1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 152
12345678

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სადემონსტრაციო ოქმში 12 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა არასათანადო ადგილას მიუთითა....

მარკირების წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე გაუმართავი იყო მარკირების შესამოწმებელი ფანარი. დამკვირვებელმა მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა, რის შემდეგაც საოლქო საარჩევნო კომისიამ უბანს გადასცა ახალი ფანარი. ფანრის გაუმართაობის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მარკირების შემოწმება სათანადოდ არ ხდებოდა....

მარკირების წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ იშლება (შორდება)....

მარკირების წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება თუმცა, მისი სიაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ საარჩევნო უბანზე. შემთხვევის შესახებ არ დაწერილა ახსნა-განმარტება. 
...

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2021-10-30 #79 ბათუმის სარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კენჭისყრის კაბინის გარეთ, რითაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. „სამართლიანი არჩევნების" შენიშვნის საფუძველზე, გამოყენებული ბიულეტენი კომისიამ ჩათვალა გაფუჭებულად, ხოლო ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი გადაეცა....

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2021-10-30 #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ საჭიროებდა დახმარებას, კაბინაში შეჰყვა დამკვირვებელი....

ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #119 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი არასწორად გასცემდა საარჩევნო ბიულეტენებს. კერძოდ, ამომრჩევლისთვის გასაცემ 33 ბიულეტენზე არ იკითხებოდა საარჩევნო ოლქის და უბნის ნომრები. კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დააწერინა ახსნა-განმარტება და საბოლოოდ რეგისტრატორი შეცვალა....

ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადაეცათ 30 ბიულეტენი (გადასატან ყუთზე რეგისტრირებული იყო 27 ამომრჩეველი). საარჩევნო ყუთის წაღებიდან მალევე, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოიტანა ბიულეტენები და აღნიშნა, რომ იპოვა ძირს დაყრილი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენები გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაებნათ და ისინი კვლავ უკან გაატანა....

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #59 ქუთაისის #39 საარჩევნო უბანზე 14:00 საათის მონაცემების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს დაახლოებით 40 ამომრჩევლის ხელმოწერის გასწვრივ საკუთარი ხელმოწერა დაფიქსირებული არ ჰქონდა....

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ნაძალადევი , ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა 3-ით ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი დააბრუნეს. კერძოდ, უბნის დატოვებამდე მათ გადაეცათ 40 საარჩევნო ბიულეტენი და ამდენივე სპეციალური კონვერტი. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო 35 ამომრჩევლის ხელმოწერა. კომისიის წევრებმა უკან დააბრუნეს მხოლოდ ორი სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი. მათ არ დაუბრუნებიათ დარჩენილი 3 სპეციალური კონვერტი და ბიულეტენ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სიაში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერები არ ფიქსირდებოდა. კომისიის წევრების განმარტებით, მათ ამომრჩევლებისთვის ხელის მოწერის თხოვნა დაავიწყდათ.  ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, თუმცა პირი გადასატანი ყუთის სიაში არ იყო შეყვანილი;...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #17 თელავის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე სხვა უბანზე სპეციალურ სიაში მყოფი 2 ამომრჩეველი გამოცხადდა. რეგისტრატორმა მათ ხმის მიცემის საშუალება მისცა. დარღვევის დაფიქსირების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის მითითებით, რეგისტრატორმა შეადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება. ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში საკუთარი გვარის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა დახვდა. აღნიშნულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა შეძლო და მისი ხელმოწერა დაფიქსირდა იმავე გრაფაში. თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს მისცა სიტყვიერი შენიშვნა და დააწერინა ახსნა-განმარტება. ...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #8 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიაღებინა სხვა უბნის სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩეველს;...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გრაფის გასწვრივ, რაზეც კომისიის რეგისტრატორ წევრს მისცეს შენიშვნა. რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება;...

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა წევრმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს საარჩევნო სიაში მოაწერინა ხელი. თავმჯდომარის განმარტებით, ამომრჩევლისთვის ბიულეტენი არ გადაუციათ;...

ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ „განათლების პროფესიული კავშირის" დამკვირვებელი რეგისტრატორებთან ახლოს გადაადგილდება და აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს....

ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ „სოციალური გარემოს" დამკვირვებელი დგას ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით, ტელეფონის კამერის გამოყენებით აფიქსირებს მოსულ ამომრჩეველს და აფერხებს მათ. კომისიის მოწოდებას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა აღრიცხვა, იგი არ ემორჩილება;...

ამომრჩეველთა აღრიცხვა საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #47-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 11:20 საათზე შევიდა „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რომელმაც რეგისტრატორ კომისიის წევრებს წინ დაუდო სიები და მოსთხოვა მოენიშნათ იმ ამომრჩევლების რიგითი ნომრები რომლებიც უკვე გამოცხადდნენ არჩევნებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია;...