1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 8
1

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-26 „ქართული ოცნების" წევრმა, საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და ოსიაურის მაჟრიტარობის კანდიდატმა ლევან გამრეკელმა ხაშურში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეშა მიუტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მოქალაქემ დაწერა. „მთელი ოჯახი მადლობას ვუხდით ბატონ ლეო გამრეკელს რომელმაც გაგვიწია დახმარება და მოგვიტანა შეშა რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას ღმერთმა ამრავლოს ბატონი ლეოს ნაირი ქველმოქმედი ადამიანები,ვუსურვებთ ბევრ წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად"...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სიის მეორე ნომერი, მიხეილ ჯანაშვილი ემუქრება, რადგან არ მოსწონს მისი აქტიურობა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, სადაც ის მართავს ანგარიშს სახელწოდებით - „ხაშური ჩემი ქალაქია" და ჯანაშვილს კორუფციულ დანაშაულებში ამხელს. აქტივისტის თქმით, რამდენიმე თვის წინ მიხეილ ჯანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა და ამასთან დაკავშირებით საქმეც აღიძრა. ამის შემდეგ გაიგო, რომ ჯანაშვილი მუქარას მის ახლობლებს აბარებს. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , მუქარა/დაშინება

2021-09-26 „საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის განცხადებით, მის კუთვნილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყება შპს „თეონა" და შპს „ბოკატელოს" დოკუმენტაციით წელს უკვე მეორედ დაინტერესდა. ტეფნაძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციითა და ქონების განადგურებით ემუქრებიან, თუ კანდიდატურას არ მოხსნის. ტეფნაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილები მიიღო. იგი აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07 ხაშურის საკრებულოს წევრი ლევან გამრეკელი საკუთარი სახსრებით სოფელ კოდისწყარომდე გზის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოიხრეშება გზა. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან გამრეკელმა სოფელ მიწობში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც საკუთარი ხარჯით განახორციელა. გამრეკელმა რამდენიმე კვირის წინ სოფელ ოსიაურის სკოლას მთავარი კარი საჩუქრად გადასცა და დაუმონტაჟა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-09-07
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2021-09-07
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები „მომავლის სახლს" ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და პროდუქტები მიუტანეს. ვიდეო სოციალურ ქსელში შტაბის წევრმა გაავრცელა, სადაც „მომავლის სახლის" თანამშრომლები ვალერი გელაშვილის დახმარებაზე საუბრობენ და მას წარმატებას უსურვებენ. ვიდეო ამჟამად აღებულია სოციალური ქსელიდან.
...

აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-09-05 8 აგვისტოს ხაშურის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. თანამდებობის პირებთან ერთად იყო თენგიზ ჩიტიაშვილი - მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის დუგლაძის ბიუროს ხელმძღვანელი. კითხვაზე თუ რატომ იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ ის მათთან ერთად იყო როგორც მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2021-08-30
30 ივლისს „ქართულმა ოცნებამ" ფარული შეხვედრა გამართა საჯარო მოხელეებთან და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებთან. შეხვედრას ასევე მმართველი პარტიის კოორდინატორებიც ესწრებოდნენ. „ქართულმა ოცნებამ" შეკრებილებს ხაშურის მერობის კანდიდატი წარუდგინა. შეხვედრას არც არასამთავრობო ორგანიზაციების და არც მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაასწრეს.

„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე მი...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2021-08-30
30 ივლისს სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი გაუსწორდა. მეხრიშვილი ამტკიცებს, რომ ჯანაშვილის გარდა მასზე ფიზიკურად ხაშურის მერიის მაღალჩინოსნებმაც იძალადეს. საუბარია სერგო ლალიაშვილზე, რომელიც მერიის ეკონომიკის სამსახურს ხელმძღვანელობს და კოტე ფრუიძეზე, რომელიც კულტურის სამსახურის უფროსია. მეხრიშვილის მტკიცებით დაპირისპირება სოციალურ ქსელში მისმა აქტიურობამ გამოიწვია, რადგან ხაშურის მუნი...