1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
1234567891011121314

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: გორი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-09-09 23 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სოფელ ძევერაში მცხოვრები მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. კერძოდ, მოქალაქე მაია სიჭინავას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას და დედამისს „ლუკმა-პურს ართმევდნენ“. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მან სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - იოსებ მუმლაძე ლუკაშენკოს მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ფერმერები, რომლებიც დღიური სამუშა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: თელავი , სოფელი ყარაჯალა
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 27 აგვისტოს, რადიო "ჰერეთის" საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: გორი
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 11 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორში ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება, 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბასიშვილმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის ორგანიზაციის პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. პარტიის წარმომადგენლის ვასილ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: საქართველო , დმანისი, წალკა, ლონკისი, თეთრიწყარო
პოლიტიკური პარტიები: ბლოკი "ძალა ერთობაშია"
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 1 სექტემბერს, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სარეკლამო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს. განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა 100), კოპმანია უკვე რამდ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: მარნეული
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 22 აგვისტოს, მარნეულში, მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად, აღსაკალებს შეხვდა. შეხვედრა ხილითა და ტკბილეულით გაწყობილი სუფრის ფონზე მიმდინარეობდა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: მარნეული , სოფელი დაშტაფა
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 3 აგვისტოს, მარნეულის სოფელ დაშტაფაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო კამპანია ჩაითა და 10 ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით წარიმართა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოები, ენმ–ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აგილ მუსატაფაევმა თავის "ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: სამგორი
პოლიტიკური პარტიები: თავისუფალი საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 15 აგვისტოს „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ვარკეთილის 3ა მკრ-ში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა პარტიის მიერ ინიცირებულ „იაფი მედიკამენტების" პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც პარტია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: მთაწმინდა
პოლიტიკური პარტიები: თავისუფალი საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 10 აგვისტოს, კახა კუკავამ ვილნიუსის ბაღში მოსახლეობას მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი ჯალაღონია წარუდგინა. კუკავამ, შეხვედრაზე მყოფ ხალხს, განუცხადა პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების" პროგრამის დანერგვის შესახებ. მისი თქმით, პარტიამ თურქეთიდან შემოიტანა გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს იაფად, თურქეთში არსებული ფასით. მისი განცხად...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: გლდანი
პოლიტიკური პარტიები: თავისუფალი საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 2 აგვისტოს, გლდანში გამართულ შეხვედრაზე, „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა იაფი მედიკამენტების პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება პარტიის მიერ. კერძოდ, „თავისუფალ საქართველოს" გარკვეული დასახელების მედიკამენტები თურქეთიდან შემოაქვს და საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებზე იაფად ყიდის. პარტიას აქვს შექმნილი აფთიაქიც. კახა კუკა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: დედოფლისწყარო
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, ონლაინ რეგისტრაციას უფასოდ. დედოფლისწყარო ენმ/Dedoplistskaro UNM-ს ცნობით, 20 აგვისტოდან ფეისბუქ გვერდზე განთავსდება თითოეულ სოფელში საკონტაქტო პირი, ვინც უფასოდ დაარეგისტრირებს მსურველებს. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ხელვაჩაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 22 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა. კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.-მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ხელვაჩაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული იდეა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 19 აგვისტოს, პ/გ „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს. ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: სენაკი
პოლიტიკური პარტიები: ევროპული საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 5 სექტებმერს, სენაკის მუნიციპალიტეტში ციხე-გოჯის ტერიტორიაზე პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მათი თქმით, პარტიის კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეკრება გამართა. შეხვედრის შემდგომ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სუფრა მხოლოდ წევრებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ონი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-09-08 5 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოქმედი მაჟორიტარი და დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის გაერთიანებულ ოლქში, გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მონაწილეობდა ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში სოფელ ჭიორაში 75, სოფელ გლოლაში -160 და სოფელ ღებში - 250 ოჯახისთვის. აღსანიშნავია, რომ დახმარებისთვის თანხა მუნიციპალური სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 25 ივლისს, აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი", აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის და შპს „შანის" დირექტორის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აბაშის მერიის ფეისბუქ-გვერდზე. აქციის შესა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ქობულეთი
პოლიტიკური პარტიები: პატრიოტთა ალიანსი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 5 აგვისტოს, ქობულეთში, ინფორმაცია გავრცელდა „ქართული ოცნების" მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეულის, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის, დარიგება აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით განხორციელდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ფოთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-09-08 1 სექტემბერს, ფოთში, „Maltakva Beach Fest"-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას „ქართული ოცნების" ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. მან გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, I ადგილზე გასულებს - 2000 ლარი, II - 1500 ლარი, III - 1000 ლარი, ჯილდოები გადეცათ, ასევე, საუკეთესო თავდამსხმელს, მეკარესა დ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ოზურგეთი
პოლიტიკური პარტიები: პატრიოტთა ალიანსი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 ოზურგეთში, 6 აგვისტოს, სასაჩუქრე სურსათის კალათა, ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით, ადგილობრივი ფოლკლორის ცენტრის და ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა მიიღეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. თუმცა, ოზურგეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ეს კატეგორიულად უარყო. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები და ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის ადმინი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-15
ოლქი: ბათუმი
პოლიტიკური პარტიები: პატრიოტთა ალიანსი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-09-08 6 აგვისტოს, ბათუმში, მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა" და ირმა ინაშვილის მხარდაჭერით სასურსათო კალათები დაურიგეს, მათ შორის: 40 კალათა დარიგდა დრამატულ თეატრში, 14 – თოჯინების თეატრში და 23 - მუსიკალურ ცენტრში, ჯამში გაიცა 77 კალათა. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის წა...

ტელეწამყვანის მონაწილეობა არჩევნებში

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-09-23 23 სექტემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პოლიტიკური რეკლამის შესახებ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატის...