი ლევან ქართველიშვილის თქმით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი უცნობი პირი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისურის გამო თავს დაესხა და სცემა.
როგორც ლევან ქართველიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, საღამოს 9 საათზე, ბახტრიონზე მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა, მას ეცვა 5 ნომრიანი მაისური, ერთმა ახალგაზრდამ მიმართა „მაგათ გვერდში რა პონტში დგეხარ ბიჭოო", შემდეგ მოუქნია მუშტი, ხოლო მე...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
29 სექტემბერს, გლდანის ხევის დასახლების (გლდანულა)1ა კორპუსთან მდებარე მერიის მიერ რეაბილიტირებულ სკვერში, მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა სცადეს „ქართული ოცნების" პარტიული დროშების საქართველოს დროშებით შეცვლა. ამ ფაქტს ადგილობრივების წინააღმდეგობა მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს მიაჩნიათ, რომ რადგან სკვერი არის მუნიციპალური, იქ პარტიული დროშების განთავსება არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ა...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
30 სექტემბერს, თბილისი-მარნეულის გზაზე, „ქართული ოცნების" შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ. ავტომობილს, რომლითაც იგი სამსახურში მიდიოდა, მანქანა დააჯახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება" აღნიშნულ ფაქტს წინა დღით მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ვრცლად

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. პარტია აპროტესტებდა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომების გამართვას მათი წარმომადგენლების ინფორმირების გარეშე. აქციას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ აქტივისტები და სა...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელებს შორის იყო „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბრის ნახიდურის ფაქტში მონაწილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ხელმძღვანელის ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-22
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 26 აგვისტოს, სამუშაო საათებში, გაიმართა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ აბაშასა და სოფელ ძველ აბაშაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირები. კერძოდ: დავით ცანავა - აბაშის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის განყოფილების უფროსი, ნიაზ შოთაძე - აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, რუსლან ბოკუჩავა - მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ ა...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-22
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 21 აგვისტოს, დღის 3 საათზე, ქალაქ აბაშაში „ქართული ოცნების“ ოფისში, მიმდინარეობდა შეხვედრა. პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს იყო უბნის უფროსების და აგიტატორების შეკრება და, ამასთანავე, განიხილებოდა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი წევრების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა საჯარო მოხელეებიც, მათ შორის: რუსლან ბოკუჩავა - მერის წარმომადგენელი ქ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: პატრიოტთა ალიანსი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-20
პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, ითვალისწინებს ცვლილებებს 3 კანონში: „სოციალური დახმარების შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ" და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ".
„სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის...

ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-20 თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ათასამდე სამოქალაქო პირს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ, სამი წლისა და მეტი ვადით არსებული ხანდაზმული, 1 600 000 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერებათ. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 14 აგვისტოს, აბაშის საკრებულოს აპარატის უფროსი - გოჩა ხურცილავა, სამუშაო საათებში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ შტაბში და იქ სთხოვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მისვლა. შეხვედრა, საკრებულოს აპარატის უფროსის, სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საქმეს შეეხებოდა, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის მიწოდებასა და წერილის გადაცემას....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: ხარაგაული
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 17 აგვისტოს, სამუშაო საათებში, პარლამენტარის ბიუროში, ამჟამინდელ პარლამენტარ და ხარაგაულის მერობის კანდიდატ კობა ლურსმანაშვილთან, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე, მერიის სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელები....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: ხარაგაული
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 4 აგვისტოს, 13 საათზე, ქართული ოცნების საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო მოხელეებს, საკრებულოს დეპუტატებს, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსა და პარტიის აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, შენობის წინ, ხარაგაულში მერის მოვალეობის შემსრულებლები და პარტიის აქტივისტები დააფიქსირა, და...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: საგარეჯო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში - დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკს“ სტუმრობდა. აღნიშნული საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით სარგებლობს, მისი სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი - 1 500 000 ლარს შეადგენს. ვ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: გურჯაანი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-09-09 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსებულ სასტუმრო „ამპელოს“ ეწვია. სასტუმროს საერთო ბიუჯეტში, მეექვსედი - 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: გურჯაანი , საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-09-09 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში - დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრო. აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: ნინოწმინდა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-09-09 აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას. ჯამში სამსახური ამა თუ იმ მიზეზით 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, წასვლის თაობაზე განცხადება 70 წელს გადაცილებულმა თანამშრომლებმა დაწერეს, რომელთაც, „ხშირად უწევდათ ექიმებში სიარული და ბიულ...