1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 147
12345678

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
21 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს ზახირ მურვალადოვი, დმანისის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტი. ზახირ მურვალადოვის განცხადებით მის მიმართ სავარაუდო პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს უარი უთხრა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულიყო. გათავისუფლების შემდეგ, 26 ივლისს ზახირ მურვალადოვის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

ზახირ მურვალადოვის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
21 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დმანისის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავთანდილ ოკმელაშვილი.

ავთანდილ ოკმელაშვილის განცხადებით, მისი სავარაუდო პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა. გათავისუფლების შემდეგ, 26 ივლისს ავთანდილ ოკმელაშვილის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს პარტია „საქართველოსთვის" სამცხე -ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა - მარინე და თამარ აბულაძეები. მარინე აბულაძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" იურისტი იყო. თამარ აბულაძე 2001 წლიდან მოყოლებული ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსად მუშაობდა.

სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა მარინე აბულაძისა და მისი დის, თამარ აბულაძის ...

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
4 აგვისტოს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს" ფინანსურ მენეჯერს კახა ფანიაშვილს შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეუწყვიტეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში დასაქმებული 150-მდე ადამიანიდან ფანიაშვილის გარდა ხელშეკრულების ვადა ყველას გაუგრძელდა. იგი გადაწყვეტილებას ძმის, მამუკა ფანიაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ფანიაშვილის ძმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან", თუმცა, პარტია საჯაროდ დატოვა და გახარიას გუნ...

დამკვირვებლის უფლებების შესზღუდვა

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04 კასპში დაფიქსირდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვის ფაქტიც. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარ მიმართა წერილით და მოითხოვა 20 აგვისტოს სხდომაზე დასწრება და სხდომის ზუმის ლინკის გაზიარება. მას პასუხი არ მიუღია. დამკვირვებელმა მიმართა საკრებულოს აპარატის უფროს ზურა ჩიტიშვილსაც, რომელმაც გასარკვევად დრო ითხოვა, თუმცა, შემდეგ ზარებს აღარ უპასუხა. ...

ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: სხვა , ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა

2021-08-30
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედი გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, ელენე ხოშტარიას მიერ მთავრობის ადმინისტრაციის წითელად შეღებვის შეფასებისას, ფეისბუქკომენტარში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა.

ჰომოფობიური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული იყო ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მზექალა გლუნჩაძის კომენტარიც 5 ივლისის მოვლენების შეფასები...

ფიზიკური ძალის გამოყენება ქალი დეპუტატის მიმართ

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა , ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა

2021-08-30 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეორე დეპუტატი ნონა მამულაშვილი, თავის მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატის აწევით გამოხატა. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, ხოლო, შემდეგ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ის ვრცლად

ქალი დეპუტატის მიმართ განხორციელებული შევიწროვება

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა , ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა

2021-08-30 18 ივლისს, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, რომელმაც სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაიყ...

ქალი დეპუტატის შევისწროება

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა , ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა

2021-08-30 12 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის ვრცლად

ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი შეურაცყოფა

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა

2021-08-30 გორის საკრებულოში გამართულ საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარე დავით რაზმაძემ საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს ირმა ამბარდნიშვილს ქუჩის ქალი უწოდა და განაცხადა რომ ასეთი ქალების ადგილი საკრებულოში არ არის. რაზმაძის სექსისტურ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჟურნალისტების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. ირმა ამბარდნიშვილი სახალხო დამცველს და პარლამენტს სთხოვს მოკვლევას და რეაგირებას. საკრებულოს თავმჯდომა...

სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა , მაჟოროტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა , სხვა

2021-08-30
19 ივლისს, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის პირად Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი და ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ჩოხატაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. სასაჩუქრე პაკეტების გადაცემაში მონაწილეობდა „ქართულო ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე.

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , აგიტაცია ოფიციალური წინასაარჩევნო კომპანიის დაწყებამდე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საჯარო შენობა-ნაგებობების უკანონო გამოყენება

2021-08-30 ივლისიდან დედაქალაქში კახა კალაძის პოსტერები გამოჩნდა. ოფიციალური წინასაარჩევნო კამაპანიის დაწყებამდე, მუნიციპალურ ორგანოებს არ განუსაზღვრავს ადგილები ან/და არ დაუდგამს სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. ასევე, არ განუსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი და მოქმედი მერი უპირატეს მდგომარეობაშია ოპოზოციურ კანდიდატებთან შედარებით. ...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , აგიტაცია ოფიციალური წინასაარჩევნო კომპანიის დაწყებამდე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-08-30
31 ივლისს, რეაბილიტირებულ ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის გახსნაში მონაწილეობდნენ ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე.
აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ბექა ვაჭარაძე „ქართულმა ოცნებამ" ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა.
...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა , აგიტაცია ოფიციალური წინასაარჩევნო კომპანიის დაწყებამდე

2021-08-30
219 ხარაგაულელი პირველკლასელი ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშილისგან საჩუქრად წიგნ-რვეულ „პირველკლასელთა აკადემიას" მიიღებს. წიგნები საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი" ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის „IZRUNE.GE"-ის ორთვიანი VIP აბო...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2021-08-30 29 ივლისს, ქალაქ ფოთის მერიამ პროგრამის - „განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება" ფარგლებში, 23 ოჯახს სამშენებლო მასალები (ხის ფიცრები...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-08-30
30 ივლისს „ქართულმა ოცნებამ" ფარული შეხვედრა გამართა საჯარო მოხელეებთან და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებთან. შეხვედრას ასევე მმართველი პარტიის კოორდინატორებიც ესწრებოდნენ. „ქართულმა ოცნებამ" შეკრებილებს ხაშურის მერობის კანდიდატი წარუდგინა. შეხვედრას არც არასამთავრობო ორგანიზაციების და არც მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაასწრეს.

„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე მი...

სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-08-30
შუახევში, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია. ასევე, მოსახლეობას უფასოდ გადაეცა საჭირო მედიკამენტებიც. აქცია კერძო კომპანიებისა და პარტია „კანონი და სამართლის" თანადგომით განხორციელდა.

„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პროექტი ორგანიზებულია პოლიტიკური პარტია „კანონი და ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2021-08-30
30 ივლისს სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი გაუსწორდა. მეხრიშვილი ამტკიცებს, რომ ჯანაშვილის გარდა მასზე ფიზიკურად ხაშურის მერიის მაღალჩინოსნებმაც იძალადეს. საუბარია სერგო ლალიაშვილზე, რომელიც მერიის ეკონომიკის სამსახურს ხელმძღვანელობს და კოტე ფრუიძეზე, რომელიც კულტურის სამსახურის უფროსია. მეხრიშვილის მტკიცებით დაპირისპირება სოციალურ ქსელში მისმა აქტიურობამ გამოიწვია, რადგან ხაშურის მუნი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2021-08-30
პარტიას „საქართველოსთვის" ბათუმის ოფისის მეპატრონემ ფართის დატოვება მოსთხოვა და ამის მიზეზად, ნაციონალურ მოძრაობასთან გახარიას შესაძლო კავშირის შესახებ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა. მისი თქმით, სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია. პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების" დამკ...

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-08-30 16 ივლისს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვის ცენტრის საწყობის გამგეს, პაპუნა ასათიანს სამსახურის უფროსმა გია ბასილაძემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზად, კი, შვილის პოლიტიკური არჩევანი დაუსახელა. უფროსმა ასევე განუცხადა, რომ თუ ნებით არ წავიდოდა, მას არ გაუჭირდებოდა სამსახურიდან გაშვების მიზეზის მოძებნა.პაპუნა ასათიანის შვილი, ამჟამად, პარტია „საქართველოსთვის" წევრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს...