1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 58
123

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „ლელოს" ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას თქმით, 9 ოქტომბერს, მეტრომშენის დასახლებაში, მის მხარდამჭერებს საოლქო კომისიაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მოსთხოვეს პერსონალური მონაცემები. დააშინეს ისინი, რომ ამ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და მათზე ზეწოლას განახორციელებდნენ. კანდიდატის თქმით, სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, ზეწოლა...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სენაკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26
30 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მირანდა მირცხულავას თქმით, მის შვილს, იარაღის მუქარით თავს დაესხა სენაკის სამხედრო ბაზის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან სალაყაია. მირანდა მირცხულავას შვილმა, გიორგი გოგავამ სამართალდამცველებს დეტალურად უამბო მუქარის შესახებ. ლევან სალაყაიამ მას შემდეგ, რაც გიორგი გოგავას დედის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა მოსთხოვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მელიქ რაისიანმა „სამართლიანი არჩენების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პარტიის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა. ეს გამოიწვია რაისიანის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობამ. თებერვალში რაისიანი ესტუმრა სააკაშვილს უკრაინაში. მათი ფოტო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. რაისიანის განმარტებით ამ ფოტომ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია ხალხში და ადგილობრივ მედია სივრცე...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებდა, ნინოწმინდაში ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ ენმ-ს საწინააღმდეგო ლოზუნგით, რომ „მოღალატეები არიან". გავრცელდა ხმა, რომ ადგილზე შტაბი დაიხურა, რაც პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებით უარყვეს. ნინოწმინდის ენმ-ს შტაბის უფროსმა თაქუჰი ვარდანიანმა, ა...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 12 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა, როინ ბუცხრიკიძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოვიდა 4 ადამიანი, რომელთაგან ასახელებს ორ ადამიანს - ბიძინა ბუცხრიკიძეს (უსაფრთხოების თანამშრომელი) და ჯემალ ისაკაძეს (მერიის ზედამხედველობის სამსახური). როინ ბუცხრიკიძის თქმით, მას შესთავაზეს ფული და დასაქმება „ენმ"-ის დატოვების და „ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშობის სანაცვლოდ, რაზედაც უ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრის გუჯა ჯაფარიძის თქმით, 19 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას, როცა ხალხი უკვე იშლებოდა, გამოიარა მერის წარმომადგენლის თანაშემწემ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრაზე დამსწრე პირს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. იმ პირმა, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციას მიმართა მუქარის ფაქტზე. პოლიციაში განცხადება, თავის მხრივ, შეიტანა მერის რწმუნებულის თანაშემწემაც, რომლის მიხედვითაც, კახა ოქრიაშვილი მას დაემუქრა 2 წლით ციხეშ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის ლევან მიქელაძის მანქანას ესროლეს.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელისთვის კახა ოქრიაშვილის შტაბისაგან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოქრიაშვილის შტაბის თანამშრომელს ლევან მიქელაძ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-26 2 ოქტომბერს, ბოლნისში, დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ოფისის მიმდებარედ, ღამის საათებში, კანდიდატის სააგიტაციო მიკროავტობუსს ქვები ესროლეს და დააზიანეს. დაზიანდა აგრეთვე იქვე მდგომი საზამთროს გამყიდველის ავტომობილი, ქვებით აგრეთვე დააზიანეს ბილბორდები. საქმე აღძრულია ბოლნისის პოლიციაში. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 29 სექტემბერს, ნახიდურის ინციდენტის შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კახა ოქრიაშვილის მეთაურობით, ბოლნისის ქუჩებში მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა ავტომობილებით. ერთ-ერთ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა ბეტონის ნაჭერი ესროლა და მინა ჩაუმსხვრია. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
9 ოქტომბერს, ნიკა მელიას შტაბის წევრებმა მიიღეს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები, როგორც ტელეფონზე, ისე ვაიბერსა და მესენჯერში.
როგორც „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მელიას შტაბის უფროსმა, თორნიკე ბიკაშვილმა უთხრა, თითქმის ერთნაირი ტექსტები ბევრმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, შეტყობინება 9 ოქტომბერს გლდანში ჩატარებული დიდი შეხვედრის შემდეგ მიიღეს იმ პირებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებდნენ და არ არიან გლდანელები. იგი ფიქრობს, რომ შეტყობინებები ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: გლდანი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 1 ოქტომბერს, მუხიანის მე-3 მ/რ მე-12 კორპუსში „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აპირებდა კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთან სტუმრობას და სააგიტაციო მასალების დარიგებას, თუმცა კორპუსთან შეხვდნენ „ქართული ოცნების" კოორდინატორები და მოუწოდეს დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან იქ მათი მხარდამჭერი არავინ ცხოვრობდა. „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზვიად ბოლოკაძემ „სამართლიან არჩევნებთან" თქვა, რომ მათ ხანდაზმულ კოორდინატორს „ქართული ოცნების" კოორდინატორმა ქალებმა დაუწყეს ჩხუბი, ი...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

2020-10-23 1 ოქტომბერს, მუხიანის მე-3 მ/რ მე-12 კორპუსში „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აპირებდა კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთან სტუმრობას და სააგიტაციო მასალების დარიგებას, თუმცა კორპუსთან შეხვდნენ „ქართული ოცნების" კოორდინატორები და მოუწოდეს დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან იქ მათი მხარდამჭერი არავინ ცხოვრობდა. „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზვიად ბოლოკაძემ „სამართლიან არჩევნებთან" თქვა, რომ მათ ხანდაზმულ კოორდინატორს „ქართული ოცნების" კოორდინატორმა ქალებმა დაუწყეს ჩხუბი, ი...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიის ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-23
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-23
„პატრიოტთა ალიანსის" კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ილია კიტრიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა– მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ისინი არ წასულიყვნენ, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეხვედრაზე. სოფელ მეტეხში მცხოვრებ გიორგი გეჯაძესთან, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მივიდა და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა, თუკი გეჯა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2020-10-20
ოლქი: თელავი , სოფელი ყარაჯალა
პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-08 27 აგვისტოს, რადიო "ჰერეთის" საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას...

ზეწოლა საუბნო კომისიის პოტენციურ წევრებზე

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ჩოხატაურის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბაჩო ახალაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ მხარდამჭერებსა და კომისიის წევრებზე, რომლებიც 2018 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას წამოადგენდნენ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. სოფელ ბუკნარში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, იამზე კვაჭანტირაძემ, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე რადგან მასზე და მი...

მუქარა და დაშინება "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრზე

თარიღი: 2020-10-13
ოლქი: საქართველო , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს....

მუქარა და ზეწოლის ფაქტი

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა გეგი გულედანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია მან თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვდა ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მისი ნაცნობია და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, გულედანმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნაცნობის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა....

პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 18 სექტემბერს, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი - ზურაბ ბექაური, რომელიც ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელია, მის შვილს აიძულებდა თამაზ მეჭიაურზე ინფორმაციის შეგროვებას, თუ სად გადაადგილდებოდა და რა გეგმები ქონდა. დედის თქმით, ვინაიდან გიორგი არ დათანხმდა, ბექაური მას აშანტაჟებდა და თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ჩხუბის დროს ბექაური იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობა...

საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 2020 წლის 19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს საარჩევნო შეხვედრა ჰქონდა გლდანის მე-3 მ/რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რა დროსაც მათთან მივიდა რამდენიმე მოქალაქე და შეკრებილებს მოღალატეებს და გამყიდველებს ეძახდნენ, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში განცხადა, რომ ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბიდან...

საარჩევნო შტაბბინების დარბევა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 22 სექტემბერს, ბოლნისში, ოპოზიციონერთა ოფისები შეღებეს და დააზიანეს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავით უხამსი ნახატები და წარწერები დატოვეს ბოლნისი,თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების კედლებზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს პოლიციას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსმა უთხრა, რომ ოფისთან...