1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
1234567891011121314

სასულიერო პირების ჩართულობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-09-30 ა(ა)იპ მუსიკალური სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ გიგიაშვილი აცხადებს, რომ მერმა, როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან იმის გამო გაანთავისუფლა, რომ მისი მეუღლე აქტიურადაა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" კამპანიაში, ასევე, რადგან მან საკუთრებაში არსებულ კომერციული ფართზე „ნაციონალური მოძრაობის" ბანერი განათავსა. მისი განმარტებით, ბრძანებაში არ არის მითითებული გა...

ზეწოლა საოლქო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

მუქარა და ზეწოლის ფაქტი

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა გეგი გულედანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია მან თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვდა ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მისი ნაცნობია და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, გულედანმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნაცნობის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა....

პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 18 სექტემბერს, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი - ზურაბ ბექაური, რომელიც ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელია, მის შვილს აიძულებდა თამაზ მეჭიაურზე ინფორმაციის შეგროვებას, თუ სად გადაადგილდებოდა და რა გეგმები ქონდა. დედის თქმით, ვინაიდან გიორგი არ დათანხმდა, ბექაური მას აშანტაჟებდა და თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ჩხუბის დროს ბექაური იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობა...

საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 2020 წლის 19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს საარჩევნო შეხვედრა ჰქონდა გლდანის მე-3 მ/რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რა დროსაც მათთან მივიდა რამდენიმე მოქალაქე და შეკრებილებს მოღალატეებს და გამყიდველებს ეძახდნენ, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში განცხადა, რომ ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბიდან...

საარჩევნო შტაბბინების დარბევა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 22 სექტემბერს, ბოლნისში, ოპოზიციონერთა ოფისები შეღებეს და დააზიანეს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავით უხამსი ნახატები და წარწერები დატოვეს ბოლნისი,თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების კედლებზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს პოლიციას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსმა უთხრა, რომ ოფისთან...

ოფისის დარბევა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 17 სექტემბერს, ღამით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატის - ლევან ხაბეიშვილის, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ღამის ორ საათზე მოხდა. დამკვირვებელთან საუბრისას, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ღამის 4 საათზე გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ ოფისი დარბეულია. ადგილზე დახვდათ აგურებით ჩამსხვრეული მინები, რომელიც სავარაუდოდ სპეციალურად იყო მიტანილი. ოფისის გვერდით არის სადღეღამისო სუპერმარკეტი და ირაკლი ნადირ...

თვალთვალი "ლელოს" წევრებზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 16 სექტემბერს, პარტია „ლელომ" გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს ავტომობილებზე, რომლებიც, მათი თქმით ,,ლელოს’’ წევრებს უთვალთვალებენ. „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით II252HH, რომელიც თვალთვალს ახორციელებდა. აღნიშნული ფაქტი „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებე...

"ქართული მარშის" მიერ სიძულვილის ენის გამოყენება "ლელოს" წინააღმდეგ

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სიძულვილის ენის გამოყენება

2020-09-30 19 სექტემბერს, „ქართული მარშის" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, „ლელოს" ქუთაისის ოფისთან აქცია გამართეს, რომლის მიზანი პარტიის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია იყო. აქციაზე სიძულვილის ენის შემცველი შეძახილებით გამოირჩეოდნენ, რომელიც მიემართებოდა „ლელოს" ლიდერებს.  ...

მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ლია ჩიგოგიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 25 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც გოგორიშვილი საუბრობდა ჩოხატაურში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროგრამაზე, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე მას დაემუქრა და უთხრა, რომ გოგორიშვილი არჩევნების შემდეგ წავა ჩოხატაურიდან და საინტერესოა თავად ლია ჩიგოგიძე როგორ აპირებს ამ რა...

ზეწოლა საუბნო კომისიის წევრებზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ჩოხატაურში, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, სოფლებში - ჩაისუბანი, ჭაჭიეთი და ხიდისთავი, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ ქვოტით იყვნენ დანიშნულნი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პიროვნებებს, არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან“ და ცდილობენ მათ გადაბირებას. ლია ჩიგოგიძე კონკრეტულ პირებს არ ასახელებს, რათა მ...

კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 7 სექტემბერს, პარტიის მოხალისეებს, რომლებიც გაზეთებს არიგებდნენ, მასალები წაართვეს. მან ფაქტის შესახებ მიმართა სამართალდამცავებს....

"ლელოს" ახალგაზრდული გუნდის წევრის მიმართ ზეწოლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 12 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა პარტიის ახალგაზრდული გუნდის წევრის, ირაკლი მატუას მიმართ ზეწოლის შესახებ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრმა ოთარ ქადარიამ, ირაკლი მატუას პარტიის დატოვების სანაცვლოდ, მე-11 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა თანხა 600 ლარის ოდენობით. ირაკლი მატუამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან დაადასტურა ზემოაღნიშნული. მისივე განმარტებით, ოთარ ქად...

სიტყვიერი შეურაცყოფა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 9 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, შეხვედრის დაწყებამდე, მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია და „ქართული ოცნების“ აქტივისტი დალი ლატარია, რომლებიც მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან. პარტიის მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში ასევე ჩანს მუნიციპალიტე...

მუქარა/დაშინება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 17 სექტემბერს, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მრელაშვილმა დამკვირვებელთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, არაერთმა დირექტორმა შესჩივლა, რომ მათ ტელეფონებზე ხშირად შემოდის ანონიმური ზარი, რომლის დროსაც მათ ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებ...

დაშინება და მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 12 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ თელავის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის „ლიმბო“ მფლობელის მიმართ, ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიული ქმედებები იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სავაჭრო ცენტრის გარე ფასადზე, განთავსდა მისი სააგიტაციო ბანერი. განთავსებიდან რამდენიმე დღეში, სავაჭრო ცენტრს მიუვიდა შეტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური იწყებს მათი საქმიანობის შესწავლას. შპს „ლიმბოში“ ადასტურებენ, რომ შემოსავლების სამსახურიდან ნ...

დაშინება და მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 13 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა სოფელ მეჯვრისხევში, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა პარტიის წარმომადგენელს - ვასილისა ჯაბახიძესა და მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელ, ალექსანდრე ბუჯიაშვის შორის. ვასილისა ჯაბახიძის თქმით, დაინახა, რომ გზის მეორე მხრიდან ფოტოებს უღებდნენ ავტომობილიდან და შეეცადა გაერკვია მიზეზი. მანქანაში აღმოჩნდნენ ლექსო ბუჯიაშვილი და მისი თანამშრომელი, რომლებმაც დაამ...

მუქარა და დაშინება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 10 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ხიდისთავის ზონის კოორდინატორს შალვა ქვრივიშვილს „ქართული ოცნების" წევრები - ვანო ნონიკაშვილი და ლელა ლუკაშვილი, მმართველი პარტიის სახელით აშინებენ. ვანო ნონიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ლევან თარხნიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას აღ...