1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 15
1

სააგიტაციო მასალის დაზიანება

თარიღი: 2021-09-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , სააგიტაციო მასალების დაზიანება

2021-09-30 ფოთში, ნაბადის ტერიტორიულ ერთეულში, „მესამე ძალა–სტრატეგია აღმაშენებლის" პლაკატები დააზიანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს როცა სამართალდამცველებს მიმართეს, პასუხად მიიღეს, რომ თვითონვე უნდა უდარაჯონ და დაიცვან მათი პარტიის პლაკატები....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 ფოთის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამარ გუგუშვილმა, 30 აგვისტოს, სამუშაო დროს, სოციალურ ქსელში გააზიარა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის სტუდენტებისადმი მიმართვა....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 ფოთის საკრებულოს აპარატის სპეციალისტის თანაშემწე პიარის მხრივ სალომე სორდიამ 30 აგვისტოს, სამუშაო საათებში გააზიარა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის მილოცვა სტუდენტებისადმი....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 ფოთის მუნიციპალიტეტის კუნძულის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქგვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ამ ერთეილში მერის ყოფილი წარმომადგენელი და ამჟამად მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრო ქუშაშვილი აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატთან ერთად დაიწყეს მოსახლეობასთან შეხვედრები, ადგილზე ეცნობიან პრობლემებს....

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2021-09-28
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა , არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2021-09-28 27 აგვისტოს, ფოთში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენა გაიმართა. წარდგენა სამუშაო დროს, 14 საათიდან დაიწყო და მას ესწრებოდნენ როგორც მერიის, ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მერიის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები. ”სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს ღონისძიებაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ...

აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 სალომე სორდია, საკრებულოს აპარატში სპეციალისტი პიარის კუთხით, სისტემატურად ეწევა მმართველი პარტიისა და მისი მერობის კანდიდატის აგიტაციას სოციალური ქსელით. მან, სამუშაო დროს. სოციალური ქსელით გააზიარა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის სააგიტაციო პოსტი. ...

აგიტაცია სოციალური ქსელით

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ჯგერენაიამ 2 აგვისტოს, სამუშაო დროს თავის ფეისბუქის გვერდზე გააზიარა "ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის ამსახველი პოსტი. ...

აგიტაცია სოციალურ ქსელებში

თარიღი: 2021-09-06
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: აგიტაცია სოციალური ქსელით

2021-09-06 ფოთის მერიის, კუნძულის ადმინისტრაციული ერთეულის სოციალური ქსელის facebook–ის გვერდზე, 2 აგვისტოს, სამუშაო დროს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გვერდიდან გაზიარდა ამავე პარტიის ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის შესახებ პოსტი. ...

სამშენებლო მასალების გადაცემა პოტენციური ამომრჩეველთათვის

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2021-09-05 ფოთის მერიამ, 30 ოჯახისათვის სამშენებლო მასალები _ 739 ცალი სახურავის ფილა და 6.9. კბ.მეტრი ხის მასალა შეიძინა, რაშიც 19 275 ლარი გადაიხადა. სამშენებლო მასალები ფოთში, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით შეიძინეს. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

ეს უკვე, მეორე შეძენაა, პირველად მასალები მოსახლეობას 29 ივლისს გადასცეს. აღნიშნული პროგრამა ფოთის მერიამ მიმდინარე წელს დაამატა და მისთვის ბიუჯეტში 5...

ირიბი ზეწოლა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერებზე

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა , სხვა , წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2021-09-05 პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის კონსტანტინე თოფურიას ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთისთვის, მოწყობილ გასართობ სივრცესთან, 6 აგვისტოს საღამოს, შკოდას ფირმის ავტომობილიდან პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ფოტოები გადაუღეს. მისი თქმით, ავტომობილში სამოქალაქო ფორმაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. თოფურია ვარაუდობს, რომ ფოტოგადაღების მიზანი იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლების დაშინებაა. ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

თარიღი: 2021-09-05
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სხვა სახის ზეწოლა

2021-09-05
„სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში, მოყვანილი იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსის მინდია ბარამიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ფოთის მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრობის გამო, რომ...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 2021-09-04
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-09-04
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის” სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია. მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა.

ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.<...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა , აგიტაცია ოფიციალური წინასაარჩევნო კომპანიის დაწყებამდე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

2021-08-30
31 ივლისს, რეაბილიტირებულ ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის გახსნაში მონაწილეობდნენ ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე.
აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ბექა ვაჭარაძე „ქართულმა ოცნებამ" ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა.
...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2021-08-30 29 ივლისს, ქალაქ ფოთის მერიამ პროგრამის - „განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება" ფარგლებში, 23 ოჯახს სამშენებლო მასალები (ხის ფიცრები...

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება

თარიღი: 2021-08-30
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა , სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულება

2021-08-30
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს მინდია ბარამია, რომელსაც ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფოთის მერის მოადგილესთან, პაატა ლაგვილავასთან და ვიცე-მერ კონსტანტინე თოფურიასთან.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას შეუერთდნენ, ფოთის მუნიც...