1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 479
789101112131415161718192021222324

საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01

 ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქის მე-14უბანზე გადასატან ყუთში არსებული საკონტროლო ფურცელი არ ემთხვევა ძირითადი ყუთის და საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცლების ნიმუშებს.

...

საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01
წყალტუბოს 58-ე საარჩევნო ოლქის 64-ე საარჩევნო უბანზე გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საკონტროლო ფურცელი არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტური, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ითვალისწინებს გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგების ბათილობას.


...

საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე ყუთების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელი არასათანადოდ იყო შევსებული, კერძოდ მის არცერთ ეგზემპლარს არ ჰქონდა დასმული ბეჭედი.

...

COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კოვიდ 19-ის რეგულაციებთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01

მარტვილის 65-ე ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიშვებოდა პირბადის გარეშე. დამკვირვებლის მითითების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა.

...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01

ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქის 43-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გრაფის გასწვრივ უკვე იყო ხელი მოწერილი. კომისიის ახსნა-განმარტების შემდეგ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს, რადგან კომისიის რეგისტრატორს შეეშალა ხელმოწერა.

...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-01

გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა რომელიც შეყვანილი იყოს სპეციალურ სიაში ხმა მისცა ძირითად უბანზე. რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება გაუკეთა და რეგისტრაციაში გაატარა, ისე, რომ ამომრჩეველს არ წარმოუდგენია თვითიზოლაციის დასრულების რაიმე საბუთი.

...

დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-11-01

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმი არ იყო გამოკრული საჯაროდ და შესაბამისად ოქმის მონაცემები ვერ შეივსო.

...

კაბინაში კონვერტის შეტანა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , სხვა

2020-11-01

ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში შეიტანა კონვერტი და კონვერტში ჩადებული ბიულეტენებით გამოვიდა კაბინიდან.

...

აგიტაცია უბანზე

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, აგიტაცია

2020-11-01

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ამოირჩიეს" წარმომადგენელი ეწეოდა აგიტაციას, კერძოდ ამომრჩევლებს ურჩევდა რომელი ნომერი შემოეხაზათ.

...

ბიულეტენების არასწორად გაცემა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-11-01

ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობის შემოწმების შემდეგ დაფიქსირდა სხვაობა ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემული ბიულეტენების რაოდენობებს შორის, კერძოდ, დარჩა 1-ით ზედმეტი პროპორციული ბიულეტენი, რომელიც არ გადაეცა ამომრჩეველს.

...

ბიულეტენების არასწორად გაცემა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-11-01

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 58-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რეგისტრატორებმა ორ ამომრჩეველზე გასცეს ორი ზედმეტი ბიულეტენი.

...

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-01

დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქის, მე-18 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რა დროსაც დაირღვა ამომრჩევლის კენჭისყრის ფარულობა. მსგავსი შემთხვევა განმეორდა არაერთხელ.

...

ფოტო გადაღება

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

2020-11-01

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 84-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების მიმდინარეობისას უბანზე მყოფი დამკვირვებელი „ნიუპოსტიდან" ახორციელებდა ამომრჩეველთა ფოტოგადაღებას.

  ...

ამომრჩევლების ნების კონტროლი

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ამომრჩევლის ნების კონტროლი

2020-11-01

ზუგდიდს 67-ე საარჩევნო ოლქის 87-ე საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა „ქართული ოცნების" კოორდინატორების და ე.წ „ძველი ბიჭების" მობილიზება.


 

...

ამომრჩევლების ნების კონტროლი

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ამომრჩევლის ნების კონტროლი

2020-11-01

ზუგდიდს 67-ე საარჩევნო ოლქის 21-ე  საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა „ქართული ოცნების" კოორდინატორების და ე.წ „ძველი ბიჭების" მობილიზება.

...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა

2020-11-01

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების" წარმომადგენელსა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა ხოლო შეხლა-შემოხლის შემდეგ კომისიამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა

2020-11-01

საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქის 30-ე საარჩევნო უბანზე,  „ნიუპოსტისა" და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საარჩევნო უბნის შიგნით დაიწყო, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ გარეთ გაიყვანა.

...

დამკვირვებლების უფლებების შეღუდვა, მუქარა, შევიწროვება და ფიზიკური შეურაცხყოფა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2020-11-01

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე ხორციელდებოდა მუქარა.

...

დამკვირვებლების უფლებების შეღუდვა, მუქარა, შევიწროვება და ფიზიკური შეურაცხყოფა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2020-11-01

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 21-ე უბანზე კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბნიდან გააძევა, იმ მიზეზით, რომ მან განმეორებით უბანზე მოსული ამომრჩეველი შენიშნა და ამის გამო პროტესტი გამოთქვა.

...

დამკვირვებლების უფლებების შეღუდვა, მუქარა, შევიწროვება და ფიზიკური შეურაცხყოფა

თარიღი: 2020-11-01
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2020-11-01

 ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე, თავმჯდომარემ და მდივანმა უარი უთხრეს „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს , რადგან არ ეთანხმებოდნენ დარღვევის არსს.

...