1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 58
123

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თარიღი: 2020-12-07
ოლქი: გურჯაანი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, კერძოდ, საჯარო მოხელეებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან მოითხოვენ ღია ბიულეტინების გამოტანას კენჭისყრის კაბინებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გურჯაანის ოლქის უბნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლების მიერ გახსნილი ბიულეტინების გამოტანა, ისე, რომ დამსწრეებს დაენახათ მათ მიერ შემოხაზული მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის ნომერი....

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 სიღნაღში „ევროპული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, მალხაზ ხუციშვილმა, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ უკვე 20-მდე აქტივისტი ჩამოშორდა სააგიტაციო მუშაობას, რადგან მმართველი პარტიიდან მათზე მოხდა ზეწოლა. ხუციშვილმა გვარ-სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან აქტივისტებს არ სურთ ვინაობის გამხელა. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სიღნაღი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-12-07 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, დაევალათ „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 10-10 კაციანი სიის მიტანა. „სამართლიანი არჩევნების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნამდვილი მხარდამჭერების გვარ-სახელები და პირადი მონაცემები წინასწარ დარიგებულ ფორმებში შეიტანეს და ამომრჩეველს ხელმოწერითაც დაადასტურებინეს ხმის მიცემა „ქართული ოცნებისათვის". ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მარტვილი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატს ლელა ქებურიას, კარდაკარ შეხვედრების ჩატარებისას, დაყვებიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. პარტიას ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც აქვს. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ოფისის მენეჯერის თემურ ფაშტიანის განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, საუბნო საარჩევნო კომისიაში მათ მიერ დანიშნულ წევრებზე ზეწოლა ხდება კომისიის სხვა წევრებისგან. მან დაასახელა ნაჯახავოს თემი, სადაც კომისიის წევრის მიმართ კომისიის დანარჩენი წევრებისგან, რომლებიც „ქართულ ოცნების" ინტერესებს წარმაოდგენენ იყო წასვლის იძულების მცდელობა. ასევე, მისი თქმით, კომისიის წევრებს ეუბნებიან, რომ მათი საქმიანობით საფრთხეს შეუქმნიან ახლობლებს, რომლებიც საჯ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მოქალაქემ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების" აგიტატორებმა, რომლებიც კარდაკარ დადიან, იმის გაგების შემდეგ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია, მასზე ზეწოლას ახორციელებენ. კერძოდ, ეუბნებიან, რომ შეექმნება პრობლემები სამსახურში, როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრს. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საჩხერე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩხერის შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ცერცვაძემ, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიაში მათ წევრებზე განხორციელდა ზეწოლა, რის შემდგომაც 4 კომისიის წევრის ჩანაცვლება დასჭირდათ.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი დაუკავშირდა ამ პირებს. მათგან ერთმა დაადასტურა ინფორმაცია და თქვა, რომ მეუღლეს დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ თავი შეეკავებინა „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობისგან. კითხვაზე თუ ვინ დაურეკ...

სავარაუდოდ, კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საჩხერე
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლების ინფორმაციით, 19 სექტემბერს, მათი ოფისის გახსნისას, „ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა მაგული მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ლელოს" აქტივისტებს. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში სხვა პარტიის მხარდამჭერები არიან მოღალატეები, ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა, რომ პარტიის აქტივისტებს შეექმნებათ პრობლემა. როგორც „ლელო საქართველოსთვის" საჩხერის ოფისის ხელმძღვანელმა დიანა ბერაძემ განაცხადა, მაჭარაშვილი ა...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
„ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა აღნიშნული გადაამოწმა კომპანიის თანამშრომლებთან. ერთმა დაადასტურა, რომ ხელმძღვანელის მხრიდან არის დაინტერესება, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ხოლო მეორემ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები რამდენჯერმე შევიდნენ „ლელოს" ოფისში მეგობართან. ამის შემდგომ მათ მობილურებზე განხორციელდ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, 17 ოქტომბერს, ღამით, მის შტაბში, სუსმა უკანონოდ შეაღწია და მოსასმენი აპარატურის დაყენება სცადა. მისი თქმით, შტაბში დარჩენილმა ახალგაზრდებმა უცხო პირის ყოფნა შეიტყვეს და იგი გაიქცა, თუმცა დარჩა ნაფეხურები კანდიდატის ოთახსა და სახუ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ზესტაფონი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 10 ოქტომბერს, შორაპანში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ლიანა ქაჯაია, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც თავისი აქტიურობით ხელს უშლიდა კანდიდატს და არც მას და არც სხვა დამსწრეებს შესაძლებლობას არ აძლევდა აზრი გამოეთქვათ ან დაესრულებინათ.

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის ინფორმაციით, მას მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა სოფელ ულევში, რა დროსაც დაიწყო ტელეფონებზე ზარები და საყვ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხობი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრებმა დამკვირვებელს წარუდგინეს მიმოწერა შუა ხორგის სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის. დირექტორი წერდა შემდეგი შინაარსის წერილს: ,,ხომ იცი ვის უნდა მისცე ხმა, და იცოდე მე იმ დღეს უბანზე ვიქნები და რომ შემოხაზავ ისე უნდა გააკეთო, რომ მე დავინახო რა შემოხაზე". პარტიამ მშობლის ვინაობის გამჟღავნებაზე, უსაფრთხოების დაცვის მოტივით, უარი თქვა. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: გარდაბანი
პოლიტიკური პარტიები: ლელო საქართველოსთვის
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
„ლელო საქართველოსთვის" აქტივისტმა რაშად მუსაევმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და „ქართული ოცნების" მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რუსთავი-გარდაბნის ოლქში „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ გეგელიას თქმით, რაშად მუსაევი მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფებოდა და ამის შედეგი იყო მუქარა.<...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ქობულეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 12 ოქტომბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მისული პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი კუპრაძე, პაატა ცივაძე, ზურაბ გოლიაძე და პარტიის მხარდამჭერები ბაზრის ადმინისტრაციამ ქობულეთის ცენტრალურ ბაზარში არ შეუშვა. ბაზრის მეპატრონეები, ალექსანდრე რომანაძე და მალხაზ რომანაძე ღიად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან და არ მისცემენ სხვა პარტიებს ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე ხალხთან შეხვედრის და სააგიტაციო მასალების გავრცელების საშუალ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
„ლელოს" ტყიბულის შტაბის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი შტაბის თანამშრომლის დედაზე, რომელსაც სახლის გადახურვა სჭირდება, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა პირობა წაუყენა, რომ სახლს მაშინ გადაუხურავდნენ, თუ მისი ოჯახი „ლელოს" აღარ დაუჭერდა მხარს. ქალმა „სამართლიანი არჩვენების" დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ მას ამგვარი ულტიმატუმი ნამდვილად წაუყენეს.
მერის წარმომადგენელმა უარყო ზემოაღნიშნული და თქვა, რომ მხოლოდ შემოსავლის დოკუმენტი...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირინა ღანიაშვილი ჟინვალში ატარებდა მართვის მოწმობის თეორიულ გაკვეთილებს ნაქირავებ ფართში. მისი თქმით, მასთან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ზურაბ ოტიაშვილის სტუმრობის შემდეგ, ფართის მესაკუთრე დაიბარა დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, რის შემდგომაც მესაკუთრემ უარი განუცხადა ფართის მიქირავებაზე. ასევე, ირინა ღანიაშვილს, უცნობმა პირებმა დაუჭრეს საბურავი, რასაც ის მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
13 ოქტომბერს, ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დმანისი- წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს, ჩაამსხვრიეს მინები. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. პარტიის წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი მომ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ჩოხატაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „ევროპული საქართველოს" ჩოხატაურის წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მათი პარტიის, 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება შემდეგ სოფლებში - სამება, დაბლაციხე, ზოტი, ნაბეღლავი, ზემოსურები, კოხნარი, ბურნათი, წიფნარი, საჭამიასერი, ბასილეთი და ხევი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომ არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან" და ცდილობენ მათ გადაბირებას. ლია ჩიგოგიძე კონკ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-26 „ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ოფისს უცნობმა პირმა აგური ესროლა. მინის ჩამსხვრევა ვერ შეძლო, თუმცა ბანერი დააზიანა. კახიძის თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს აღნიშნული ფაქტი.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ჩუღურეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 6 ოქტომბერს, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, აგლაძის ქუჩაზე, სადაც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ორი ქალი, მათ შორის „ქართული ოცნების" მხარდამჭერი დოდო ტყავაძე ცდილობდა ხელი შეეშალა საარჩევნო კამპანიისთვის. მათ დამსწრე ადამიანები გაჰყავდათ შეხვედრიდან და ცალკე ეკითხებოდნენ რატომ ესწრებოდნენ შეხვედრას და შემდგომში აღარ დასწრებოდნენ სხვა პარტიის ან კანდიდატის შეხვედრებს. ისინი ასევე იღებდნენ შეხვედრის მიმდინარეობას. ...