1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  5. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  8. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  11. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  12. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  13. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  17. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  19. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  23. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 86
12345

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07 ხაშურის საკრებულოს წევრი ლევან გამრეკელი საკუთარი სახსრებით სოფელ კოდისწყარომდე გზის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოიხრეშება გზა. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან გამრეკელმა სოფელ მიწობში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც საკუთარი ხარჯით განახორციელა. გამრეკელმა რამდენიმე კვირის წინ სოფელ ოსიაურის სკოლას მთავარი კარი საჩუქრად გადასცა და დაუმონტაჟა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები „მომავლის სახლს" ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და პროდუქტები მიუტანეს. ვიდეო სოციალურ ქსელში შტაბის წევრმა გაავრცელა, სადაც „მომავლის სახლის" თანამშრომლები ვალერი გელაშვილის დახმარებაზე საუბრობენ და მას წარმატებას უსურვებენ. ვიდეო ამჟამად აღებულია სოციალური ქსელიდან.
...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა , საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07
შუამთობის სახალხო ზეიმზე, ახალდაქორწინებულ წყვილს ორი ოქროს სამკაული გადასცეს. ერთი ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, რომელიც მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", ხოლო მეორე დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ. ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული შეისყიდეს და წყვილის გადასცეს, მაგრამ ღირებულება არ დაასახელა. ანზორ ბოლქვაძემ „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული გამოატანეს და გადასცა, არ იცის ვინ იყიდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07
ტვ პირველის ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ოზურგეთში, „ქართული ოცნების" შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირეს. შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე მოქალაქეს ფულს, 400 ლარს გადასცემს. შენობაში ასევე იმყოფებოდა გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მისი განმარტებით, მოქალაქეს ფული წყლისა და პროდუქტის საყიდლად მისცეს.


აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-07
ყაზბეგის იუსტიციის სახლის მენეჯერმა, მანანა მარსაგიშვილი-ელოშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის შალვა ელოშვილის ცოლია, სამუშაო დროს შექმნა კანდიდატის მხარდამჭერი ჯგუფი ფეისბუქში და დაწერა რამდენიმე პოსტი. ასევე სამუშაო დროს ამ ჯგუფში წერდნენ მხარდამჭერ პოსტებსა და კომენტარებს ადგილობრივი საჯარო მოხელეები.
მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ მოხსნა შალვა ელოშვილის კანდიდატურა და ამჟამად პარტიის ...

აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 სალომე სორდია, საკრებულოს აპარატში სპეციალისტი პიარის კუთხით, სისტემატურად ეწევა მმართველი პარტიისა და მისი მერობის კანდიდატის აგიტაციას სოციალური ქსელით. მან, სამუშაო დროს. სოციალური ქსელით გააზიარა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის სააგიტაციო პოსტი. ...

აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ჯგერენაიამ 2 აგვისტოს, სამუშაო დროს თავის ფეისბუქის გვერდზე გააზიარა "ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის ამსახველი პოსტი. ...

აგიტაცია სოციალურ ქსელებში

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 ფოთის მერიის, კუნძულის ადმინისტრაციული ერთეულის სოციალური ქსელის facebook–ის გვერდზე, 2 აგვისტოს, სამუშაო დროს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გვერდიდან გაზიარდა ამავე პარტიის ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის შესახებ პოსტი. ...

აგიტაცია სოციალური ქსელებითქ

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 ცეცხლაურის სკოლის დირექტორს ლადო ხოზრევანიძეს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული აქვს მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის საარჩევნო ბანერი. ...

აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 ა(ა)იპ „ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" დირექტორს დავით წულაძეს პირად ფეისბუქგვერდზე ქავერად „ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი - 41 უყენია. ...

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ცვლილება

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: სხვა , საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

2021-09-06 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 4 აგვისტოს, არჩევნებამდე დარჩენილ 60 დღეზე ნაკლებ დროში, მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა 679.9 ათასი ლარით, რაც აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით. ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა გარე რესურსებით, კერძოდ რეგიონული ფონდის დაფინანსებით. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ...

კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა , სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2021-09-06
27 აგვისტოს, ქართული ოცნების აბაშის შტაბის შენობაზე გააკრეს აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელიას სარეკლამო ბანერი. ამისთვის გამოყენებული იყო აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

...

კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-06 27 აგვისტოს, სამუშაო საათებში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი მაია გაბელაია „ქართული ოცნების" ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც პრემიერმინისტრმა პარტიის ამომრჩევლებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა. ...

სამშენებლო მასალების გადაცემა პოტენციური ამომრჩეველთათვის

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2021-09-05 ფოთის მერიამ, 30 ოჯახისათვის სამშენებლო მასალები _ 739 ცალი სახურავის ფილა და 6.9. კბ.მეტრი ხის მასალა შეიძინა, რაშიც 19 275 ლარი გადაიხადა. სამშენებლო მასალები ფოთში, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით შეიძინეს. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

ეს უკვე, მეორე შეძენაა, პირველად მასალები მოსახლეობას 29 ივლისს გადასცეს. აღნიშნული პროგრამა ფოთის მერიამ მიმდინარე წელს დაამატა და მისთვის ბიუჯეტში 5...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05
9 აგვისტოს, სამუშაო დროს, 14:05 სთ.-ზე, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა დააფიქსირა „ქართული ოცნების" ოფისში მყოფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პიარის სპეციალისტი ნათია ზედგენიძე, რომელმაც, ამ დროის შემდეგ, არცთუ მცირე ხანი დაყო პარტიის ოფისში.

აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიერ მოძიებული ინფორმაციით, საკრებულოში ოფიციალური შესვენების დრო 13:00 დან 14:00 საათამდეა.
...

აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-09-05 8 აგვისტოს ხაშურის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. თანამდებობის პირებთან ერთად იყო თენგიზ ჩიტიაშვილი - მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის დუგლაძის ბიუროს ხელმძღვანელი. კითხვაზე თუ რატომ იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ ის მათთან ერთად იყო როგორც მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელ...

აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-09-05 8 აგვისტოს გორში, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ 68 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს. შეხვედრას „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: მთაწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05 „ქართული ოცნება მთაწმინდის" ფეისბუქგვერდი, გასულ არჩევნების შემდეგ, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალურად დანიშვნიდან კვლავ გააქტიურდა. ისინი აზიარებენ მერიისა და მთაწმინდის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ პოსტებს. აღნიშნული პოსტის კომენტარში, მოსახლეობა ითხოვს კონკრეტულ მისამართზე მისვლას და დახმარებას პრობლემის მოგვარებაში. პასუხად გვერდი წერს - „საკითხს გადავცემთ ქართული ოცნების შესა...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05 18 აგვისტოს, სამუშაო დროს, დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე, „ქართული ოცნების” ადგილობრივ ორგანიზაციისა და საარჩევნო შტაბის ეზოში მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის თანაშემწე, თორნიკე ტიკაძე დააფიქსირა. ...

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-09-05
19 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში „ქართული ოცნების" მერობისა და ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

სამუშაო დროს მიმდინარე ამ ღონისძიებაზე, „სამართლიანი არჩევნებს" წარმომადგენელმა გამოავლინა არაუფლებამოსილ პირთა დასწრება, მათ შორის: 
  • ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და მისი თანამშრომელი ცირა მსხილაძე; 
  • მერიის კულტ...