1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 67
1234

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2020-10-01 „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერისა და ამავე პარტიის ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ფოთელ, ხობელ და სენაკელ ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება და სოციალურ კაპიტალს მისცემს. ამ პროგრამის ფარგლებში, უფასო საჯარო ლექციები ფოთში, „ევროპული საქართველოს" სახლში გაიმართება, სენ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-08-19
ოლქი: ამბროლაური , ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-08 8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში მცხოვრებ, ტარიელ გოგსაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათო ნობათი გაუგზავნა. ბიუროს თანამშრომლები, სოფლის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და სასურსათო პაკეტი ოჯახს პირადად გადასცეს....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ონი , ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-29 29 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში - გოჩა ენუქიძე, პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია, დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 17 ივნისს, „ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის" საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით. ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს - ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ე...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 9 ივნისს, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, კლინიკა „ვივა მედიში", უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნული ფაქტი მედია საშუალება „თრიალეთმა" გააშუქა. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ლანჩხუთი , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატ ნინო წილოსანის ფონდის მიერ მოსწავლეებისთვის მობილური ინტერნეტ-პაკეტების გადაცემა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან თითო, საერთო ჯამში, კი, 25 მოსწავლეს გაუხანგრძლივდა ულიმიტო ინტერნეტი. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაკა გოგიჩაიშვილმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა, რომ მაჟ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ხულო , ქედისა და შუახევის
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების აქციაში, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სახსრებით იყო ორგანიზებული. დეპუტატი, ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში, აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შუახევის მერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სურსათ-სანოვაგე გადასცეს ხანდაზმულებს, მძიმე ავადმყოფებს, შშმ პი...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ხარაგაული , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 15 მაისს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შპს „ტალეგოს" ფინანსური მხარდაჭერით, საკვები პროდუქტი დაურიგა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს. პრდოუქტების დარიგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, ასევე, დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან, პირადი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით, სოციალურად დაუცველთათვის, მათთვის, ვისაც უჭირს, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის შეიძინა პროდუქტების 1500-ზე მეტი კალათა. მისი განცხადებით, პროდუქტების ძირითადი ნაწილი, 800 ცალზე მეტი კალათა, დაურიგეს მოქალქეებს. დეპუტატის თქ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებულ ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში, მოსახლეობისთვის დახმარების დარიგების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი. სოციალური დახმარებების გაცემაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზეც იყო გამოქვეყნებული. ...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ივნისში, ქუთაისში, შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს გადასცეს მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ყველაზე აქტიურად მოიხმარდნენ. წამლების გარდა, პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად, მითითებული იყო წარწერა „მპგ „ქართული ოცნება“ და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!“...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: თეთრიწყარო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, აპრილსა და მაისში, საკუთარი ფინანსური სახსრებით, უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა. ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში, დეპუტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითაც გაშუქდა

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: დმანისი , წალკა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატმა - კახა ოქრიაშვილმა პირადი სახსრებით შეიძინა ნახევარი მილიონის სასურსათო პროდუქტი 16 000 ოჯახის დასახმარებლად, რომლებიც მისი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსახლეობას პროდუქტები შეფუთვებად დაურიგდა, რასაც თან ახლდა წარწერა - „საკვები პროდუქტების ნაკრები, თქვენთან ერთად, კახა ოქრიაშვილი, ჰუმანიტარული დახმარება". შესაბამისი განცხადება დეპუტატის პრეს-სამსახურმა მედიითაც ვრცლად

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ამბროლაური , ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი- დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სისტემატურად აწყობს საქვემოქმედო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს მოსახლეობას. სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება დეპუტატის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ისევე როგორც, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებით. ხშირად, მაჟორიტარი დეპუტატი, უშუალოდ არის ჩართული საქველმქომედო აქც...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ, 9 ივნისს სპორტსმენებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სასურსათო კალათები დაურიგა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს იყო სარაგბო კლუბის წევრების მიერ ინიცირებული, მათივე სახელფასო დანაზოგით შეძენილი სასურსათო კალათები, რაშიც მუხრან ვახტანგაძეს, ფინანსურად, მონაწილეობა არ მიუღია. ის სასურსათო კალათების დარიგების პროცესში ჩაერთო, როგორც ყოფილი სპო...

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-29
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-09 1, 6 და 15 ივნისს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ამომრჩევლებისთვის სოციალური დახმარებების გადაცემაში ჩაერთო და, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სოციალურად მოწყვლად ოჯახებს სასურსათო პაკეტები დაურიგა. ფატი ხალვაშის ბიუროს წარმომადგენელმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, განაცხადა, რომ დეპუტატმა 70 სასურსათო კალათა თავისი 5 სახსრებით შეიძინა და 1 ივნისს, დაბა ჩაქვის, გორგაძეებისა და ხალის ტერიტორიაზე, მოქალაქეებს დაურიგ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-22
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-23 23 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე, სოფელ სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მიხეილ ბოლქვაძე ამა თუ იმ მოტივით მოქალაქეებს სურსათით ასაჩუქრებს. მიხეილ ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ოჯახის არასრულწლოვნებს დედა ჰყავთ გარდაცვლილი და მათ ამ მოტივით აჩუქა სურსათი....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-21
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-21 21 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ „ბარბარე ოცდაერთს” ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს, მოისმინეს მათი პრობლემები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ცხადაძემ „სამართლან არჩევნებთან” საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საქველმოქმედო აქცია, პირადი სახსრებით და არ იყო გათვლილი პოტენციურ ამომრჩევლებზე, რადგან პანსიონატ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-07-11
ოლქი: ჩუღურეთი , Chughureti
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

2020-07-11 11 ივლისს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების” ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა. რიმა ბერაძის თანაშემწის - მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, მანანა სულთანიშვილმა რამდენჯერმე დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა რიმა ბერაძეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები რომელიც შეეძლო წაეღო უფასო სასადილოდა...