1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  5. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  8. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  11. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  12. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  13. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  17. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  19. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  23. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 265
12345678910111213

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ოზურგეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-26
30 სექტემბერს, სამუშაო საათებში გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პიარის სამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე არაერთხელ გააზიარა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის სააგიტაციო მასალა.
...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დუშეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-26 „ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა ნათელაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ასახულია „ქართული ოცნების" კანდიდატის შეხვედრა სოფელ საკრამულის მოსახლეობასთან, 30 სექტემბერს, სამუშაო საათებში, რომელსაც ესწრებოდა საკრემულის სკოლის დირექტორი, ირმა ხოსროშვილი. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ამბროლაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-26
8 ოქტომბერს, 13 საათზე, ამბროლაურის პარკში „ქართული ოცნების" რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. დასწრება ხდებოდა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით. აქციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ა(ი)პ-ების თანამშრომლები, მათ შორის, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა კიკაბიძე, რომელიც სიებში აზუსტებდა აქციაზე მოსული მოქალაქეების ვინაობას.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების თქმით, „ქართული ოცნების" შეხვედრაზე ამომრჩეველთა მობილიზება მოხ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ლაგოდეხი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-26 25 სექტემბერს, პარასკევს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჭავჭავაძის ქუჩაზე ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა 16:45 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და ააიპ კულტურის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის, მესამე საჯარო სკოლის დორექტორი. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს აბაშის მკვიდრმა მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, კარდაკარის პრინციპით შეხვედრებისას, მოსახლეობას სთავაზობდნენ მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ისინი იწერდნენ მათ პირად მონაცემებს, მათთვის საჭირო მედიკამენტების დასახელებას და ჰპირდებიან გადაცემას. გრიგოლიამ დაასახელა მათი გვარები ესენი იყვნენ: ნადარაია და მესხი, რომლებიც დადიოდნენ მოსახლეობაში.
სხვადასხვა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მარტვილი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წინასაარჩევნოდ 3 სოფლის მოსახლეობას დაპირდა ეკლესიების აშენებას, სამშენებლო მასალები მიიტანა და მშენებლობა დაიწყო.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში, სოფელ გაჭედ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26
სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დიასახლისის, მზია ხარაშვილის თქმით, 15 ოქტომბერს, N14 დედოფლისწყაროს ოლქის N10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა თარაშვილმა, შესთავაზა 200 ლარი, თუ მისი მეუღლე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია მირზაანის თემში, არჩევნებზე მხარს დაუჭერდა მმართველ პარტიას („შემოხაზავდა").
კობა თარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან უარყო რაიმე ინფორმაციის ქონა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მზია ხა...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ახალციხე
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26 11 ოქტომბერს, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებ რვა ადამიანს მერიის თანამშრომელმა სუფრის გასაწყობად პროდუქტები მიუტანა და თან დააყოლა, რომ აღნიშნული სუფრა 
„ქართული ოცნების" მოქმედმა პარლამენტარმა, გია კოპაძემ და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა გაუგზავნეს. მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც სუფრა გაშალა, ამბობს, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატს და მაჟორიტარ კანდიდატს „პურ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სენაკი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26 3 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს ქუჩა 2-ში მდებარე რესტორან „ვერსალში", „ქართული ოცნების" ორგანიზატორობით 200 კაციანი სუფრა გაიშალა, რასაც ესწრებოდნენ შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამავე პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სტუმრები. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხაშური
პოლიტიკური პარტიები: გირჩი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26 „გირჩის" ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა კამპანია „პოლიტიკური ტაქსი" დაიწყო. ნიკა მოსიაშვილი საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას სთავაზობს მოსახლეობას, მგზავრობის დროს ისმენს მათ პრობლემებს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს „გირჩის" კანდიდატმა უთხრა, რომ ის სიმბოლურ ფასს, 1 ლარს ახდევინებს მგზავრებს, როცა ტაქსით გამოსვლის დრო აქვს და ამ გზით ცდილობს გაეცნოს ადგილობრივების პრობლემებს. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ჩუღურეთი
პოლიტიკური პარტიები: „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26 პარტია „თავისუფალმა საქართველომ" „იაფი მედიკამენტების" პროგრამის ფარგლებში უზნაძის 105 ნომერში გახსნა აფთიაქი. პარტიის ლიდერის - კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასად შეეძლებათ. „თავისუფალი საქართველო", ასევე ჰპირდება მოსახლეობას, რომ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, 1 იანვრამდე საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში იაფი მედიკამენტების სააფთიაქო ქსელი სრულად ამოქმედდება. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხულო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26
ფირუზ წულუკიძე „სამართლიან არჩევნებთან" საუბარში აცხადებს, რომ „ოცნების შტაბიდან" მეგობარი სპორტსმენები მიუგზავნეს და „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების სანაცვლოდ ძმის გათავისუფლება შესთავაზეს. წულუკიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სპორტსმენები მისი მეგობრები არიან და მათი ვინაობის დასახელება არ სურს.
ფირუზ წულუკიძის ძმა დაპატიმრებულია. მის დაკავებას ოჯახი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო პერიოდის პირვე...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხობი
პოლიტიკური პარტიები: ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-10-26 სოციალურად დაუცველ მზევინარ კონჯარიასთან სტუმრად იყო გიორგი ვაშაძე, რომელიც გაეცნო ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. ვაშაძის თანმხლებმა პირმა ოჯახის ასაკოვან წევრს 100 ლარი საჩუქრად გადასცა. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-10-26
19 ოქტომბერს, სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დიასახლისმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მზია ხარაშვილის თქმით, ეს სკოლის დირექტორის მაია ხუნაშვილის თხოვნის გამო გააკეთა. თავის მხრივ, ხუნაშვილი ასე იმიტომ მოიქცა, რომ დედოფლისწყაროს რესურსცენტრმა ორ ვარიანტს შორის არჩევანის წინაშე დააყენა - სამსახურიდან გაეშვა მზია ხარაშვილი, ან თავად დაეტოვებინა სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დირექტორის პოზიცია. მზია ხარაშვილმა აღნიშნა, რომ შევიდა სკოლის დირექტორის მდგომარეობაშ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მცხეთა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-10-26 წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორის რამინ ჩიტიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ მას ხელშეკრულება იმის გამო არ გაუგრძელეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია. მისი თქმით, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ფიქსირდება მხოლოდ იმ დირექტორებთან, ვინც არის პოლიტიკურად სანდო. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მცხეთა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-10-26
დოდო ჭოტორლიშვილი 7 წლის განმავლობაში იყო ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი. მიმდინარე წელს მას ვადა ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმებოდა. ჭოტორლიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მეუღლე და შვილი როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ჩართულნი არიან ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში, ამის გამო, მას აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. თანამშრომლობა მხოლოდ მათთან გაგრძელდა, ვინც „ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურები იყვნენ. მისივე თქმით, ოჯახი...

ზეწოლა ჟურნალისტებზე

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-10-26 3 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია ,,მაესტროს" გადაცემა „ბიზნესის სიახლეების" ჟურნალისტების მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილის1 მიერ ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევა დაადგინა...

ზეწოლა ტელეკომპანიის მფლობელზე

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-10-26
21 ოქტომბერს, „TV პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა ვრცლად

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 სიღნაღში „ევროპული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, მალხაზ ხუციშვილმა, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ უკვე 20-მდე აქტივისტი ჩამოშორდა სააგიტაციო მუშაობას, რადგან მმართველი პარტიიდან მათზე მოხდა ზეწოლა. ხუციშვილმა გვარ-სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან აქტივისტებს არ სურთ ვინაობის გამხელა....

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი:
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, კერძოდ, საჯარო მოხელეებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან მოითხოვენ ღია ბიულეტინების გამოტანას კენჭისყრის კაბინებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გურჯაანის ოლქის უბნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლების მიერ გახსნილი ბიულეტინების გამოტანა, ისე, რომ დამსწრეებს დაენახათ მათ მიერ შემოხაზული მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის ნომერი....