1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 102
123456

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-07-25
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-07-25 25 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მერაბ აბაშიძემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ შტაბში, სხვადასხვა პოზიციაზე უკვე დასაქმებულმა სამმა პირმა, უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე. მათ უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია, უარი განაცხადა იმის გამო, რომ მას პრობლემა შეექმნებოდა კომპანიასთან, თუკი პარტიასთან ითანამშრომლებდა. მეორე მამაკა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია სოციალური დახმარებების გაცემისას

თარიღი: 2020-07-23
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-07-23 მერის წარმომადგენელმა ნადიმ ბოლქვაძემ სოფელ ერგეში მრავალშვილიან 84 წლის ნაფიე ყურშუბაძეს პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის წევრი სასმელი წყლის პრობლემის თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. როგორც „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაარკვია, ამ სტატუსის მქონე სხვა მოქალაქეებს სურსათი დაურიგდათ, ხოლო აღნიშნულ მოქალაქეს ერგეს წარმომადგენელმა ურჩია, დახმარების მიღებისთ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-22
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-23 23 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე, სოფელ სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მიხეილ ბოლქვაძე ამა თუ იმ მოტივით მოქალაქეებს სურსათით ასაჩუქრებს. მიხეილ ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ოჯახის არასრულწლოვნებს დედა ჰყავთ გარდაცვლილი და მათ ამ მოტივით აჩუქა სურსათი....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-07-21
ოლქი: საჩხერე , სოფ. ჯულაურთა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-07-21 საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯალაურთაში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც სოფელ ჯალაურთაში გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის უშუალო ძალისხმევით და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. „ქართულმა ოცნებამ” პაატა კვიჟინაძე საჩხერე, ჭი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-21
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-21 21 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ „ბარბარე ოცდაერთს” ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს, მოისმინეს მათი პრობლემები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ცხადაძემ „სამართლან არჩევნებთან” საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საქველმოქმედო აქცია, პირადი სახსრებით და არ იყო გათვლილი პოტენციურ ამომრჩევლებზე, რადგან პანსიონატ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-07-17
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2020-07-17 17 ივლისს, დაახლოებით დღის 4 საათზე, მარნეულის სოფელ არაფლოში, გალიფ ალიევის ოჯახში, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრია, მარნეულის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ოფიციალური საფუძველი იყო ის, რომ გალიფ ალიევს სახლში ჰქონდა არარეგისტრირებული (პისტოლეტი) იარაღი. ჩხრეკის დროს, ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ჩანს პოლიციელების მხრიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადების ფაქტი. ამ საქმესთან დაკავშირებით, 18 ივლისს, პროკურატურაში განცხადება, „ევროპული ს...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსხურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-07-17
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-07-17 17 ივლისს, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან, მეეზოვე ხათუნა ასკარგიზი გაანთავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ, გაფრთხილების გარეშე გაცდენები დაასახელა. კოორდინატორი დაუკავშირდა დასაუფთავების სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ხათუნა ასკარგიზს დისციპლინური გადაცდომა უფიქსირდება. ხათუნა ასკარგიზის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან მონაწილეობა მიიღო 14 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სასმელი წყლის მო...

დამკვირვებელზე ზეწოლა

თარიღი: 2020-07-14
ოლქი: საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, დამკვირვებელზე ზეწოლა

2020-07-14 14 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს საგარეჯოში, სახლში მიაკითხა შორეულმა ნათესავმა, რომელიც საკრებულოს თანამშრომელი და „ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სავარაუდოდ, შვებულების დროს დაკავებულია აქტივიზმით მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ პირმა აღნიშნა, რომ გამოკითხეს „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის შესახებ, იყო თუ არა „ქართული ოცნების” გულშემატკივარი. სტუმარს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, რომლის სახელითაც მოქმედებდა, თუმცა, მისი საუბრიდან გამომდინარე ნათელ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-07-14
ოლქი: ტყიბული , ცუცხვათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-07-14 2020 წლის 14 ივლისიდან მერის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში მურმან კუპრაშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 13 ივნისიდან მერის ბრძანებით ყველას გაუგრძელდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა - ნათქვამია მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში. სხვა წარმომადგენელებს ვადა გაუგრძელდათ 1 თვეზე მეტ ხანს. მურმან კუპრაშვილმა „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-11
ოლქი: ჩუღურეთი , Chughureti
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-11 11 ივლისს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების” ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა. რიმა ბერაძის თანაშემწის - მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, მანანა სულთანიშვილმა რამდენჯერმე დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა რიმა ბერაძეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები რომელიც შეეძლო წაეღო უფასო სასადილოდა...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-10
ოლქი: ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 4 ივლისს, დილის 10 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „მკურნალში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სო...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-10
ოლქი: ტყიბული , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 მარტში, ტყიბულისა და თერჯოლის დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 100 000 ლარი გამოყო ტყიბულელთა დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში (პანდემიის გამოცხადებიდან - მაისის ბოლომდე) ფულადი დახმარება 250 ოჯახმა მიიღო. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას (მეშახტეთა ჩართულობით) მიმართა თხოვნით, განესაზღვრათ დახმარების განაწილების კრიტერიუმები, რათა თანხის განკარგვის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. 8 თანხის ასაღებად ზოგიერთი მოქალაქე მაჟორიტარის ბიუროს ოფისში თვითონ მი...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-10
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 31 მარტს და 26 მაისს, კობა ნაკაიძე ქალაქ ქობულეთის, სოფელ ხუცუბნის და გელაურის ტერიტორიაზე 50 სასურსათო კალათის დარიგებაში ჩაერთო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩვნების“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ 40 კალათის შეძენა დაფინანსებული იყო აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო 10 კალათა კობა ნაკაიძემ პირადი სახსრებით შეიძინა....

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-10
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 15 მაისს, ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ, ბიზნესმენის თანადგომით, აფხაზეთიდან დევნილ 9 ოჯახს და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სოციალურად შეჭირვებულ 20 ოჯახს, საკვები პროდუქტები გადასცა....

პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-07-09
ოლქი: გორი , სოფ. დიცი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

2020-07-09 9 ივლისს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასული „ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაციის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფლის შესასვლელში მდებარე საპოლიციო საგუშაგოს იქით არ შეუშვეს. ორ საათ ნახევრის ლოდინის შემდეგ, პარტიის წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს პასუხი, თუ რა მიზეზის გამო არ უშვებდნენ მათ სოფელში. „ლელოს” წევრების განცხადებით, მათთვის გადაადგილების შეზღუდვა წარმოადგენს პოლიტი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-09
ოლქი: ცაგერი , ამროლაური, ონი, ლენტეხი, მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 9 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოყურეეშსა და ზუბში მცხოვრებ თათია წვერავასა და ნანა კვირიკაშვილის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, გოჩა ენუქიძის სახელით სასურსათო ნობათი გადაეცათ. საგულისხმოა, რომ გოჩა ენუქიძე ოფიციალურად დასახელდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის ფაქტები

თარიღი: 2020-07-09
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-07-09 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი -ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში პერმანენტულად აწყობენ აქციებს და აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება უსამართლოა. 15 ივნისს გამართულ აქციაზე, დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ - მოჭიდავე ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავებამდე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, სპორტსმენები შეკრიბა და კონსპირაციულ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-07-08
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-07-08 8 ივლისს, დაახლოებით, 11:40 სთ-ზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამუშაო საათებში „ქართული ოცნების” ოფისში შეიკრიბნენ. ქართული ოცნების ლაგოდეხის საარჩევნო შტაბში შეკრებილ საჯარო მოხელეთაგან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლისთვის ცნობილია რამდენიმე პირის ვინაობა, მათ შორის: გიორგი მჭედლიშვილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ივანე მანაგაძე - მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი. შეხვედრას საკრებულოს ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-08
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-08 8 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქე ნაფიე ყურშუბაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტი არ დაეხმარა, სავარაუდოდ, ოპოზიციური განწყობის გამო, მოინახულა და საჩუქრად სურსათი გადასცა....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია სოციალური დახმარებების გაცემისას

თარიღი: 2020-07-03
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-07-03 კორონაპანდემიის დროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ნაწილს ადგილობრივი მერია საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 3 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს დაუკავშირდა სურამში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი. მათი ინფორმაციით, არაერთი მიმართვის მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დახმარებია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას არ იღებენ, მისივე თქმით შემწეობა მას შემდეგ მოუხსნ...