1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 40
12

აგიტაციისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-12-08 18 სექტემბერს, „ლელოს" ვაკის საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის" ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი, მათ ყალბი ფული დაყარეს "ლელოს" შტაბის წინ. "მარშის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „ლელო" იყო მევახშეების პარტია და ეს ყალბი ფულიც სწორედ ამის სიმბოლო იყო. აღნიშნული აქცია დაახლოებით 30 წუთში დაიშალა. „ლელოს" წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული მარშის" ეს პერფორმანსი მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. ...

კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-12-08 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა - ლია მუხაშავრიამ და „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა - ზვიად თავაძემ აღნიშნეს, რომ მათ პრობლემა შეექმნათ ოფისების დაქირავებისას, ფართის მეპატრონეები უარს აცხადებდნენ მათთვის ფართის მიქირავებაზე, როდესაც იგებდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიას სურდა ფართის დაქირავება. ...

მასშტაბური საქველმოქმედო პროექტები

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-27 5 ოქტომბერს, თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ" თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. ასევე, ფონდი „ქართუ" იღებს პასუხისმგებლობას, ამ ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი. ...

მასშტაბური საქველმოქმედო პროექტები

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-27 15 ოქტომბერს, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა ისაუბრა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს" მიმდინარე პროექტზე, ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ამბროლაური
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-26
8 ოქტომბერს, 13 საათზე, ამბროლაურის პარკში „ქართული ოცნების" რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. დასწრება ხდებოდა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით. აქციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ა(ი)პ-ების თანამშრომლები, მათ შორის, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა კიკაბიძე, რომელიც სიებში აზუსტებდა აქციაზე მოსული მოქალაქეების ვინაობას.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების თქმით, „ქართული ოცნების" შეხვედრაზე ამომრჩეველთა მობილიზება მოხ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 სიღნაღში „ევროპული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, მალხაზ ხუციშვილმა, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ უკვე 20-მდე აქტივისტი ჩამოშორდა სააგიტაციო მუშაობას, რადგან მმართველი პარტიიდან მათზე მოხდა ზეწოლა. ხუციშვილმა გვარ-სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან აქტივისტებს არ სურთ ვინაობის გამხელა. ...

სავარაუდოდ, კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: საჩხერე
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლების ინფორმაციით, 19 სექტემბერს, მათი ოფისის გახსნისას, „ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა მაგული მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ლელოს" აქტივისტებს. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში სხვა პარტიის მხარდამჭერები არიან მოღალატეები, ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა, რომ პარტიის აქტივისტებს შეექმნებათ პრობლემა. როგორც „ლელო საქართველოსთვის" საჩხერის ოფისის ხელმძღვანელმა დიანა ბერაძემ განაცხადა, მაჭარაშვილი ა...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ზესტაფონი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 10 ოქტომბერს, შორაპანში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ლიანა ქაჯაია, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც თავისი აქტიურობით ხელს უშლიდა კანდიდატს და არც მას და არც სხვა დამსწრეებს შესაძლებლობას არ აძლევდა აზრი გამოეთქვათ ან დაესრულებინათ.

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის ინფორმაციით, მას მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა სოფელ ულევში, რა დროსაც დაიწყო ტელეფონებზე ზარები და საყვ...

სააგიტაციო მასალების დაზიანება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ხობი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-26 „სტრატეგია აღმაშენებელის” რეგიონული კოორდინატორის, ბადრი შელიას მიერ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლისათვის მოწოდებული ინფორმაციით, მათ ოფისს ესროლეს ქვა და გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. 
მისივე თქმით, სისტემატიურად მიმდინარეობს აქტივისტების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით. მაგალითად, შუა ხორგის მერის წარმომადგენელი მალხაზ მაქაცარია მზევინარ კონჯარიას, რომელიც არის „სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა, რადგან მის სახლშ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ქობულეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 12 ოქტომბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მისული პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი კუპრაძე, პაატა ცივაძე, ზურაბ გოლიაძე და პარტიის მხარდამჭერები ბაზრის ადმინისტრაციამ ქობულეთის ცენტრალურ ბაზარში არ შეუშვა. ბაზრის მეპატრონეები, ალექსანდრე რომანაძე და მალხაზ რომანაძე ღიად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან და არ მისცემენ სხვა პარტიებს ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე ხალხთან შეხვედრის და სააგიტაციო მასალების გავრცელების საშუალ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირინა ღანიაშვილი ჟინვალში ატარებდა მართვის მოწმობის თეორიულ გაკვეთილებს ნაქირავებ ფართში. მისი თქმით, მასთან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ზურაბ ოტიაშვილის სტუმრობის შემდეგ, ფართის მესაკუთრე დაიბარა დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, რის შემდგომაც მესაკუთრემ უარი განუცხადა ფართის მიქირავებაზე. ასევე, ირინა ღანიაშვილს, უცნობმა პირებმა დაუჭრეს საბურავი, რასაც ის მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
13 ოქტომბერს, ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დმანისი- წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს, ჩაამსხვრიეს მინები. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. პარტიის წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი მომ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-26 „ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ოფისს უცნობმა პირმა აგური ესროლა. მინის ჩამსხვრევა ვერ შეძლო, თუმცა ბანერი დააზიანა. კახიძის თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს აღნიშნული ფაქტი.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ჩუღურეთი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 6 ოქტომბერს, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, აგლაძის ქუჩაზე, სადაც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ორი ქალი, მათ შორის „ქართული ოცნების" მხარდამჭერი დოდო ტყავაძე ცდილობდა ხელი შეეშალა საარჩევნო კამპანიისთვის. მათ დამსწრე ადამიანები გაჰყავდათ შეხვედრიდან და ცალკე ეკითხებოდნენ რატომ ესწრებოდნენ შეხვედრას და შემდგომში აღარ დასწრებოდნენ სხვა პარტიის ან კანდიდატის შეხვედრებს. ისინი ასევე იღებდნენ შეხვედრის მიმდინარეობას. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებდა, ნინოწმინდაში ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ ენმ-ს საწინააღმდეგო ლოზუნგით, რომ „მოღალატეები არიან". გავრცელდა ხმა, რომ ადგილზე შტაბი დაიხურა, რაც პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებით უარყვეს. ნინოწმინდის ენმ-ს შტაბის უფროსმა თაქუჰი ვარდანიანმა, ა...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრის გუჯა ჯაფარიძის თქმით, 19 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას, როცა ხალხი უკვე იშლებოდა, გამოიარა მერის წარმომადგენლის თანაშემწემ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრაზე დამსწრე პირს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. იმ პირმა, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციას მიმართა მუქარის ფაქტზე. პოლიციაში განცხადება, თავის მხრივ, შეიტანა მერის რწმუნებულის თანაშემწემაც, რომლის მიხედვითაც, კახა ოქრიაშვილი მას დაემუქრა 2 წლით ციხეშ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის ლევან მიქელაძის მანქანას ესროლეს.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელისთვის კახა ოქრიაშვილის შტაბისაგან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოქრიაშვილის შტაბის თანამშრომელს ლევან მიქელაძ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-26 2 ოქტომბერს, ბოლნისში, დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ოფისის მიმდებარედ, ღამის საათებში, კანდიდატის სააგიტაციო მიკროავტობუსს ქვები ესროლეს და დააზიანეს. დაზიანდა აგრეთვე იქვე მდგომი საზამთროს გამყიდველის ავტომობილი, ქვებით აგრეთვე დააზიანეს ბილბორდები. საქმე აღძრულია ბოლნისის პოლიციაში. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26 29 სექტემბერს, ნახიდურის ინციდენტის შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კახა ოქრიაშვილის მეთაურობით, ბოლნისის ქუჩებში მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა ავტომობილებით. ერთ-ერთ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა ბეტონის ნაჭერი ესროლა და მინა ჩაუმსხვრია. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-10-26
9 ოქტომბერს, ნიკა მელიას შტაბის წევრებმა მიიღეს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები, როგორც ტელეფონზე, ისე ვაიბერსა და მესენჯერში.
როგორც „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მელიას შტაბის უფროსმა, თორნიკე ბიკაშვილმა უთხრა, თითქმის ერთნაირი ტექსტები ბევრმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, შეტყობინება 9 ოქტომბერს გლდანში ჩატარებული დიდი შეხვედრის შემდეგ მიიღეს იმ პირებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებდნენ და არ არიან გლდანელები. იგი ფიქრობს, რომ შეტყობინებები ...