1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 271
1234567891011

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-12-08 18 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულის ცოლის თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ე.წ. კასტეტით და სახე დაფარული ჰქონდათ. პარტია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-12-08 24 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზვიად კუპრავას განცხადებით, მისი შტაბის წევრს ნინია ცისკარიშვილს ორი უცნობი დაესხა თავს, რომელთაც „ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს". აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცემასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ...

აგიტაციისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-12-08 18 სექტემბერს, „ლელოს" ვაკის საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის" ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი, მათ ყალბი ფული დაყარეს "ლელოს" შტაბის წინ. "მარშის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „ლელო" იყო მევახშეების პარტია და ეს ყალბი ფულიც სწორედ ამის სიმბოლო იყო. აღნიშნული აქცია დაახლოებით 30 წუთში დაიშალა. „ლელოს" წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული მარშის" ეს პერფორმანსი მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. ...

სააგიტაციო მასალის დაზიანება

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-12-08
სააგიტაციო მასალების დაზიანებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მასიური ხასიათი აქვს. ამ ეტაპისთვის, „ევროპული საქართველოს" სააგიტაციო მასალების მასიურად დაზიანება შეინიშნება 20 მუნიციპალიტეტში. პლაკატების უმრავლესობა ჩამოხეული და დაზიანებულია, ხოლო ზუგდიდში, ახალციხეში და ასპინძაში პარტიის პლაკატებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების ფოტოები გადააკრეს.
„ნაციონალური მოძრაობის" პლაკატების მასიურად დაზიანება შეინიშნება ხუთ მუნიციპალიტეტში. მათ შორის გორშ...

კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა

თარიღი: 2020-12-08
ოლქი: ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-12-08 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა - ლია მუხაშავრიამ და „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა - ზვიად თავაძემ აღნიშნეს, რომ მათ პრობლემა შეექმნათ ოფისების დაქირავებისას, ფართის მეპატრონეები უარს აცხადებდნენ მათთვის ფართის მიქირავებაზე, როდესაც იგებდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიას სურდა ფართის დაქირავება. ...

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თარიღი: 2020-12-07
ოლქი: გურჯაანი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-10-26 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, კერძოდ, საჯარო მოხელეებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან მოითხოვენ ღია ბიულეტინების გამოტანას კენჭისყრის კაბინებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გურჯაანის ოლქის უბნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლების მიერ გახსნილი ბიულეტინების გამოტანა, ისე, რომ დამსწრეებს დაენახათ მათ მიერ შემოხაზული მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის ნომერი....

ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-28
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური ბეჭდური გამოცემა - „ჩვენი სოფელი", რეგულარულად ვრცელდება სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, რიგდება ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერაც. აღნიშნული გაზეთი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის სოფლის მეურნეობაში არსებული სიახლეებისა და სხვადასხვა პროგრამის შესახებ. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით გამოცემული გაზეთის მაისის თვის 3 (53) ნომერში შ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2020-10-28
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2020-07-09 25 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და, ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე ჩატარდება. ხოლო, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას. განათლების სისტემაში, ამჟამად, ვრცლად

სააგიტაციო მასალის დაზიანება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სააგიტაციო მასალების დაზიანება

2020-10-27
სააგიტაციო მასალები ზიანდება პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები. ასეთ შემთხვევებზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, როგორც წესი, რთულია. შესაბამისად, დამრღვევთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.
„ლელოს" გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ედიშერაშვილის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, გვიან ღამით, მან დააფიქსირა სამ კაციანი ჯგუფი, რომლებიც აზიანებდნენ ოპოზიციონერი კანდიდატების სააგიტაცი...

მასშტაბური საქველმოქმედო პროექტები

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-27 5 ოქტომბერს, თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ" თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. ასევე, ფონდი „ქართუ" იღებს პასუხისმგებლობას, ამ ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი. ...

მასშტაბური საქველმოქმედო პროექტები

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: საქართველო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2020-10-27 15 ოქტომბერს, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა ისაუბრა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს" მიმდინარე პროექტზე, ...

სიძულვილის ენა

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: გორი
პოლიტიკური პარტიები: ლელო საქართველოსთვის
ინციდენტის კატეგორია: სიძულვილის ენის გამოყენება

2020-12-07 10 ოქტომბერს, „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაპუნა კობერიძის წარდგენისას, სიტყვით გამოვიდა „ლელოს" გუნდის წევრი ზაქარია ვატიტაძე, რომელმაც ქსენოფობიური მიმართვა გამოიყენა ინდოელების წინააღმდეგ. ...

სიძულვილის ენა

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: სიძულვილის ენის გამოყენება

2020-10-27 15 ოქტომბერს, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ქართული მარშის" წევრებმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ნიკა მელიას წინააღმდეგ აქცია გამართეს. „ქართული მარშის" წევრებს ეჭირათ პლაკატი ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით წარწერით: „ვინც არ აღიარებს თანასწორად ლგბტ თემს, მათი ხმა არ მჭირდება." მოგვიანებით მათ ეს პლაკატი დაწვეს. შეკრებილები გამოირჩეოდნენ აგრესიით და უცენზურო გამონათქვამებით. ...

დამკვირვებლისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, დამკვირვებელზე ზეწოლა

2020-10-27
29 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა პ/გ „ლელო საქართველოსთვის" კანდიდატის შეხვედრას დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში. პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი შეეცადა აღნიშნული ვიდეოთი გადაეღო, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს - მოსთხოვ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: დედოფლისწყარო
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 1 მაისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა სანიაღვრე არხების მოწყობას, კონტრაქტორმა კომპანიამ მხოლოდ ორი საცხოვრებელი სახლის წინ არ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან ერთ-ერთის მეპატრონე „ლელოს" დედოფლისწყაროს ოფისის ხელმძღვანელი მერი ნატროშვილია, ხოლო მეორეს, ასევე, „ლელოს" მხარდამჭერი. მერი ნატორშვილის თქმით, ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: მარნეული
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 7 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარნეული-გარდაბნის ოლქში, ზაურ დარგალმა დაათვალიერა მარნეულის თვითმმართველობის მიერ ახლადშეძენილი 5 მუნიციპალური ავტობუსი და თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეც გააზიარა. მან ახალი ავტობუსის მძღოლის როლიც მოირგო და პოსტში მიუთითა, რომ მერის პოზიციაზე ერთწლიანი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის დახვეწის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: კასპი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27 14 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ–მუზეუმში იმყოფებოდა და მუზეუმს საჩუქრად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ამ ღონისძიებას „ქართული ოცნების" კასპი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა. ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-27
ოლქი: ქუთაისი
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-27
10 ოქტომბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 160-ე წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც „ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესწრებოდა „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან", ზაზა ლომინაძე. ამასთან, თავად „ლელოს" წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ დასწრებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „ოფიციოზი" მათ შორის პრეზიდენტი იქნებოდა ღონისძიებაზე და ამიტომ გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ შენობაში....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2020-10-26
ოლქი: ვაკე
პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2020-10-26 30 სექტემბერს, N1 და N192-ე ბაგა-ბაღის ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა ვაკის ოლქში არსებული ბაგა-ბაღების დირექტორებთან „ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ფოტოებით. პოსტი გაზიარებულია ნოდარ ტურძელაძის გვერდიდან. ...