1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  5. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  8. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  11. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  12. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  13. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  17. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  19. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  23. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 265
1234567891011121314

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2020-10-01 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2020 წლიდან წარჩინებული მოსწავლეები მისი მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას 250 ლარის სახით. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესო ჩუბინიძე ფეისბუქგვერდზე - ბესო ჩუბინიძის ბლოგი - საუბრობს თავის კამპანიაზე „ვაჩუქოთ ბავშვებს ღიმილი", ამ კამპანიის ფარგლებში ის მოუწოდებს ყველას მოიტანონ სხვადასხვა ნივთები მის საარჩევნო შტაბში, სადაც ამ ყველაფრის შეგროვება, შეფუთვა და განაწილება მოხდება შეჭირვებული ბავშვებისათვის. კანდიდატის თქმით, მას არ აინტერესებს ამ ქმედებით კანონი ირღვევა თუ არა. https://www.facebook.com/OficilPage/photos/a.102674561249804/19235594...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, წარადგინა საარჩევნო კამპანიის წარმოების მისეული ხედვა, რაც მოიცავს: მასტერკლასების, ტრენინგ კურსების ჩატარებას სხვადასხვა თემებზე. კახიძის თქმით, ტრენერები იქნებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც, მის საარჩევნო კამპანიაში ამ მხრივ მოახდენენ დონაციას. იგი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს პირდება ქუთაისის მაცხოვრებლებს კვირის მანძილზე სპეციალურად გამოყოფილ დღეებსა და საათებში. დამკვირვებლის კითხვაზე...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 11 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით დარცმელიძემ განაცხადა, რომ ქალაქის მერიის მხრიდან ცალკეულ სოფლებში და უბნებში ხდებოდა ადგილობრივების, ღვინით და „სამწვადე“ ხორცით მომარაგება (თავშეყრის ადგილებში, სადაც ხდება უბნის თუ სოფლის მამაკაცების ხშირი შეკრება). აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, აბაშაში მოქმედმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ასევე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც. დარცმელიძის მოწოდებულ ვიდეო და ფოტო მასალში ჩანს თუ როგორ ხდება აბაშის მერიის შენობის უ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: სენაკი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისათვის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 9 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სახვითი ხელოვნების გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მერის ლევან კუპრეიშვილის და გიორგი გამსახურდიას ვეტერანებთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. წყაროს განმარტებით, გიორგი გამსახურდიამ ვეტერანებს დახმარება და მხარდაჭერა სთხოვა: „თუ მხარში დაგვიდგებით და იმუშავებთ ქართულ ოცნების სასარგებლოდ, უზრუნველყოფილი იქნებით ყველანაირად“....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 სოფელ შრომაში, წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, დაიდგა ელექტრო ტრანსფორმატორი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს და აღნიშნეს, რომ ხელმოწერებით და განცხადებებით მოახერხეს ტრანსფორმატორი დაეყენებინა ხელისუფლებას, სამაგიეროდ კი არჩევნებში „გვერდში დგომას“ შეჰპირდნენ. აღნიშნული ტრანსფორმატორის ღირებულება, როგორც „ენერგო პროს“ თანამშრომელმა აღნიშნა 1200 ლარია. მოსახლეობამ კონკრეტული სახელები არ იცის, თუ ვინ დააფინან...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 16 სექტემბერს, ნინოწმინდაში დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის შტაბის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, დაახლოებით 100-მდე ადამიანის მონაწილეობით. შეხვედრაზე მანქანით მისულ მხარდამჭერებს მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე 20 - 20 ლიტრი საწვავი ჩაუსხეს....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერისა და ამავე პარტიის ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ფოთელ, ხობელ და სენაკელ ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება და სოციალურ კაპიტალს მისცემს. ამ პროგრამის ფარგლებში, უფასო საჯარო ლექციები ფოთში, „ევროპული საქართველოს“ სახლში გაიმართება, სენაკელი და ხობელი ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით. https://m.facebook.com/sto...

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, როცა ის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებოდა, ასევე იმყოფებოდა ახალციხის საოლქო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული. შეხვედრაზე მისი დასწრების ფოტო მასალა თავად ანტონ ობოლაშივლის ფეისბუქ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მალევე წაშალეს. ახალციხის საოლქო კომისიის მდივანმა სოფო ნებაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუც...

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დუშეთის ბაღების თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა შესახვედრად ბაღის მასწავლებლები დუშეთის კულტურის სახლთან დაახლოვებით ნახევარი საათით ადრე გამოცხადდნენ, როდესაც ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო. დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მისვლის დავალება ბაღის დირექტორებისგან მიიღეს, რომლებმაც თავის მხრივ ეს დავალება დუშეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღეს....

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 ბაღების სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა კახა კახიშვილის სააგიტაციო მასალა....

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 ისნის გამგეობის თანამშრომელმა, ხვიჩა ჩალაბაშვილმა, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა პოსტი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კახიშვილის სასარგებლოდ....

სასულიერო პირების მონაწილეობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 20 სექტემბერს, თერჯოლაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო. http://www.newpress.ge/qartuli-ocnebis-mazhoritarebis-wardgena-imeretshi-sasuliero-pirebis-monawileobit...

სასულიერო პირების მონაწილეობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 19 სექტემბერს, წყალტუბოში გამართულ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას, ასევე, დაესწრო მეუფე იოანე. https://m.facebook.com/watch/?v=720147608715807&_rdr...

სასულიერო პირების ჩართულობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი. https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18466-sasuliero-pirebi-quthaisshi-qarthuli-ocnebis-kandidatebis-tsardgenaze-video-...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-09-30 ა(ა)იპ მუსიკალური სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ გიგიაშვილი აცხადებს, რომ მერმა, როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან იმის გამო გაანთავისუფლა, რომ მისი მეუღლე აქტიურადაა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში, ასევე, რადგან მან საკუთრებაში არსებულ კომერციული ფართზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი განათავსა. მისი განმარტებით, ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძველი, მას არ აქვს მიღებული რაიმე სახის გაფრთხილება სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ და აპირებს მერის გ...

ზეწოლა საოლქო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

მუქარა და ზეწოლის ფაქტი

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა გეგი გულედანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია მან თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვდა ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მისი ნაცნობია და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, გულედანმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნაცნობის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა....

პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 18 სექტემბერს, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი - ზურაბ ბექაური, რომელიც ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელია, მის შვილს აიძულებდა თამაზ მეჭიაურზე ინფორმაციის შეგროვებას, თუ სად გადაადგილდებოდა და რა გეგმები ქონდა. დედის თქმით, ვინაიდან გიორგი არ დათანხმდა, ბექაური მას აშანტაჟებდა და თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ჩხუბის დროს ბექაური იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობა...