1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 101
123456

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიის ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-23
„პატრიოტთა ალიანსის" კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ილია კიტრიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა– მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ისინი არ წასულიყვნენ, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეხვედრაზე. სოფელ მეტეხში მცხოვრებ გიორგი გეჯაძესთან, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მივიდა და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა, თუკი გეჯა...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" (სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა,) შენობის მიმდებარედ, „ევროპული საქართველოსა" და „ქართული მარშის" წევრები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„ევროპული საქართ...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კობახიძემ მომხდარს მძიმე პროვოკაცია უწოდა და სამართალდამცველებისგან უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
„ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, სოფელ ახალუბანში, „ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ წარმომადგენლებს, როცა ეს უკანასკნელნი პარტიის პლაკატებზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატების გადაკვრის ფაქტის ამსახველი კადრების გადაღებას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების" შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის ვრცლად

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
12 ოქტომბერს, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში „ევროპული საქართველოს" წევრს ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. მომხდარზე სკანდარავამ პოლიციას ჩვენება მისცა.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გაბილ გასანოვმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ სკანდაროვა საღამოს საათებში სოფლის ბირჟასთან იყო, დაინახა მათი ჩამოხეული პლაკატები და იკითხა თუ რატო...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
11 ოქტომბერს, აქტივისტი ლევან ქართველიშვილის თქმით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი უცნობი პირი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისურის გამო თავს დაესხა და სცემა.
როგორც ლევან ქართველიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, საღამოს 9 საათზე, ბახტრიონზე მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა, მას ეცვა 5 ნომრიანი მაისური, ერთმა ახალგაზრდამ მიმართა „მაგათ გვერდში რა პონტში დგეხარ ბიჭოო", შემდეგ მოუქნია მუშტი, ხოლო მე...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
29 სექტემბერს, გლდანის ხევის დასახლების (გლდანულა)1ა კორპუსთან მდებარე მერიის მიერ რეაბილიტირებულ სკვერში, მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა სცადეს „ქართული ოცნების" პარტიული დროშების საქართველოს დროშებით შეცვლა. ამ ფაქტს ადგილობრივების წინააღმდეგობა მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს მიაჩნიათ, რომ რადგან სკვერი არის მუნიციპალური, იქ პარტიული დროშების განთავსება არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ა...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
30 სექტემბერს, თბილისი-მარნეულის გზაზე, „ქართული ოცნების" შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ. ავტომობილს, რომლითაც იგი სამსახურში მიდიოდა, მანქანა დააჯახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება" აღნიშნულ ფაქტს წინა დღით მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ვრცლად

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. პარტია აპროტესტებდა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომების გამართვას მათი წარმომადგენლების ინფორმირების გარეშე. აქციას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ აქტივისტები და სა...

ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-10-23
27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელებს შორის იყო „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბრის ნახიდურის ფაქტში მონაწილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ხელმძღვანელის ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: ნინოწმინდა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-09-09 აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას. ჯამში სამსახური ამა თუ იმ მიზეზით 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, წასვლის თაობაზე განცხადება 70 წელს გადაცილებულმა თანამშრომლებმა დაწერეს, რომელთაც, „ხშირად უწევდათ ექიმებში სიარული და ბიულ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: გორი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2020-09-09 23 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სოფელ ძევერაში მცხოვრები მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. კერძოდ, მოქალაქე მაია სიჭინავას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას და დედამისს „ლუკმა-პურს ართმევდნენ“. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მან სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - იოსებ მუმლაძე ლუკაშენკოს მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ფერმერები, რომლებიც დღიური სამუშა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: თელავი , სოფელი ყარაჯალა
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 27 აგვისტოს, რადიო "ჰერეთის" საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას...

ზეწოლა საუბნო კომისიის პოტენციურ წევრებზე

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ჩოხატაურის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბაჩო ახალაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ მხარდამჭერებსა და კომისიის წევრებზე, რომლებიც 2018 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას წამოადგენდნენ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. სოფელ ბუკნარში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, იამზე კვაჭანტირაძემ, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე რადგან მასზე და მი...

მუქარა და დაშინება "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრზე

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: საქართველო , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს....

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: საქართველო , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 18 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულის ცოლის თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ე.წ. კასტეტით და სახე დაფარული ჰქონდათ. პარტია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს....

ზეწოლა საოლქო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიაზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოვ...

მუქარა და ზეწოლის ფაქტი

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა გეგი გულედანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია მან თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვდა ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მისი ნაცნობია და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, გულედანმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნაცნობის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა....

პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 18 სექტემბერს, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი - ზურაბ ბექაური, რომელიც ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელია, მის შვილს აიძულებდა თამაზ მეჭიაურზე ინფორმაციის შეგროვებას, თუ სად გადაადგილდებოდა და რა გეგმები ქონდა. დედის თქმით, ვინაიდან გიორგი არ დათანხმდა, ბექაური მას აშანტაჟებდა და თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ჩხუბის დროს ბექაური იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობა...