1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
1234567891011121314

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა....

პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანება

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: გლდანი , ორთაჭალა, ამბროლაურის, ბორჯომის, საჩხერის, გორის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ხაშურის, თეთრიწყაროს სიღნაღ
ინციდენტის კატეგორია: სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-09-09 7 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის 3 აქტივისტი თიანეთის გზატკეცილზე, მშენებარე ნაგებობის ღობეზე, პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრისათვის დააჯარიმეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი შალიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ სამივე მათგანს საპატრულო პოლიციამ 200-200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მისივე თქმით პოლიციელები აქტივისტებს დაემუქრნენ, თუ პლაკატების გაკვრას გააგრძელებდნენ დააკავებდნენ. პარტიის მიერ „სამართლიანი ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ონი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 27 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარდა მოქმედი მაჟორიტარისა და ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გოჩა ენუქიძის მილოცვა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ონი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 22 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ-გვერდზე გაზიარდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც, პარტიის მიერ, თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხებოდა. ხსენებულ ფეისბუქ-პოსტს ერთვოდა წარწერა - „ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე“. პოსტში ჩანს პარტიის ლოგოც. ამავე გვერდზე, აგრეთვე, გაზიარებულია, „ქართულმა ოცნების“ მიერ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების დასახელების ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 27 აგვისტოს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მისმა მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მერმა ირიბად ისაუბრა იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დაეჭირათ. ხაშურის მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ხაშურში მილიონობით ლარის სამუშაოები შესრულდა და აღნიშნული გაგრძელდება, თუ „ქართული ოც...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 26 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, 2020 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ღონისძიებას მოქმედი მაჟორიტარი და ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 17 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი და პარტიის სხვა ლიდერები ვარკეთილის მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მათ #215 საჯარო სკოლასთან მდებარე, თბილისის მერიის დაფინანსებით ახლად რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი მოინახულეს. სოზარ სუბარი ვარკეთილის მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე მათგანის ინდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის: მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ტარიელ ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი - მირზა ბახტაძე, განათლების და კ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 10 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ ინფორმაცია კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზეც გააზიარა....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 27 აგვისტოს, ბაღდათში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნისას, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბაღდათი-ხარაგაულის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის სასარგებლოდ აგიტაცია გასწია....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-09 14 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავის ფეისბუქ-გევრდზე, გაავრცელა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა კვიჟინაძის, ხარაგაულის მერიის, ხარაგაულის საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ბოლოდროინდელი აქტიურობით მიღწეული შეთანხმებების შესახებ. აღსანიშნაცია, რომ პაატა კვიჟინაძე საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის, ხოლო, კობა ლურ...

მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-09 29 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიო „WAY“- ის წინააღმდეგ, „როდი სკოტის ფონდის" ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევით დაემუქრნენ და დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარის თქმა მოითხოვეს. რადიოს ინფორმაციით, მისი და ფონდის ოფისები ერთ შენობაშია, რომლის შესყიდვა ამ უკანასკნელს სურს. რადიოს მიერ, შენობის შესაძ...

მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-09 5 აგვისტოს, ქობულეთში, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ გადასაღებად მისულ ტვ პირველის ჟურნალისტებს და გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აგრესიულად დახვდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ჟურნალისტმა ერეკლე ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მას ნამდვილად დაემუქრა მამუკა შათირიშვილი (რომელიც ბოსტნეულის დარიგებისას ინიშნავდა მისული პირების სახელ-გვარსა და პირად ნომერს) შემდეგი სიტყვებით „ქუჩაში გავლა არ გინდა?...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2020-09-08 8 სექტემბერს, დმანისში, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისი-წალკის მაჟორიტართან და ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: ადიგენი , სოფელი უდე
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-08 სოფელ უდეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უდეს #1 და #2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, ასევე ორივე საჯარო ბაღის მასწავლებლები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: ადიგენი , სოფელი არალი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-08 8 სექტემბერს, ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 15:00 საათზე, სოფელ არალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ არალის საჯარო სკოლის მასწავლებლები: დირექტორი მარო ჩხიტუნიძე, სკოლის მასწავლებელი – ვაჟა თათეშვილი, ადიგენის მერის წარმომადგენელი არალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აკოფაშვილი, არალის ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ხაჩიძე (აფრიამაშვილი). აღსანიშნავია, რომ არალის სკოლის დირექ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-09-08 „ლელოს“ შტაბის წევრი და აქტივისტი ზვიად დიასამიძე გაათავისუფლეს შპს „ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლის“ სასწავლო ნაწილისა და მასწავლებლის პოზიციიდან. დიასამიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ არჩევანის წინაშე დააყენა - ან პოლიტიკა, ან სკოლა. მისი თქმით, განცხადება დაწერა სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა პედაგოგიური საქმიანობის გაგრგძელება სურდა. სკოლის ხელმძღვანელობამ, კი, საერთოდ დაითხოვა. „სამართლიანი არჩევ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: დიდუბე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-08 4 სექტემბერს, „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ აქტივისტს, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ეკითხებოდნენ რატომ უჭერდა მხარს „ლელოს". გლურჯიძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, თავდამსხმელთა ამოცნობა შეუძლია.ვრცლად

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 26 აგვისტოს, „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ბერდია ფიფიას მიმართ ზეწოლაზე განაცხადა, რომ მას ერთ-ერთ სამსახურში მიუთითეს შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა ან მასთან ურთიერთობა /თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. ბერდია ფიფიამ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან, აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სტაჟიორად აიყვანეს „კრედო“ ბანკში, სადაც მას შიდა პოლიტიკა გააცნეს, რომ თანამშრომელი არ უნდა იყოს ...