1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 63
1234

ზეწოლა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელზე

თარიღი: 2021-09-29
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , დამკვირვებელზე ზეწოლა / საქმიანობის შეზღუდვა

2021-09-29 „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი თამთა ვირსალაძეს, დასაქმებული იყო edu.aris.ge -ში, სადაც, როგორც ჟურნალისტი განათლების საკითხებს აშუქებდა. მისი „სამართლიან არჩევნებში" მუშაობის შესახებ გამოცემის ადმინისტრაციისათვის კარგად იყო ცნობილი.რედაქტორის დავალებით, მან საიტისათვის მოამზადა მასალა „სამართლიანი არჩევნების" კვლევის შესახებ, რომლიც სისტემის პოლიტიზების გამო, დირექტორებისთვის ხელშეკრულების ვადის არ გაგრძელებას ეხებოდა.მასალის გამოქვეყნების შემდეგ, საიტის დამფუძნებელმა გიორგი ...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 11 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა „წყალტუბო ირჩევს გენადი ბალანჩივაძეს" გამოაქვეყნა წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის შესახებ ინფორმაცია და მიუთითა საიტი, სადაც ბინის მომავალი მფლობელების სიაა. აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებს და აღნიშნული ამბავი წყალტუბოელ დევნილებს მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი რუსუდან კოვზირიძე არის სოფელ ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი კანდიდატი „ევროპული საქართველოს" სახელით. ის შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც ზემდგომის თანამდებობის პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პოლიტიკაში წასვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ურჩიეს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. რუსუდან კოვზირიძემ დაახლოებით იმავე პერიოდში, აუდიტისგან მიიღო შეტყობინება თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი აუდიტის შესახებ....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ვანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 11 სექტემბერს ოპოზიციის კანდიდატების წარდგენისას ვანში, წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ინციდენტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი და ააიპ-ის თანამშრომელი მონაწილეობდნენ....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 აბაშაში, პარტია ,,საქართველოსთვის" ოფისის მესაკუთრემ აგვისტოს ბოლოს, გაურკვეველი მიზეზით მოითხოვა მისი კუთვნილი ფართის დაცლა. სექტემბრიდან, ოფისი „ქართულმა ოცნებამ" იქირავა და იქ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია განათავსა....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
3 სექტემბერს, შვებულებაში ყოფნისას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. ღონღაძე 23 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა. ღონღაძის თქმით, გეგმავდა, რომ შვებულების
დასრულების შემდეგ გადამდგარიყო. იგი მომხდარს პოლიტიკურ დევნ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „საქართველოსთვის’’ განცხადებით, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ კანდიდატურა დაშინების საფუძველზე მოხსნა და ამის შესახებ თანაგუნდელებს ტელეფონით ამცნო. პარტიის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ კანდიდატის გადაწყვეტილება ზეწოლას და მოსყიდვას უკავშირდება, რომელშიც ჩართული იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მისი ძმა, არჩილ თალაკვაძე, რომელიც უშუალოდაა ჩართული ძმის წინასაარჩევნო კამპანიაში. პარალელურად, საჯაროდ გავრცელდა აუდიო...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ადიგენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
მოქალაქე ნუკი იაკობაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ ,,საქართველოსთვის", მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერა ადიგენის საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში. ნუკი იაკობაშვილის თქმით, იგი "ქართული ოცნების მხარდამჭერია და ითხოვს მისი ნების საწინააღმდეგოდ პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამოძიებას.

პარტია „საქართველოსთვის" სამცხ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ადიგენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის ინფორმაციით, მათ მაჟორიტარობის და პროპორციული სიით N4 კანდიდატის, კობა გელაშვილის შვილებზე: ნიკა გელაშვილსა და აკაკი გელაშვილზე ზეწოლა განხორციელდა. ორივე მათგანს ხელმძღვანელობამ მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუ მათი მამა, კობა გელაშვილი არ მოხსნიდა კანდიდატურას.

ადიგენის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, აკაკი გელაშვილს განცხადების დაწერა მოსთხოვა ადიგენის მუნიცი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „ევროპული საქართველოს" ჩოხატაურის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლია ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად მამალაძე მათი მაჟორიტარობის 2 კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ჩიგოგიძის განცხადებით, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძეც ახორციელებს, რომელიც „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატებს იბარებს და კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ესაუბრა ორივე კ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოვანეს ოვსეპიანის ცოლმა გაიანე ოვანესიანმა, პარტიას აცნობა, რომ კანდიდატი ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ თუ მეუღლე კენჭს იყრიდა, მას, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს საათებს აღარ მისცემდნენ, ასევე, ოჯახს შეუქმნიდნენ სხვა პრობლემებსაც. პარტია "საქართველოსთვის" ნინოწმინდის შტაბის უფროსს და საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიის მე-2 ნომერს, გევორგ ბაბერ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 ადგილობრივ მედია-საშუალება „სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს. ბიზნესმენებთან შეხვედრებს რწმუნებულთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ, რის შედეგადაც, 1-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, 87 პირმა, სამცხე ჯავახეთში არსებული ბიზნესის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას" 661 ათასი ლარი შესწირა...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 სექტემბრის დასაწყისში, კახეთის რეგიონის სოფლის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელს, საბავშვო ბაღის მენეჯერმა მოსთხოვა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 10 კაციანი სიის შედგენა სამეზობლო უბნიდან, რაზეც პედაგოგმა უარი განაცხადა. მასწავლებლის ვინაობას და სოფელს ორგანიზაცია, მისი სურვილის შესაბამისად, არ ასახელებს....

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სიის მეორე ნომერი, მიხეილ ჯანაშვილი ემუქრება, რადგან არ მოსწონს მისი აქტიურობა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, სადაც ის მართავს ანგარიშს სახელწოდებით - „ხაშური ჩემი ქალაქია" და ჯანაშვილს კორუფციულ დანაშაულებში ამხელს. აქტივისტის თქმით, რამდენიმე თვის წინ მიხეილ ჯანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა და ამასთან დაკავშირებით საქმეც აღიძრა. ამის შემდეგ გაიგო, რომ ჯანაშვილი მუქარას მის ახლობლებს აბარებს. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება, სხვა , სააგიტაციო მასალების დაზიანება

2021-09-26 28 აგვისტოს, ხელვაჩაურში სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკრული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მიხეილ ბოლქვაძის სარეკლამო ბანერი მოიპარეს. ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მიხეილ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ბანერი „ქართული ოცნების" შტაბთან ახლოს იყო და გაკვრამდე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გააფრთხილეს, რომ ბანერი იმ ტერიტორიაზე არ გაეკრა. 

ბოლქვაძემ გამოძიების დ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნინოწმინდის შტაბის უფროსის თაქუჰი ვარტანიანის თქმით, ზეწოლისა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს ძმისშვილი აშოტ ვარტანიანი, რომელიც ნინოწმინდის მერიაში სპეციალისტად მუშაობდა. 2021 წლის აპრილში სამსახურიდან გაათავისუფლეს თაქუჰი ვარტანიანის რძალი რუზანნა ვარტანინი, რომელიც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა. 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებშ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომრის ცირა ჭეჟიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეიბორისტულ პარტიის წევრებზე ახორციელებს ზეწოლას კანდიდატურის მოხსნის მიზნით. მათ ემუქრებიან სამსახურიდან მოხსნით, სოციალური დახმარების გაუქმებით და ნარკოტიკების ჩადებით. მან „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდა sms მიმოწერა. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის განცხადებით, მის კუთვნილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყება შპს „თეონა" და შპს „ბოკატელოს" დოკუმენტაციით წელს უკვე მეორედ დაინტერესდა. ტეფნაძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციითა და ქონების განადგურებით ემუქრებიან, თუ კანდიდატურას არ მოხსნის. ტეფნაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილები მიიღო. იგი აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26
19 სექტემბერს, სამტრედიაში პოლიტიკური პარტია ,,მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" იანეთი-ბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძის მიმართ განხორციელდა ზეწოლა და მუქარა. მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და აიძულებდნენ კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოეხსნა. მუქარა განხორციელდა საკანდელიძის ოჯახის მიმართაც. მოხდართან დაკავშირებით, იგი პოლიციაში გამოიკითხა.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, ტელეკომპანია ,,იმედზე" საკანდელიძის მიერ კანდიდატურის მოხს...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 პარტია „საქართველოსთვის" ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, გელა აბულაძის განმარტებით, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის შემდეგ მის მიმართ დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება. გელა აბულაძეს წლებია აქვს საოჯახო ბიზნესი მეცხოველეობის მიმართულებით, რისთვისაც მან წლების წინ დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი. ამჟამად, საგამოძიებო სტრუქტურა მიწის რეგისტრაციის უკანონობაში სდებს ბრალს, დაკითხვაზე დაიბარეს მისი ოჯახის წევრები. ...