1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 176
123456789

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2021-10-03 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის პირადი ნომერში იყო შეცდომა. ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. თავმჯდომარემ დაწერა ახსნა განმარტება რომ რეგისტრაციისას შეცდომით უკარნახა ამომრჩეველმა პირადი ნომერი ტელეფონით;...

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2021-10-03 #10 გლდანის #10 საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ დაფიქსირდა, რომ ხუთ ბიულეტენი არ იყო რეგისტრატორი კომისიის წევრის ბეჭდით დამოწმებული; ...

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-03 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში 50 ბიულეტენს ნაცვლად დაბეჭდილი იყო 52. კომისიის რეგისტრატორის მიერ აღნიშნულზე შედგა ახსნა-განმარტებაის აქტი....

მარკირების წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-02 #2 ვაკის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გუკეთეს მარკირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი. ამომრჩეველს შეეზღუდა საარჩევნო უფლება....

მარკირების წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

2021-10-02 #2 ვაკის #49 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა; ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: წალენჯიხა , წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-02 #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე გასცა ბიულეტენი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, შემდგომ კი სამაგიდო სიაში გააკეთა ხელმოწერა ამომრჩევლის არყოფნის დროს, ხოლო დარღვევის დაფიქსირების შემდგომ უბანზე მოყვანილ იქნა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემიდან გარკვეული დროის შემდგომ მოაწერა ხელი სამაგიდო სიაში ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-02 #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერების და გაცემული ბიულეტენების რაოდენობის დათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს პროპორციული საარჩევნო სისტემით გაცემული ბიულეტენის ერთით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას, ხოლო მაჟორიტარული ბიულეტენი ერთით ნაკლები იყო ხელმოწერების რაოდენობაზე; ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-02 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთ-ერთი ამომრჩეველს ბიულეტენი ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე გადასცა; ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-02 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, ბიულეტენისა და ხელმოწერების გადამოწმებისას დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს იმაზე მეტი ბიულეტენი ჰქონდა გაცემული, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერები ფიქსირდებოდა. რეგისტრატორის განმარტებით, მას ამომრჩევლის ხელმოწერა გამოჩრა; ...

დამკვირვებლის მიერ კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: მთაწმინდა , მთაწმინდა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-02 #1მთაწმინდის #12 საარჩევნო უბანზე გახსნის მომენტიდან იმყოფება ა(ა)იპ ,,ალტერნატივა ენჯეო"-ს დამკვირვებელი მჭიდრო კონტაქტში შედის ამომრჩეველთან, ხმაურობს უბანზე, რითაც ირღვევა კენჭისყრის პროცედურის მიმდინარეობა, შედეგად იქმნება ხმაური და ქაოსი. აღნიშნულზე კომისიის თავმჯდომარეს ეთხოვა დარღვევის აღმოფხვრა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია; ...

დამკვირვებლის უფლებების დარღვევა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ყვარელი , ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-02 #16 ყვარლის #15 საარჩევნო უბანზე "სამრთლინი არჩევნების" დამკვირვებელს კომისიის წევრები ექცევიან არაეთიკურად, აყენებენ შეურაცხყოფას და არ აძლევენ დამკვირვებლის უფლებამოსილების კეროვნად განხორციელების საშუალებას. ...

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2021-10-02 #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის დაახლოებით 15 ამომრჩეველმა, „ქართული ოცნების" წარმომადგენელს და კომისიის წევრებს აჩვენეს თუ ვინ შემოხაზეს ბიულეტენში. კომისიის თავმჯდომარის მითითების მიუხედავად დარღვევა არ აღმოიფხვრა....

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

2021-10-02 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი. უბანზე არ მოწმდება და არ კეთდება მარკირება. დღის მანძილზე „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს არაერთხელ შეუზღუდეს დაკვირვების უფლება. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ არაერთხელ დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბან...

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

2021-10-02 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას აძლევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამომრჩევლებს ხმას აძლევდნენ ფურცელზე დაწერილი რიგითიი ნომრების მიხედვით. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომისია აღნიშნულ დარღვევაზე არ რეაგირებს. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა; ...

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-02 #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი აღრიცხავს ამომრჩევლის პირადი მონაცემებს და ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს მესამე პირებს....

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ნაძალადევი , ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-02 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება გაცემულ ბიულეტენზე ნაკლები ხელმოწერა; ...

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-02 #79 ბათუმის #96-ე საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" დამკვირვებელი უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პირად მონაცემებს ინიშნავდა და აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემდა ტელეფონით; ...

არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა კენჭისყრის ოთახში

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ხულო , ხულო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები

2021-10-02 # 84 Ხულოს საარჩევნო ოლქის #11 უბანთან არააკრედიტირებული პირი ცდილობდა უბანზე შესვლას, თუმცა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, კვლავ დარჩა უბნის სიახლოვეს და ცდილობს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას. ...

დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები

2021-10-02 #3 Საბურთალოს საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანთან, დილის 8 საათიდან მობილიზებულია პოლიცია. პოლიცია სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს სთხოვდა, რომ დატოვოს გარე დაკვირვების ტერიტორია და გადაინაცვლოს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მოშორებით. Პრობლემა „სამართლიანი არჩევნების" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა. ...

ამომრჩევლის მობილიზება

თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები

2021-10-02 # 52 Ბაღდათის #2 საარჩევნო უბანთან ერთი და იმავე მანქანით ორჯერ მოიყვანეს ამომრჩევლები. ...