1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 78
1234

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-31
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #3 უბანთან დიდი ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო მანქანა, რომელშიც იჯდა ორი მგზავრი. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-31
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნიდან 80-90 მეტრში შეკრებილი იყო პირთა ჯგუფი ავტომობილით, რომლებიც დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს. ...

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, აგიტაცია კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში განთავსებული იყო „ქართული ოცნების" დროშა, რაზეც თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. ...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, ფიზიკური ძალადობა / მუქარა / ზეწოლა კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #90 უბანზე დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი 1 ხმის მეტობით, რაზეც რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება. ოპოზიციამ გამოხატა უნდობლობა შედეგების მიმართ, რასაც მოყვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და "ქართული ოცნების” წარმომადგენელი კომისიის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-30 #66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ შეზღუდა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უფლება. კერძოდ, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი იყო და მითხოვა დოკუმენტის ნახვა. პასუხად, თავმჯდომარემ დოკუმენტი დამალა და დამკვირვებლის მიმართ გამოავლინა აგრესია. ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ნაძალადევი , ნაძალადევი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-30 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ერეოდა კომისიის საქმიანობაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.  ...

კოორდინატორების მობილიზება უბანთან

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #17 თელავის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბნიდან "ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი ხშირად გამოდიოდა და კომუნიკაციას ამყარებდა უბნის მოშორებით, ავტომობილში მყოფ პირთან. ...

კოორდინატორების მობილიზება უბანთან

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში შეკრებილი იყო 3 კოორდინატორი, რომლებიც ამომრჩევლებს სატელეფონო კომუნიკაციით ხმის მისაცემად უბანზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ. "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს განუცხადეს, რომ ისინი "ქართული ოცნებიდან” იყვნენ და ამის უფლება ჰქონდათ. ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანთან ორ ერთსა და იმავე ავტომანქანას მოჰყავდა ამომრჩევლები საარჩევნო უბანთან. მანქანის მძღოლები შედიოდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ერთ-ერთ მანქანას ჰქონდა დაკრული სტიკერი "41” ნომრით, რომელიც დამკვირვებლის მიერ ფაქტის იდენტიფიცირების შემდეგ მოაშორეს. ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე ავტომანქანა ახდენდა ამომრჩევლების ორგანიზებულ ტრანსპორტირებას.  ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ჩუღურეთი , ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი გამოდიოდა კენჭისყრის შენობიდან და სატელეფონო კომუნიკაციით აორგანიზებდა ამომრჩევლების უბანზე მობილიზებას. კერძოდ, ურეკავდა პირებს და ეუბნებოდა, რომ დაბალი აქტივობის გამო, მოეყვანათ ამომრჩეველი ხმის მისაცემად. იმავე უბანზე 5-6 ჯერ ორმა სხვადასხვა მანქანამ მოიყვანა ამომრჩევლები. ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ავტომობილმა ოთხჯერ მიიყვანა სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩეველი ადგილზე. ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირების მიერ ამომრჩევლების ერთი და იმავე მანქანით მობილიზება. მანქანის მძღოლს ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ,,ქართული ოცნების" აკრედიტებულ წარმომადგენელთან საარჩევნო უბანზე. ...

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდნენ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო უბანზე აცილებდნენ მოხუც პირებს. Მათ ჰკითხეს თუ რომელი კანდიდატის შემოხაზვას აპირებდა ამომრჩეველი. აღნიშნული პირები, იმყოფებოდნენ უბანთან მობილიზებული 7-8 მსუბუქ ავტომობილში. ...

ამომრჩეველთა აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნიდან გამოვიდა დამკვირვებელი, ტელეფონის მეშვეობით პირს უკარნახა რიცხვები, პირის სახელი და გვარი და საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პირი უკვე მოვიდა არჩევნებზე. ...

ამომრჩეველთა აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან ორი საეჭვო პირი, რვეულით ხელში, აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. დამკვირვებლის მიახლოებისას, მათ ადგილი დატოვეს ავტომობილით. ...

ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან შეკრებილი ე.წ. "ძველი ბიჭები”, "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ქმნიდნენ მის სამუშაოსთვის დამაბრკოლებელ და დამაშინებელ გარემოს....

ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე 100 მეტრამდე მანძილზე უბნის მახლობლად დილიდან მდგარ მიკროავტობუსში მყოფ პირებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ერთ-ერთმა პირმა დამალა ფურცლები, რის შემდეგაც, დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ...

ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან კომისიის წევრის მიერ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. აღნიშნული მოჰყვა დამკვირვებლის მიერ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული "ქართული ოცნების” კოორდინატორის მიერ ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტის დაფიქსირებას. დამკვირვებლის მიმართ ზეწოლა განხორციელდა უცხო პირების მხრიდანაც, რომლებიც დამკვირვებელს ფოტოს გადაღებაში სდებდნენ ბრალს. ...

ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსის მოშორებით მობილიზებულ პირებსა და საარჩევნო უბნის აკრედიტებულ დამკვირვებელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ფოტოს გადაღება სცადა. სიტუაცია განიმუხტა პოლიციის ჩარევის შემდეგ. ...