ელგუჯა თაბორიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა
2012-09-03 2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. იგი 15 ივლისის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციის მონაწილე და ორგანიზატორია. სწორედ ამ ეთერის შემდეგ განხორციელდა პოლიციის უფროსის ვიზიტი და ბატონი ელგუჯას ოჯახის დაშინება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე