2014-06-03
2014 წლის 28 აპრილს, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ 14-15 წლის წყალბურთელებს სპორტული დანიშნულების ფასიანი საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ახალგაზრდა წყალბურთელებისთვის კომპანია „მაკნატუნამ“ შეიძინა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და კომპანია „მაკნატუნას“ 25% წილის მფლობელი გრიგოლ გუმბერიძე. აღნ...
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განკარგულების თანახმად, 2014 წლის ივნისი - სექტემბრის თვეებში დაგეგმილია 14 – 18 წლის სკოლის მოსწავლეების ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ დასვენება. ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით. შესაძლოა პრემიერის აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს წარმოადგენდეს....
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივის თანახმად იგეგმება საერთაშორისო განათლების ცენტრის მეშვეობით წარჩინებული სტუდენტების საჯარო სამსახურში სტაჟირება, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის აშენება. როგორც საიასთვის გახდა ცნობილი 2014 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინიციატივის სტუდენტებისათვის გაცნობა დაიწყეს. წინასაარჩევნოდ მსგავსი პროექტის განხორციელება, შესაძლოა საარჩევნო მიზნებით იყოს განპირობებული, რაც ადმინისტრაციულ...
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში სადაც შობადობის კლებაა და მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურად ფინანსური დახმარება გაიცემა, რომელიც ბავშვს 2 წლის ასაკამდე გაჰყვება. ფინანსური დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200, ხოლო ბარში 150 ლარს შეადგენს. მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა გურიის, იმერეთის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის მასშტაბით იმოქმედებს. პროექტ...
2014-06-03
საქართველოს მთავრობის, 13 მაისის N344-ე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს ყოველთვიური დანამატი 2950 ლარი დაუწესდათ. წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენდეს....
2014-06-03
ხარაგაულის მუნიციპალური გაზეთის, „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის გამოშვება, თითქმის სრულად ეძღვნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონის გამგებლობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს. გაზეთის აღნიშნულ ნომერში განთავსებულია რამდენიმე სვეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება კობა ლურსმანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ შორის გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობის დროს. ზემოხსენებული ფაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ოფიციალ...
2014-06-03
2014 წლის 10 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ქარელის გამგებლობის კანდიდატის დასახელების თაობაზე. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს....
2014-05-31
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გუთურში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის - ლია ჩიგოგიძის განცხადებით კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი - ლაშა თოლორდავა და კოალიციის აქტივისტები მასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახორციელებენ.
როგორც ლია ჩიგოგიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტები უშუალოდ მივიდნენ მის შტაბში და სახლის მეპატრონეს, რომელიც სოციალურად დაუცველია, დაემუქრნენ სოციალური დახმ...
2014-05-27
27 მაისს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს მოქალაქეები - გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი დაესხნენ. ლადარიას ცხელი ჩაი სახეში შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი მისი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკური საქმიანობა იყო.
აღნიშნულ ინციდენტზე საქმე...
2014-05-27
27 მაისს, ქ. მცხეთაში 5 საათზე გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოსახლეობას მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, მათ შორის მცხეთის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მარინა ზურაბიშვილი, კულტურის განყოფილების თანამშრომ...
2014-05-23
2014 წლის 16 მაისს, დაახლოებით დღის 12 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონულ ოფისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანების რწმუნებული ამირან ბაქანიძე ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას თანდართული ფოტომასალით საინფორმაციო პორტალი „გურია ნიუსი“ ავრცელებს . ბაქანიძე „გურია ნიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს , რომ „ქართული ოცნების“ ოფისში ძმის მოსანახულებლად მივიდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლებმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაც...
2014-05-23
2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას თანდართული ფოტო მასალით ინტერნეტ-პორტალი "გურია ნიუსი" ავრცელებს. ბაღს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. გახსნის ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ადგილზე მისულ სტუმრებს საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი კოალიცია „ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული. კერძოდ, ლურჯი ფერის ბუშტებით, ზედ გამოსა...
2014-05-15
სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ საბაბს ასახელებს 15 მაისს გამგებლის მიერ
გათავისუფლებული სოფ. კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ
მირიანაშვილიც, რომელიც, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის, გივი რამაზაშვილის მეგობარია. მისი გათავისუფლების საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებაში სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაა მითითებული, თუმცა მას არ ჰქონია მიღებული არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება ან საყვედური.
საინიციატივო ჯგუფის მიერ დარეგისტრირებულმა საკ...
2014-05-15
2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9 საბავშვო ბაღის გახსნას
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ. მისულ სტუმრებს ერთ-ერთი ოთახი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული, სადაც გამოსახული იყო მათი რიგითი ნომერი. აღნიშნული ფაქტი გავრცელდა საინფორმაციო
საშუალების მეშვეობით, კერძოდ ,,გურია ნიუსის“ ვებ. გვერდზე. ბაღის გახსნასთან
დაკავშირებული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩე...
2014-05-14
ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მხარდამჭერი - ზაზა ლეფსვერიძე აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან. 2014 წლის 14 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველომ მასთან გააფორმა ხელშეკრულება ქ.ახმეტის უბნის უფროსის პოზიციის დასაკავებლად, მაგრამ 21 მაისს მიიღო სატელეფონო შეტყობინება, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ზაზა ლეფსვერიძე მის გათავისუფლებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, ვინაიდან მან 15 მაისს განცხადებით მიმარ...
2014-05-13
13 მაისს, გურჯაანის გამგებლის - ემზარ ჯიქურაშვილის ბრძანებით, კაჭრეთის
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულო ბასილაშვილი დაკავებული
თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულმა გულო ბასილაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კორდინატორთან
საუბარში განაცხადა, რომ ის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს
წევრობის კანდიდატის - გივი რამაზაშვილის მეგობარი და მხარდამჭერია და სამსახურიდან
გათავისუფლებას ამ ფაქტს უკავშირებს. გულო ბასილაშვილის განცხადებით, იგი რვა თვის
განმ...
2014-04-12
2014 წლის წლის 12 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა ქ. ზუგდიდში. გიგი უგულავამ ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა რამდენიმე მოქალაქის გამოჩენას, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აქციას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომა...
2014-04-22
2014 წლის 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნების“ წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა, ასევე პარტიული სიის ფორმირების საკითხი იქნა განხილული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ,,არასაპარლამენტო ოპოზიის“ საჩივრის საფუძველზე 2014 წლის 16 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომის...