1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
234567891011121314

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. დამკვირვებელთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ აშანტაჟებენ და ეუბნებიან, რომ ისეთ კომპრომატებს დაუდებენ წინასაარჩევნოდ, რაც მის კანდიდატურას დააზარალებს. იგი არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-09-08
ოლქი: ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 10 აგვისტოს, „ქართული ოცნების" ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და ემუქრებიან. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ენზელ მკოიანმა დაადასტურა ადვოკატის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, დაურეკეს და უთხრეს არჩევნებზე არ ეფიქრა, თორემ წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადა...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-09-07
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-09-07 7 სექტემბერს, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-09-04
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , სხვა, საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

2020-09-04 4 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N33 დადგენილებით,- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1 032 100 ლარით გაზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. აღნიშნული თანხა, მუნიციპალიტეტის განცხადებით, გამოყოფილია ინფრასტრუქტურული პროექტების ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-08-19
ოლქი: მარტვილი , ვედიტკარის, თამაკონის, ინჩხურისა და ონოღის თემი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-06-24 მარტვილი მარტვილში, მერის წარმომადგენლებს რამდენიმე სოფელში აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, საარჩევნოდ უფრო გამოცდილი კადრებით ჩანაცვლებაზე. მარტვილის მერიის ცნობით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2020 წლის 18 თებერვალს შესული ცვლილების შესაბამისად, მერის წარმომადგენლები და სხვა პირები განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. აქედან გამომდინარე მარტვილის მერიამ 2020 წლის 6 აპრილს მერის წა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-08-19
ოლქი: ამბროლაური , ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-08 8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში მცხოვრებ, ტარიელ გოგსაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათო ნობათი გაუგზავნა. ბიუროს თანამშრომლები, სოფლის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და სასურსათო პაკეტი ოჯახს პირადად გადასცეს....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-08-05
ოლქი: ჭიათურა , ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნიგოზეთის ტერიტორიული ერთეულები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-08-05 „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნიგოზეთის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან საკადრო ცვლილება განხორციელდა 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებით...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-08-01
ოლქი: ზუგდიდი , ჭითაწყარი, ჯიხაშკარი, ცვანე, კახათი, ახალკახათი, გრიგოლიში, შამგონა და ანაკლია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-08-01 მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ზუგდიდის მერის წარმომადგენლმა „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან აღნიშნა, 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის: ჭითაწყარი, ჯიხაშკარი, ცვანე, კახათი, ახალკახათი, გრიგოლიში, შამგონა და ანაკლია, მერის წარმომადგენლებს, 1 აგვისტოდან აღარ გაუგრძელდათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რაც ეცნობათ ერთი თვით ადრე. „ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, განთავისუფლების ძირითად მიზე...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-07-30
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-07-30 30 ივლისს, ქობულეთის მერიასთან აქცია გაიმართა, რომელიც ხუცუბანში, მუხაესტატესა და ბუკნარში არსებული სასმელი წყლის პრობლემას ეხებოდა. აქციის ორგანიზატორის ელენე ჩხარტიშვილის ცნობით, ფეისბუქ გვერდზე აქციის დაანონსების შემდეგ, მას დაუკავშირდნენ თანასოფლელი, მერთან დაახლოებული პირები და სთხოვეს მერთან შეხვედრა მოსახლეობის გარეშე, მარტო, სოფლის ცენტრში, ღამის საათებში. ეს შეხვედრა შედგა და წყლის პრობლემაზე ისაუბრეს, თუმცა მერთან დაახლოებულმა პირებმა ელენეს გადასცეს, რომ მერის მოწონება...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-07-30
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-07-30 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 30 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, რადგან იგი, ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა. საკრებულომ საპატიო მიზეზად არ ჩათვალა თავდგირიძის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა ფორმა 100, რომლითაც დგინდება, რომ მას მესამე სტადიის სიმსივნე აქვს, გადიოდა მკურნალობის კურსს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ონი , ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-29 29 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში - გოჩა ენუქიძე, პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია, დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 17 ივნისს, „ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის" საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით. ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს - ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ე...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 9 ივნისს, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, კლინიკა „ვივა მედიში", უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნული ფაქტი მედია საშუალება „თრიალეთმა" გააშუქა. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ლანჩხუთი , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატ ნინო წილოსანის ფონდის მიერ მოსწავლეებისთვის მობილური ინტერნეტ-პაკეტების გადაცემა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან თითო, საერთო ჯამში, კი, 25 მოსწავლეს გაუხანგრძლივდა ულიმიტო ინტერნეტი. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაკა გოგიჩაიშვილმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა, რომ მაჟ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ხულო , ქედისა და შუახევის
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების აქციაში, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სახსრებით იყო ორგანიზებული. დეპუტატი, ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში, აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შუახევის მერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სურსათ-სანოვაგე გადასცეს ხანდაზმულებს, მძიმე ავადმყოფებს, შშმ პი...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ხარაგაული , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 15 მაისს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შპს „ტალეგოს" ფინანსური მხარდაჭერით, საკვები პროდუქტი დაურიგა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს. პრდოუქტების დარიგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, ასევე, დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან, პირადი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით, სოციალურად დაუცველთათვის, მათთვის, ვისაც უჭირს, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის შეიძინა პროდუქტების 1500-ზე მეტი კალათა. მისი განცხადებით, პროდუქტების ძირითადი ნაწილი, 800 ცალზე მეტი კალათა, დაურიგეს მოქალქეებს. დეპუტატის თქ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებულ ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში, მოსახლეობისთვის დახმარების დარიგების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი. სოციალური დახმარებების გაცემაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზეც იყო გამოქვეყნებული. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ივნისში, ქუთაისში, შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს გადასცეს მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ყველაზე აქტიურად მოიხმარდნენ. წამლების გარდა, პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად, მითითებული იყო წარწერა „მპგ „ქართული ოცნება“ და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!“...