1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 147
12345678

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 28 აგვისტოს, N26 ყიზილაჯლოს საარჩევნო უბნის პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრი ვალეხ ალიევი მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე ესწრებოდა....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი მონაწილეობდა დმანისში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 27 აგვისტოს, ფოთში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენა გაიმართა. წარდგენა სამუშაო დროს, 14 საათიდან დაიწყო და მას ესწრებოდნენ როგორც მერიის, ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მერიის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები. ”სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს ღონისძიებაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 21 სექტემბერს „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი, კულტურისა და სპირტის მინისტრი თეა წულუკიანი და უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე შეხვდნენ მოსახლეობას. შეხვედრას ესწრებოდა #6 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ოლქის მიერ დანიშნული კომისიის წევრია....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 „ქართული ოცნება − დემოკარტიული საქართველო"-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიდინარე წლის 12 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი − დავით კირთაძე მონაწილეობას იღებდა წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალული ქმედებაა....

მოქმედი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანია

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-28 თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცა სამგორში. მერის განცხადებით, ბინების დაკანონების პროგრამით, რომელიც 2017 წლიდან დაიწყო 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული და რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტის ქონებაა დაკანონებული. პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მერი თანადგომას დაჰპირდა....

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-09-26 ქარელში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ უბანში მცხოვრებლები ამბობენ რომ მათ „ქართული ოცნების" წევრები გზის და გარეგანათების გაკეთებას დაპირდნენ თუმცა იმის გამო რომ ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, დაპირება არ შეასრულეს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლთან საუბრისას აღიშნულ ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ,...

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-26 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც მერობის კანდიდატიც არის, კონსტანტინე შარაშენიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. ღონისძიება 1.5 საათს გრძელდებოდა. წინასაარჩევნო შინაარსის შეხვედრაზე სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ნიშნები იკვეთებოდა.„სამართლიანი არჩევნების" საჩივრის საფუძველზე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საარჩევნ...

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-09-26 2 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, მთავარ სიახლეებში, დაიდო ინფორმაცია მინისტრის გამოსვლის შესახებ, მასში ნათქვამი იყო, საქართველოს ტერიტორიის სრულად დამისამართებაზე და დამატებული იყო, რომ „ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს ვანში გამართულ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა." ინფორმაციას თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი „ქართული ოცნების" საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 11 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა „წყალტუბო ირჩევს გენადი ბალანჩივაძეს" გამოაქვეყნა წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის შესახებ ინფორმაცია და მიუთითა საიტი, სადაც ბინის მომავალი მფლობელების სიაა. აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებს და აღნიშნული ამბავი წყალტუბოელ დევნილებს მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-26 26 აგვისტოს მოქალაქე ილხამ ნაბიევმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა „ქართული ოცნების” ქალაქ მარნეულის მეორე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ხახუაშვილი. ნაბიევი აცხადებდა, რომ ხახუაშვილმა ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გზის დაგების პირობა მისცა და ახლა ამ პირობას ასრულებს. ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატს მადლობას უხდიდნენ. ხახუნაშვილის თქმით, გზას ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი აგებდა და ის უბრალოდ მადლობის სათქმელად მივიდა....

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-26 „ქართული ოცნების" წევრმა, საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და ოსიაურის მაჟრიტარობის კანდიდატმა ლევან გამრეკელმა ხაშურში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეშა მიუტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მოქალაქემ დაწერა. „მთელი ოჯახი მადლობას ვუხდით ბატონ ლეო გამრეკელს რომელმაც გაგვიწია დახმარება და მოგვიტანა შეშა რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას ღმერთმა ამრავლოს ბატონი ლეოს ნაირი ქველმოქმედი ადამიანები,ვუსურვებთ ბევრ წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად"...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-26 20 სექტემბერს, ფონდი „აფხაზეთი"-ს საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც შშმ პირისათვის შესაბამისი ინვენტარის გადაცემას ითვალისწინებდა, მონაწილეობდა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში, ედიტა კოდუა....

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-26 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი. ამ ფაქტის შესახებ, „სამართლიანმა არჩევნებმა" განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, უფლებამოსილი ორგანოების მონაწილეობით, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არსებობ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი რუსუდან კოვზირიძე არის სოფელ ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი კანდიდატი „ევროპული საქართველოს" სახელით. ის შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც ზემდგომის თანამდებობის პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პოლიტიკაში წასვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ურჩიეს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. რუსუდან კოვზირიძემ დაახლოებით იმავე პერიოდში, აუდიტისგან მიიღო შეტყობინება თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი აუდიტის შესახებ....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ვანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 11 სექტემბერს ოპოზიციის კანდიდატების წარდგენისას ვანში, წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ინციდენტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი და ააიპ-ის თანამშრომელი მონაწილეობდნენ....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 აბაშაში, პარტია ,,საქართველოსთვის" ოფისის მესაკუთრემ აგვისტოს ბოლოს, გაურკვეველი მიზეზით მოითხოვა მისი კუთვნილი ფართის დაცლა. სექტემბრიდან, ოფისი „ქართულმა ოცნებამ" იქირავა და იქ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია განათავსა....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
3 სექტემბერს, შვებულებაში ყოფნისას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. ღონღაძე 23 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა. ღონღაძის თქმით, გეგმავდა, რომ შვებულების
დასრულების შემდეგ გადამდგარიყო. იგი მომხდარს პოლიტიკურ დევნ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „საქართველოსთვის’’ განცხადებით, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ კანდიდატურა დაშინების საფუძველზე მოხსნა და ამის შესახებ თანაგუნდელებს ტელეფონით ამცნო. პარტიის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ კანდიდატის გადაწყვეტილება ზეწოლას და მოსყიდვას უკავშირდება, რომელშიც ჩართული იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მისი ძმა, არჩილ თალაკვაძე, რომელიც უშუალოდაა ჩართული ძმის წინასაარჩევნო კამპანიაში. პარალელურად, საჯაროდ გავრცელდა აუდიო...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ადიგენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
მოქალაქე ნუკი იაკობაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ ,,საქართველოსთვის", მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერა ადიგენის საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში. ნუკი იაკობაშვილის თქმით, იგი "ქართული ოცნების მხარდამჭერია და ითხოვს მისი ნების საწინააღმდეგოდ პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამოძიებას.

პარტია „საქართველოსთვის" სამცხ...