”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება შუამთობის დღესასწაულზე
თარიღი: 2012-08-31
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ხულო , ბეშუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-09-03 ტელეკომპანია „მაესტროს" კორესპოდენტი სოფო ჟღენტი ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურიანმა მომხრეებმა მასალის მომზადების პროცესში მას ხელი დაარტყეს, შემდეგ კამერისკენ წამოვიდნენ. ჟურნალისტმა დასახმარებლად ახლოს მდგომ პოლიციას მიმართა, თუმცა მოწოდებას რეაგირება არ მოჰყოლია. სოფო ჟღეტმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას, ასევე, განაცხადა, რომ ინცინდენტის დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეები ტელეკომპანია „რეალ-ტვ“-ის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
2012-08-04 2012 წლის 4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირება მოხდა ”ნაციონალური მოძროაბისა” და ”ქართული ოცნების” წევრებს შორის. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაემართნენ საკონცერტო წარმოდგენის მოედანთან შეკრებილი ადამიანებისაკენ. მოულოდნელად, ”მე მიყვარს საქართველოს” მაისურიანი დაახლოებით 200-მდე ადამიანი გამოეყო მაყურებელთა ჯგუფს, გადაკეტეს საკონცერტო მოედნისკენ მისასვლელი გზა და ,,ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს არ მისცეს მოსახლეობასთან მიახლოების საშუალება. დაპირისპირებაში მმართველი პარტიის მხრიდან აქტიურად იყო ჩართული საჯარო მოხელეების გარკვეული ჯგუფი,რომელთა შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე.დაპირისპირების დროს დაზარალდნენ ტელეკომპანია ”მაესტროს” რეგიონული კორესპოდენტი ბათუმში და ტელეკომპანია ”tv9”-ის ჟურნალისტი ნათია როყვა. წყარო: http://www.tv9.ge/?m=6&id=4353 http://www.tv9.ge/?m=6&id=3771


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე