სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა
2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს დილის 8 საათზე დაუდგენელმა პირებმა გაურკვეველი მიზეზით სახლიდან გაიყვანეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრები გოგიტა კევლიშვილი, სლავა მეტრეველი და გიორგი ჯაჯანიძე. მოგვიანებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ლიდერმა, ნუცა პაპავამ და სხვა წევრებმა გაარკვიეს,რომ ისინი სოფელ ჩალაუბნის ნარკოლოგიურ ცენტრში იყვნენ წაყვანილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. დაკავებულებს სისხლში ნარკოტიკული ნივთერებათა კვალი არ აღმოაჩნდათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე