ნინო მშვიდობაძის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლება
2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობისა და ინფორმაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი სოფელ გვიმბალაურში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის სტუმრობას უკავშირდება. ნინო მშვიდობაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური მოტივითაც არის განპირობებული, რადგან, როგორც თავად ამბობს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სოსო ბოლქვაძესთან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე