1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 147
12345678

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ადიგენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის ინფორმაციით, მათ მაჟორიტარობის და პროპორციული სიით N4 კანდიდატის, კობა გელაშვილის შვილებზე: ნიკა გელაშვილსა და აკაკი გელაშვილზე ზეწოლა განხორციელდა. ორივე მათგანს ხელმძღვანელობამ მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუ მათი მამა, კობა გელაშვილი არ მოხსნიდა კანდიდატურას.

ადიგენის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, აკაკი გელაშვილს განცხადების დაწერა მოსთხოვა ადიგენის მუნიცი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „ევროპული საქართველოს" ჩოხატაურის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლია ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად მამალაძე მათი მაჟორიტარობის 2 კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ჩიგოგიძის განცხადებით, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძეც ახორციელებს, რომელიც „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატებს იბარებს და კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ესაუბრა ორივე კ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოვანეს ოვსეპიანის ცოლმა გაიანე ოვანესიანმა, პარტიას აცნობა, რომ კანდიდატი ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ თუ მეუღლე კენჭს იყრიდა, მას, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს საათებს აღარ მისცემდნენ, ასევე, ოჯახს შეუქმნიდნენ სხვა პრობლემებსაც. პარტია "საქართველოსთვის" ნინოწმინდის შტაბის უფროსს და საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიის მე-2 ნომერს, გევორგ ბაბერ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 ადგილობრივ მედია-საშუალება „სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს. ბიზნესმენებთან შეხვედრებს რწმუნებულთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ, რის შედეგადაც, 1-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, 87 პირმა, სამცხე ჯავახეთში არსებული ბიზნესის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას" 661 ათასი ლარი შესწირა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 სექტემბრის დასაწყისში, კახეთის რეგიონის სოფლის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელს, საბავშვო ბაღის მენეჯერმა მოსთხოვა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 10 კაციანი სიის შედგენა სამეზობლო უბნიდან, რაზეც პედაგოგმა უარი განაცხადა. მასწავლებლის ვინაობას და სოფელს ორგანიზაცია, მისი სურვილის შესაბამისად, არ ასახელებს....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სიის მეორე ნომერი, მიხეილ ჯანაშვილი ემუქრება, რადგან არ მოსწონს მისი აქტიურობა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, სადაც ის მართავს ანგარიშს სახელწოდებით - „ხაშური ჩემი ქალაქია" და ჯანაშვილს კორუფციულ დანაშაულებში ამხელს. აქტივისტის თქმით, რამდენიმე თვის წინ მიხეილ ჯანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა და ამასთან დაკავშირებით საქმეც აღიძრა. ამის შემდეგ გაიგო, რომ ჯანაშვილი მუქარას მის ახლობლებს აბარებს. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება, სხვა , სააგიტაციო მასალების დაზიანება

2021-09-26 28 აგვისტოს, ხელვაჩაურში სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკრული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მიხეილ ბოლქვაძის სარეკლამო ბანერი მოიპარეს. ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მიხეილ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ბანერი „ქართული ოცნების" შტაბთან ახლოს იყო და გაკვრამდე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გააფრთხილეს, რომ ბანერი იმ ტერიტორიაზე არ გაეკრა. 

ბოლქვაძემ გამოძიების დ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნინოწმინდის შტაბის უფროსის თაქუჰი ვარტანიანის თქმით, ზეწოლისა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს ძმისშვილი აშოტ ვარტანიანი, რომელიც ნინოწმინდის მერიაში სპეციალისტად მუშაობდა. 2021 წლის აპრილში სამსახურიდან გაათავისუფლეს თაქუჰი ვარტანიანის რძალი რუზანნა ვარტანინი, რომელიც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა. 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებშ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომრის ცირა ჭეჟიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეიბორისტულ პარტიის წევრებზე ახორციელებს ზეწოლას კანდიდატურის მოხსნის მიზნით. მათ ემუქრებიან სამსახურიდან მოხსნით, სოციალური დახმარების გაუქმებით და ნარკოტიკების ჩადებით. მან „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდა sms მიმოწერა. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის განცხადებით, მის კუთვნილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყება შპს „თეონა" და შპს „ბოკატელოს" დოკუმენტაციით წელს უკვე მეორედ დაინტერესდა. ტეფნაძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციითა და ქონების განადგურებით ემუქრებიან, თუ კანდიდატურას არ მოხსნის. ტეფნაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილები მიიღო. იგი აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
19 სექტემბერს, სამტრედიაში პოლიტიკური პარტია ,,მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" იანეთი-ბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძის მიმართ განხორციელდა ზეწოლა და მუქარა. მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და აიძულებდნენ კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოეხსნა. მუქარა განხორციელდა საკანდელიძის ოჯახის მიმართაც. მოხდართან დაკავშირებით, იგი პოლიციაში გამოიკითხა.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, ტელეკომპანია ,,იმედზე" საკანდელიძის მიერ კანდიდატურის მოხს...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია „საქართველოსთვის" ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, გელა აბულაძის განმარტებით, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის შემდეგ მის მიმართ დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება. გელა აბულაძეს წლებია აქვს საოჯახო ბიზნესი მეცხოველეობის მიმართულებით, რისთვისაც მან წლების წინ დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი. ამჟამად, საგამოძიებო სტრუქტურა მიწის რეგისტრაციის უკანონობაში სდებს ბრალს, დაკითხვაზე დაიბარეს მისი ოჯახის წევრები. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯგალი-მედანის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" და ამავდროულად რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლირა ღურწკაია სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა პედაგოგს, რომლის მეუღლეც იმავე სოფლების მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", თუ ეს უკანასკნელი უარს არ იტყოდა კანდიდატობაზე. კანდიდატმა დამკვირვებელს ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ამ ეტაპზე ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 6 სექტემბერს, იმავე მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატურა მოხსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით წარდგენილმა დათო ხასაიამ. იგი ჭალეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელია. ენმ-ს განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ დათო ხასაია იყო ძალიან ძლიერი კანდიდატი, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია ,,საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატის ლალი შამუგიას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალე-მუჟავას მაჟორიტარულ ოლქში ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა, კერძოდ: სუს-ის წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ კანდიდატურის არ მოხსნის შემთხვევაში შვილს და სიძეს სამსახურს დაატოვებინებდნენ. ლალი შამუგია არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჭალეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-26 სოფელ ახალსოფლის გამგეობაში დასაქმებულ ნინო გოჯიაშვილს, რომელსაც 1 აგვისტოს გაუვიდა დროებითი ხელშეკრულების ვადა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 

ნინო გოჯიაშვილის ძმის, დავით გოჯიაშვილის თქმით, რომელიც „საქართველოსთვის" წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია ახალსოფლიდან, თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის წარმომადგენელმა მალხაზ სინჯარაძემ იგი გააფრთხილა, თუ არ "გაჩერდებოდა” მის დას გაათავისუფლებდნენ. 

ნინო გოჯიაშვ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურის დატოვების იძულება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-26 2 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხში მცხოვრები ძმები ლერი და მირიან ქათამაძეები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდნენ, გვიან ღამით, ბათუმის სამმართველოს უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი დააწერინა, ისე რომ ქათამაძეებისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ძმების თქმით, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სამსახურში კონსტანტინე ანანიაშვილის დროს დაინიშნნენ, რომელიც ამჟამად პარტია "საქართველოსთვის" წარმოადგენს. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-26
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის გივი წვერავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა კულტურის მინისტრს კვლავ დასანიშნად წარუდგინა წვერავას კანდიდატურა, მინისტრის მოადგილემ სამხატვრო ხელმძღვანელს წერილით აცნობა, რომ წარადგინოს სხვა კანდიდატურა, რადგან წვერავას დირექტორის პოზიცია ეკავა 2017 წლიდან და მისი დირექტორობის პერიოდში თეატრში "ხელშესახები განვითარება" არ შეინიშნება...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურის დატოვების იძულება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-26
პარტია „საქართველოსთვის" შაშიანი-ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი სოლომნიშვილს, რომელიც, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი - სოფლის წყლებში" მუშაობს, სამსახურის იურისტმა კოტე მარტაშვილმა დაურეკა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, იგივე მოთხოვნა წაუყენა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წინწალაშვილმაც და დაამატა, რომ თუ სოლომნიშვილი საკუთარი ნებით არ წავიდოდა, ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდებოდა. გიორგი სოლომნიშვილმა განცხადება არ დაწერა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , ფიზიკური ანგარიშსწორება

2021-09-26
21 სექტემბერს ენმ-ს მხარდამჭერს, ივანე გველესიანს საკუთარ სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ის ამბობს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი დაემუქრა. გველესიანი აქტიურად არის ჩართული ენმ-ის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო კამპანიაში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
...