„ქართული ოცნების“ წევრ გივი პაატაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თელავში
2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრს, გივი პაატაშვილს, რომელიც ამავდროულად თელავში ტაქსის მძღოლად მუშაობს, მანქანაში ორი უცნობი პიროვნება ჩაუჯდა და უნივერსიტეტის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მათ პაატაშვილს მანქანა დაუსახლებელ ადგილას გააჩერებინეს, ჩხუბი დაუწყეს და ეუბნებოდნენ, რამდენჯერ უნდა გაეფრთხილებინათ, რათა მას დაეტოვებინა კოალიცია „ქართული ოცნება. უცნობებმა პაატაშვილს უთხრეს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე