1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 58
123

დაპირისპირება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაზე

თარიღი: 2014-08-07
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მისულ გიგი უგულავას ორგანიზაცია ,,ანტი-კლანის“ წევრებმა მერაბ ღოღობერიძემ და ვახტანგ მითიაშვილმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინციდენტის გამო მერაბ ღოღობერიძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვახტანგ მითიაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდა....

დეპუტატის უკანონოდ დაკავების ფაქტი

თარიღი: 2014-07-04
ოლქი: საბურთალო , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2014-07-04
2014 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბრალდებულის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ჩხუბის დროს დააკავეს თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე გაბაშვილი, ,,თავისუფალი ზონის“ აქტივისტები - გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ასევე პარლამენტის წევრი - ლევან ბეჟაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს...

თბილისის ყოფილი მერის დაკავების ფაქტი

თარიღი: 2014-07-03
ოლქი: საბურთალო , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2014-07-03
2014 წლის 3 ივლისს თბილისის ყოფილი მერი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. გიგი უგულავას ბრალი ედება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი უდენობით შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ...

ზეწოლის ფაქტი სოფელ ჭოგნარში

თარიღი: 2014-06-22
ოლქი: თერჯოლა , ჭოგნარი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2014-06-22
თერჯოლის რაიონის სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე - შოთა შანიძეზე, (რომელიც კენჭს თერჯოლის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა და საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი), მისივე განცხადებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - მერაბ დევიძემ ზეწოლა განახორციელა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. როგორც შოთა შანიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ის 22 ივნისს, არასამუშაო დღეს - კვირას მერაბ დევიძემ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ ის რწმუნებულის ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ცაგერში

თარიღი: 2014-06-09
ოლქი: ცაგერი , ცაგერი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2014-06-09
2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგი უგულავა და გიგი ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - ლაშა კვირიკაშვილი - კოალიცია “ქართული ოცნების“ კანდიდატი ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში, გოგიტა ახვლედიანი - კოალიციის წევრი და სოფ. აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ მურცხვალაძე - კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი, რომლებმაც გიგი უგულავას და გიგა ბო...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ბათუმში

თარიღი: 2014-06-07
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2014-06-07
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორ...

ქსენოფობიური განცხადების გაკეთების ფაქტი ბათუმში

თარიღი: 2014-06-04
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2014-05-06
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 6 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელზედაც „ლეიბორისტურმა პარტიამ“ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა დაასახელა, „ლეიბორისტური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - დავით რობაქიძემ გააკეთა ქსენოფობიური განცხადება, კერძოდ, განაცხადა, რომ მიაჩნია ქალაქს წარმოშობით ქართველი უნდა მართავდეს. მან იქვე დასძინა, რომ მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ძირძველი ბათ...

გამგებლის გადაყენების ფაქტი ყვარლის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2014-06-04
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2014-04-25
25 აპრილს ყვარლის საკრებულოს დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მის გადაყენებას წინ უძღოდა 24 აპრილის ხმაურიანი სხდომა, სადაც დეპუტატების ნაწილი გამგებელს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგების განხილვისას დაუპირისპირდა. დეპუტატთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა საფინანსო სამსახურის დასკვნა, გამგებელმა კი საკრებულო საჯაროდ გააკრიტიკა მისი მუშაობისთვის ხელის შეშლაში. სხდომა კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „სამართლიანი არჩევნების...

საჯარო მოხელეების მიერ სააღდგომო საჩუქრების გადაცემის ფაქტი ახმეტაში


2014-04-30
30 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - ბექა ბაიდაური, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის თავმჯდომარე - მამუკა ხოლეგაშვილი, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად თუშეთში იმყოფებოდნენ მოსახლეობისთვის სააღდგომო კალათებისა და მედიკამენტების გადასაცემად. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი თანხმლები პირები თუშეთში ვერტმფრენის საშუალებით გაფრინდნენ. ვერტმფრენი ავიაკომპანია ,,თუშ...

საჩუქრების გადეცემის ფაქტი ომის ვეტერანებისთვის ქარელის რაიონში


2014-05-09
9 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა გულიაშვილმა და სოც.სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ, ქარელის რაიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე მოინახულა და გამარჯვების დღე მიულოცა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, ქარელის რაიონში მცხოვრებ 22 ვეტერანს ზაზა გულიაშვილმა პირადად გადასცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. ...

საჩუქრები გადაცემის ფაქტი დევნილთა ოჯახებისთვის ქარელში


2014-04-17
2014 წლის 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - ზაზა გულიაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. იგი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ამავე პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატად გეგმავს მონაწილეობას. გულიაშვილმა ახალსოფლის, მოხისისა და აგარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ასევე მოინახულა ახალსოფელში მცხოვრები უხუცესი მოქალაქე - ოლია პოლიკაშვილი და მას ფულადი თანხა...

არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტი კასპში


2014-04-22
კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - კახაბერ კაციაშვლი და აღნიშნული ორგანოს სპეციალისტი - მარინა ლომიაშვილი ერთ-ერთი საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ალექსი ბიძინაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ 2014 წლის 22 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი უშუალოდ ესაუბრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რწმუნებულისა და ორგანოს სპეც...

სახელმწიფოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ფაქტი ქუთაისში


2014-05-03
3 მაისს ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე მოსახლეობა მიმდებარე რაიონებიდანაც იყო ჩასული. „სამართლიანი არჩევნების“ კოორინატორმა დააფიქსირა, რომ ხარაგაულიდან ქუთაისში პრემიერის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მივიდა გამგეობის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, კო...

ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის ზრდის ფაქტი

თარიღი: 2014-06-04
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-04-14
14 აპრილს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. დამატებული თანხებით ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები დაფინანსდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 7 200 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. 50 000 ლარამდე გაიზრდება დაფინანსება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. საქართველოს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილის წესის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, ...

აჭარის მთავრობის მიერ ტურისტული ბიზნესის პროექტის დაფინანსების ფაქტი


2014-05-07
2014 წლის 7 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და „ლიბერთი ბანკმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც განხორციელდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა აჭარის ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12% სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი ...

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფაქტი ფოთში


2014-03-31
ფოთში ტროტუარების კეთილმოწყობისა და ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და კერძო კომპანიას (შპს „მოდერნ სერვისის საქართველოს ფილიალი“) შორის 2014 წლის 31 მარტს მოხდა შეთანხმება, კერძოდ, განახლდა მხარეებს შორის 2013 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამ განაცხადა, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფი...

დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის ფაქტი


2014-05-01
ინტერნეტ გაზეთის ,,ქიზიყის“ საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლები მაისის თვიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. საკრებულოს აპარატის უფროსის, ხათუნა გონაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება 2014 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, თუმცა ხელფასების ზრდა უშუალოდ 1 მაისიდან მოხდა. დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის 250 თანამშრომლის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ...

პრემიერ-მინისტრის მიერ ექიმების ხელფასების გაზრდის დაპირების ფაქტი


2014-05-03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულების ვიზიტისას განაცხადა, რომ მომავალი თვიდან ექიმების ხელფასი 30%-ით გაიზრდება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მთავრობის კანცელარიას მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რათა დაეზუსტებინა როდის დაიგეგმა აღნიშნული ცვლილება. თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით ამომრჩევლისთვის ხელფასის გაზრდის დაპირება, ბადებს კითხვას, ხომ არ ხდე...

ერთჯერადი ფულადი დახმარების ფაქტი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და მარჩენალდაკარგული ოჯახებისათვის


2014-04-14
“საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად: „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების ...

ადგილობრივ თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაფინანსების გაზრდის ფაქტი


2014-04-10
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაზრდილი თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ასევე დაბა ბაკურიანის, სოფელ მზეთამზის, ქვაბისხევისა და ლიკანის დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდილი თანხა მიიმართება სოფელ ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციოდ, ასევე, ხარაგაული-საქარიქედის ოთხკილომეტრიანი გზის მონაკვეთის, ისლარი-ფარცხნალის ერთკილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გა...