1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 147
12345678

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05
19 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში „ქართული ოცნების" მერობისა და ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

სამუშაო დროს მიმდინარე ამ ღონისძიებაზე, „სამართლიანი არჩევნებს" წარმომადგენელმა გამოავლინა არაუფლებამოსილ პირთა დასწრება, მათ შორის: 
  • ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და მისი თანამშრომელი ცირა მსხილაძე; 
  • მერიის კულტ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05 19 აგვისტოს, სამუშაო საათებში „ქართული ოცნების" მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელი და დასი. ვიდეოში, რომელსაც პარტია მერობის კანდიდატის წარდგენისას იღებდა კარგად ჩანს თითოეული მათგანი. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05 სოფლებში, სადაც ტარდებოდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან შეხვედრა, ყველგან შეინიშნებოდა თვითმმართველობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა და სკოლის პედაგოგთა მობილიზება. ძირითადად, შეხვედრები დღის მეორე ნახევარში, არასამუშაო დროს იყო ორგანიზებული, თუმცა სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ნიშნები იკვეთებოდა. ...

პოლიტიკური პარტიის ოფისის დაზიანება

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა , პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

2021-09-05 29 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება "დროა”-ს ზუგდიდის რეგიონული ოფისი დააზიანეს. ოფისის ხელმძღვანელის მარიამ სიჭინავას განმარტებით, ოფისის შესასვლელში დახვდა უხამსი ტექსტები და დაზიანებული პლაკატი. მისი თქმით, ასეთი ფაქტი ,,დროას" ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არა არის. ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია ,,დროა"-ს და მის დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას. ...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-05
მოქალაქე, ვ. ჩ.-ს განცხადებით, მას დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით, რადგან ის გახარიას პარტიის მხარდამჭერია და სამეზობლოში ღიად გამოხატავდა პოზიციას. ამის შემდეგ, მასთან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მივიდა თანამშრომელი და დაემუქრა ოჯახის გადამოწმებით, რომლითაც მაღალ ქულებს მიუთითებენ და დახმარება მოეხსნება. ოჯახში არასრულწლოვნები ცხოვრობენ და მათი საარსებო წყარო სოციალური შემწეობა და ბავშვების დახმარებაა.

მოქალაქე საჯაროდ ლაპარაკსა...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა , სხვა , წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა , პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

2021-09-05
ყვარელში, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ხუციშვილი 23 აგვისტოს ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ხუციშვილის და, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამბობს, რომ დაბარება უკავშირდებოდა ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს, ბრალდებას, თითქოს, ლევან ხუციშვილმა ერთ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალური ქსელში. ნინო ხუციშვილის თქმით, საჩივრის შემტანი პირი სუსთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ლევან ხუციშვილი ...

ირიბი ზეწოლა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერებზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა , სხვა , წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2021-09-05 პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის კონსტანტინე თოფურიას ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთისთვის, მოწყობილ გასართობ სივრცესთან, 6 აგვისტოს საღამოს, შკოდას ფირმის ავტომობილიდან პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ფოტოები გადაუღეს. მისი თქმით, ავტომობილში სამოქალაქო ფორმაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. თოფურია ვარაუდობს, რომ ფოტოგადაღების მიზანი იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლების დაშინებაა. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა

2021-09-05
„სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში, მოყვანილი იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსის მინდია ბარამიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ფოთის მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრობის გამო, რომ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა

2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერმა ვაჟა კოვზაძემ Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, კუთვნილი მაღაზია დაკეტა. იგი მეორე დღეს, დედამ გახსნა, რომელსაც ვაჟა კოვზაძესთან შეხება არ ჰქონია. ცოტა ხანში მას საპატრულო პოლიციამ, მფლობელის ინფიცირების გამო, მაღაზიის დაკეტვა მოსთხოვა.

პარტია „საქართველოსთვის" შტაბის უფროსის ვლადიმერ ვარძიელის ინფორმაციით, პატრულს არ აუხსნია თუ როდემდე უნდა ჰქონოდათ მაღაზია დაკეტილი და რა პროცედურები იყო ჩასატარებელი. სავალ...

ირიბი ზეწოლა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერებზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა , სხვა , წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის” წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას შეხვედრებს რეგიონში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უთვალთვალებენ. წარმოდგენილ სურათებზე, მისი თქმით, ფიქსირდებოდა უსაფრთხოების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციისა და სხვა პირების მიერ თვალთვალი.

„საქართველოსთვის" თელავის მერობის კანდიდატმა გ...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
თბილისის მერიის კომპანიის, „თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მისი პროტესტია.

„თბილსერვისის" თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. კალაძის თქმით, პროტესტის მონაწილეებს „პროვოკატორები აბუნტებდნენ". მე...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომელი კესარია წულაია. მისი განმარტებით "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორმა დავით შამათავამ ის ორჯერ დაიბარა სამსახურში და უთხრა, რომ, ზემოდან მიცემული დირექტივის საფუძველზე, სოციალურ ქსელ ,,facebook"-ზე შეეწყვიტა პარტია „საქართველოსთვის" დაკავშირებული ვიდეო რგოლების გაზიარება. წულაიას თქმით, შრომითი ხელშეკრულება უმთავრდებოდა 2021 წლის 3...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნელი ქარელის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ის საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, გიორგი გახარიას პარტიაში ხომ არ იყო გადასული. ნელი ქარელმა მიუგო, რომ ჯერ არსად წასულა, თუმცა მერთან ადრეც დაუფიქსირებია აზრი, რომ არ მოსწონდა მმართველი გუნდის გამონათქვამები გახარიასთან დაკავშირებით. მერმა მას ისიც უთხრა, რომ პარტია (იგულისხმება "ქართული ოცნება”) ავალებს მის სამსახურიდან გაშვე...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
ა(ა)იპ ,,ხულოს კულტურის ცენტრიდან` სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს გურამ ხოზრევანიძე. 2021 წლის 16 ივლისს, აჭარის ტელევიზიაში ღიად გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების გაცხადების შემდეგ, მისი სამსახურებრივი შევიწროება დაიწყო. იმავე დღეს, კულტურის ცენტრში გაფორმდა ბრძანება N 01/06/30 გურამ ხოზრევანიძის შვებულებიდან სამსახურში გამოძახების თაობაზე. შემდეგ მიყოლებით დაიწერა გურამ ხოზრევანიძის მკაცრად გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადების, ხოლო 21 ივლისს თანამდებობიდა...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა სულიკო ბერიძე. მას პარტია „საქართველოსთვის" ბათუმის ოფისის გახსნაზე ყოფნის გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

სულიკო ბერიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.
...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის” სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია. მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა.

ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.<...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: საჩხერე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
23 აგვისტოს, სამსახურიდან გაათავისუფლეს თედორე კალმახელიძე. იგი 2017 წლიდან მუშაობდა ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის საქართველოს წარმოამდგენლობა „აკკორდ ჯორჯიაში", შრომის უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე. იგი გათავისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, კალმახელიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატია. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მის პოლიტიკურ...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
23 აგვისტოს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ეპიდსიტუაციის ზედამხედველობის სპეციალისტი ხათუნა ბეგიაშვილი გაათავისუფლეს . მისი განმარტებით გათავისუფლების მიზეზი გახდა ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის, ირმა მესხის მხარდამჭერი კომენტარის გაკეთება ფეისბუქზე, ასევე ნინო ქვირიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რის შემდეგაც მას ფოსტით გაუგზავნეს წერილი გათავისუფლების შესახებ. ხათუნა ბეგიაშვილი თვლის, რომ მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან არ არის „ქართული ოცნ...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
5 აგვისტოს, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან თეიმურაზ გვრიტიშვილი გაათავისუფლეს , . პანდემიის გამო ეროვნული პარკის დირექტორთან სიტყვიერი შეთანხმებით ის დისტანციურად აგრძელებდა საქმიანობას არ იყო ვალდებული სამსახურში გამოცხადებულიყო. თუმცა სამსახურში გამოუცხადებლობა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. გათავისუფლებას გვრიტიშვილი გახარიას პარტიის მხარდაჭერას უკავშირებს.

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
13 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ა(ა)იპ ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის" დირექტორიგიორგი მეზვრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მეზვრიშვილის განმარტებით, იმის გამო გათავისუფლდა, რომ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძვლები.

გიორგი მეზვრიშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.
...