1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  5. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  8. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  11. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  12. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  13. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  17. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  19. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  23. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 86
12345

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის შემთხვევა

თარიღი: 2021-09-20
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , დამკვირვებელზე ზეწოლა / საქმიანობის შეზღუდვა

2021-08-30
29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და
აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე „სამართლიან არჩევნებს" „დაბალი
სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ
შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა" ამ ფაქტების შესახებ ვრცლად

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: წალკა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

2021-09-16 „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ, მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას სამუშაო დროს, ესწრებოდა წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაარკვია, რომ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი არ გასულა შვებულებაში და არც ერთდღიანი შვებულება აუღია. ...

გამოკითხვა საჯარო სკოლაში

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-09-16 „სამართლიანმა არჩევნებმა" დააფიქსირა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ პედაგოგებს გამოკითხვა, თუ რა ფორმით იყვნენ ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ორგანიზაცია არ ასახელებს სკოლასა და გამომკითხველის ვინაობას. კითხვარში იყო ჩამონათვალი: როგორც აგიტატორი, კომისიის წევრი და ა.შ.. პედაგოგების ნაწილმა საქმისმწარმოებელს უპასუხა, რომ ისინი ამომრჩევლის სტატუსით იღებენ მიმდინარე პროცესში მონაწილეობას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდეს შესაბამისი ფოტომასალაც...

მუქარა საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართ

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-16
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი კოორდინატორი სკოლაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. მუქარა გამოიწვია ,,ლელოს" მიერ ამ პედაგოგისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის შეთავაზებამ. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პედაგოგს „ურჩია" არ დათანხმებოდა
ოპოზიციური პარტიის წინადადებას და „ქართული ოცნების" სასარგებლო საქმიანობაში ჩართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა. საჯარო სკო...

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

2021-09-16 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზედა წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ, მისი სკოლის პედაგოგებს საერთო ჩათში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენის ფეისბუქლაივი მიაწოდა და მხარდამჭერი კომენტარების დაწერა მოსთხოვა. დირექტორის და პედაგოგების მიმოწერის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს დირექტორის მითითების შინაარსი. ...

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: სენაკი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში

2021-09-16 „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის ოფისებში იბარებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ, მათ შორის, არაპირდაპირი ზემოქმედების გზითაც. მსგავსი მითითებები აქტიურად გაიცემა სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე ნანეიშვილის და N2 საჯარო საჯაროს სკოლის მასწავლებლის, გული ბარკალაიას მიერ. შეკრების ორგანიზებაში ჩართულია სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ რუსია. პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებზე სა...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, რომელიც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია, აგრძელებს მუნიციპალიტეტის პროექტების საჯარო წარდგენას, მათ შორისაა: ახალკახათში ახალი სანიაღვრე არხის მოწყობის და ძველი სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები, ცაიშისა და ახალი აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნების ვრცლად

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: კრწანისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 თბილისში, გრიშაშვილის ქუჩზე ახალი საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს კრწანისის რაიონის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. ლევან ჯაფარიძე, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კვლავ კრწანისში მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი. ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16
12 აგვისტოს, შიდა ქართლის გუბერნატორმა და კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ „განახლებული რეგიონების‘’ პროგრამის ფარგლებში ქალაქ კასპში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მოქმედი მერი კვლავ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან".
...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 5 აგვისტოს, კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე სოფელ ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ გამყოფ ხაზისპირა სოფელ ხვითში იმყოფებოდა. დაათვალიერა სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ვახტანგ მაისურაძის თქმით, რომელიც ამავდროულად მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", აგრძელებენ კასპის მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში გზების მოასფალტებას სადაც არასდროს ყოფილა ასეთი გზა. სოფელში მისასვლელი გზების შემდეგ, კი, შიდა გზების მოწესრიგებაზე იზრუნებენ. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ დაუკანონდათ ის ფართები, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ. მერიის ინფორმაციით, დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 გლდანის რაიონში „ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული გამგებლის მოქმედი მოადგილე კოტე ზარნაძე, 4 აგვისტოს, გამგებელთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაესწრო გლდანის პირველ მიკრო-რაიონში მოქალაქეთა დასასვენებელი და გასართობი სივრცის გახსნას.

ამავე შეხვედრის მიმდინარეობისას, კოტე ზარნაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით საზოგადოებას...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16
5 აგვისტოს ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით დაბა ხარაგაულში ე.წ. "წყალსადენის " ტერიტორიაზე წყლის ალტერნატიული ჭაბურღილის გაჭრა მიმდინარეობს. მისი მიზანია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების დროისა და ხარისხის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ დაბა ხარაგაულში, მოსახლეობას წყალი წლებია გრაფიკით მიეწოდება.
...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: ამბროლაური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-16 „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი ზვიად მხეიძე აქტიურად ხვდება ა(ა)იპების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განიხილავს მათ სფეროში არსებულ პრობლემებს. 17 აგვისტოს კანდიდატი შეხვდა დასუფთავების, კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების სფეროს წარმომადგენლებს. 18 აგვისტოს - კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის წარმომადგენლებს. ...

დამკვირვებლის საქმიანობის შეზღუდვა

თარიღი: 2021-09-16
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , დამკვირვებელზე ზეწოლა / საქმიანობის შეზღუდვა

2021-09-04 ,,სამართლიანი არჩევნების" ხელვაჩაურის წარმომადგენელს არ მიეცა შეხვედრაზე დაკვირვების საშუალება. მას განუმარტეს რომ პარტიულ შეხვედრაზე არ იყო წინასწარი სიით მიწვეული სტუმარი. დამკვირვებელი შეეცადა გარედან დაკვირვებოდა პროცესს, თუმცა მალევე შსს-ს ათამდე თანამშრომელი მივიდა მასთან და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს, კერძოდ, არ აძლევდნენ ფოტო-ვიდეოს გადაღების საშუალებას, ტელეფონის გამოყენებისას მისი მიმოწერების წაკითხვასაც კი შეეცადნენ. ამ პირებმა დამკვირვებელი იძულების წესით მიმდებარე ...

მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის მცდელობები ადგილობრივ თვითმმართველობაზე

თარიღი: 2021-09-09
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-09-09
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 2 წლის ვადით „ახალგაზრდული საბჭო" შეიქმნა, რომელიც 14-დან 29 წლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი 19 ახალგაზრდისაგან დაკომპლექტდება, რომელთაგან, კონკურსის შედეგად 13 წევრი გამოვლინდა.

„ახალგაზრდული საბჭო" დაფინანსების გარეშე იმუშავებს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება ახალგაზრდების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში, მათთ...

სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები

თარიღი: 2021-09-09
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-08-30
30 ივნისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ გლდანის მე-7 მიკრო რაიონში იწყება ე. წ. ბროწეულას პარკის რეაბილიტაცია და 10 000 კვ მეტრზე რეკრეაციული ზონა გაშენდება. პროექტის შესახებ რამდენიმე თვეა ცნობილია და ადგილობრივმა გამგეობამ ჯერ კიდევ თებერვალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ დაგეგმილი სამუშაოები გააცნო, თუმცა დაწყება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა...

სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები

თარიღი: 2021-09-09
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა , ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-08-30
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისისა და ივლისის თვეებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივების და პროგრამების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მათი დიდი ნაწილი პირთა ფართო წრეს მიემართება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება, როგორც ამომრჩეველთა გულის მოსაგებად გამოყენებული ხერხი.

ერთ-ერთი ინიციატივა ჯარიმების და დავალიანებების ჩამოწერას, მათ შორისა კოვიდ-რეგულაციების დარღვევების გამო ფიზიკური და იურიდიული პირების პასუ...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია

თარიღი: 2021-09-09
ოლქი: ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა , აგიტაცია ოფიციალური წინასაარჩევნო კომპანიის დაწყებამდე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-08-30
28 ივლისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. მათ საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ.
აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2021-09-09
ოლქი: შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-08-30 ჯერ კიდევ გაზაფხულზე, შუახევის მერია საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას დაჰპირდა, მაგრამ შესრულება ყოვნდებოდა. 23 ივლისიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მიიღეს დაპირებული გაზრდილი ხელფასები. შუახევში 13 ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 216 თანამშრომელია დასაქმებული. ...