 |
თარიღი: 2024-10-26
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2024-10-26
ამომრჩევლისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები დაფიქსირდა
...
2024-10-26
საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარე იმდაგვარად იდგა ფარული ხმის მიცემის კაბინების უკან, რომ შეეძლო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. ასევე, იგი ამომრჩეველს მიუთითებდა თუ როგორ შემოეხაზა ბიულეტენი სწორად, რა დროსაც ირღვეოდა ხმის ფარულობის პრინციპი...
2024-10-26
საარჩევნო უბანში ფარული ხმის მიცემის კაბინები ისე ახლოს იყო განლაგებული რეგისტრატორის მაგიდასთან, რომ რეგისტრატორის უკან მდგომ პირს შეეძლო ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე შევსებული ან/და მონიშნული წრის დანახვა....
2024-10-26
ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში ბიულეტენის მოთავსების დროს, რამდენჯერმე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შედეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა....
2024-10-26
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა, როდესაც ფარული ხმის მიცემის კაბინაში, ხმის მისაცემად, ორი ადამიანი ერთად შევიდა და ერთმანეთს უთითებდა, თუ რომელი პარტიისათვის უნდა მიეცათ ხმა;...
2024-10-26
#84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანში ფარული ხმის მიცემის კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის ბიულეტენი საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველმა კომისიის წევრმა ამოაბრუნა და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოათავსა იმგვარად, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
...
2024-10-26
#14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანში ერთ-ერთ ამომრჩეველს მეორე ამომრჩეველი შეჰყვა კაბინაში. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, კომისიის წევრების განმარტებით, ამომრჩეველს ესაჭიროებოდა დახმარება მხედველობის პრობლემების გამო, რაც თავად ამომრჩეველმა უარყო.
...
2024-10-26
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბნებიდან „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები გააძევეს.
...
2024-10-26
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბნებიდან „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები გააძევეს. ამასთანავე, #9 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ...
2024-10-26
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ყუთში ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ამავე უბნიდან გამოაძევეს. „სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივარი აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით.
<...
2024-10-26
ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანში შევიდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც ეცვა პოლიციის ფორმა - შსს-ს ლოგოთი. იგი გაესაუბრა კომისიის თავმჯდომარეს, შედეგ კი დატოვა საარჩევნო უბანი. კომისიის მდივნის განმარტებით, არაუფლებამოსილი პირი შენობის დაცვის თანამშრომელი იყო. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
...
2024-10-26
ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანში ერთდროულად იმყოფებოდა საარჩევნო სუბიექტის („ქართული ოცნება") ორი წარმომადგენელი. დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტის შესახებ მიმართვის შემდეგ, საარჩევნო სუბიექტის ერთმა წარმომადგენელმა დატოვა უბანი. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
...
2024-10-26
ისნის #5 საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანში იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი, პერიოდულად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გადიოდა საკითხებს. აღნიშნულ უბანზე, ასევე კენჭისყრა მიდის ქაოსურად;
...
2024-10-26
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ფერხდება კენჭისყრის პროცესი. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
...
2024-10-26
#1 მთაწმინდის ოლქის #16 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი;
...
2024-10-26
#44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა შეავსო ორი ბიულეტენი და ორივე ჩააგდო ყუთში.
...
2024-10-26
#22 მარნეულის ოლქის #71 უბანზე დაფიქსირდა მრავალჯერადი ხმის მიცემის 2 შემთხვევა;
...
2024-10-26
#16 ყვარლის ოლქის # 9 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ფარული კენჭისყრის კაბინის წინ იდგა და დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა;
...
2024-10-26
#23 ბოლნისის #49 უბანზე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას მასთან მივიდა მეორე პირი (ამომრჩეველი), რომელიც ცდილობდა იმის გამორკვევას, თუ ვის მისცა მან ხმა. ამავე უბანზე, ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდგომ, კომისიის წევრს აჩვენა ბიულეტენი;
...
2024-10-26
#25 წალკის ოლქის 32 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებმა ხმის მიცემისას, კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღეს;
...