1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 48
123

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: დედოფლისწყარო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 1 მაისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა სანიაღვრე არხების მოწყობას, კონტრაქტორმა კომპანიამ მხოლოდ ორი საცხოვრებელი სახლის წინ არ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან ერთ-ერთის მეპატრონე „ლელოს" დედოფლისწყაროს ოფისის ხელმძღვანელი მერი ნატროშვილია, ხოლო მეორეს, ასევე, „ლელოს" მხარდამჭერი. მერი ნატორშვილის თქმით, ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: მარნეული
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 7 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარნეული-გარდაბნის ოლქში, ზაურ დარგალმა დაათვალიერა მარნეულის თვითმმართველობის მიერ ახლადშეძენილი 5 მუნიციპალური ავტობუსი და თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეც გააზიარა. მან ახალი ავტობუსის მძღოლის როლიც მოირგო და პოსტში მიუთითა, რომ მერის პოზიციაზე ერთწლიანი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის დახვეწის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: კასპი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 14 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ–მუზეუმში იმყოფებოდა და მუზეუმს საჩუქრად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ამ ღონისძიებას „ქართული ოცნების" კასპი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: ქუთაისი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27
10 ოქტომბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 160-ე წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც „ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესწრებოდა „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან", ზაზა ლომინაძე. ამასთან, თავად „ლელოს" წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ დასწრებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „ოფიციოზი" მათ შორის პრეზიდენტი იქნებოდა ღონისძიებაზე და ამიტომ გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ შენობაში....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ვაკე
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 30 სექტემბერს, N1 და N192-ე ბაგა-ბაღის ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა ვაკის ოლქში არსებული ბაგა-ბაღების დირექტორებთან „ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ფოტოებით. პოსტი გაზიარებულია ნოდარ ტურძელაძის გვერდიდან. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ზუგდიდი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 10 სექტემბერს, 21:25 საათზე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ბილბორდის გასაკრავად რუსთაველის ცენტრალურ ქუჩაზე გამოიყენეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ა(ა)იპ-ის ამწე. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 „ქართულმა ოცნებამ" თბილისი სენაკი ლესელიძის ავტობანზე არსებულ ელექტრო ენერგიის ბოძებზე გააკრა მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას საარჩევნო მასალები, რისთვისაც გამოიყენეს ა(ა)იპ-აბაშის კეთილმოწყობის სამსახურის კუთვნილი ამწე. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხელვაჩაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2020-10-26 8 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მერიის კუთვნილი ავტომობილით, რომლითაც ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გადაადგილდება, დააფიქსირეს „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის წევრი – მანუჩარ რიჟვაძე. 
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მერის მოადგილეს არჩილ ბარამიძეს და...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხელვაჩაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , შენობა-ნაგებობების გამოყენება

2020-10-26 სოფელ აჭარისწყალში მდებარე საბავშვო ბაღის გარე ფასადზე „ქართული ოცნების" კანდიდატების პლაკატები იყო გამოკრული. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხელვაჩაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 25 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" მორიგ წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრას სოფელ ჩხუტუნეთში ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანით ესწრებოდა. მან ფაქტი არ უარყო ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან და განაცხადა, რომ უფლება ქონდა მერიის ავტომობილით წასულიყო პარტიულ შეხვედრაზე. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: რუსთავი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 „ქართული ოცნების" რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსი - სოფიო კარანაძე. იგი დაუკავშირდა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს და უთხრა, რომ ნინო ლაცაბიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და, მას შემდეგ რაც საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებენ, დაუკავშირდებოდნენ. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საქართველო , თბილისი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც, სხვა პირებთან ერთად, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბექა დავითულიანიც ესწრებოდა, რომელიც ამავდროულად პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატია. ინფორმაცია გამოქვეყნდა საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქისა და ვრცლად

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 3 ოქტომბერს, მმართველი პარტიის მიერ გამართულ პარტიულ შეხვედრაზე, აბაშის მერი ლევან მაკალათია, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, იგი „ქართული ოცნების" პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც მერის ავტომობილი დაფიქსირდა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: მთაწმინდა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 „ქართული ოცნების" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ, კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ლენტეხი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 9 ოქტომბერს, პარასკევს, სამუშაო საათებში „ქართული ოცნების" მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მობილიზირებული იყო მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა სრული შემადგენლობა, ასევე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და სკოლების დირექტორები, მასწავლებლების ნაწილთან ერთად, ყველა ა(ა)იპის ხელმძღვანელი, სოციალური მუშაკები, სოფლის რწმუნებულები, ბაგა ბაღის თანამშრომლები. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: წყალტუბო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 28 სექტემბერს, წყალტუბოში გაიმართა სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო". მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული დღესასწაულის შესახებ და ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღოვრცლად

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: თელავი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26
28 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, გავრცელდა ინფორმაცია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდა.
...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ქობულეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 18 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიისა და ქობულეთის ახალგაზრდულ საკრებულოს ჩართულობით გამართული აქციის - „დავასუფთაოთ მსოფლიო" - შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების" პარლამენტის მა...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-22
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 26 აგვისტოს, სამუშაო საათებში, გაიმართა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ აბაშასა და სოფელ ძველ აბაშაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირები. კერძოდ: დავით ცანავა - აბაშის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის განყოფილების უფროსი, ნიაზ შოთაძე - აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, რუსლან ბოკუჩავა - მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ ა...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2020-10-22
ოლქი: აბაშა
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2020-09-09 21 აგვისტოს, დღის 3 საათზე, ქალაქ აბაშაში „ქართული ოცნების“ ოფისში, მიმდინარეობდა შეხვედრა. პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს იყო უბნის უფროსების და აგიტატორების შეკრება და, ამასთანავე, განიხილებოდა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი წევრების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა საჯარო მოხელეებიც, მათ შორის: რუსლან ბოკუჩავა - მერის წარმომადგენელი ქ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...