აჭარის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იცვლება
2013-08-04 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ 24 ივლისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 11 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტში გაიზარდა გრანტების მოცულობა. ადლიის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისათვის 5 მილიონი ლარი გამოეყო.8 მილიონი ლარით დაფინანსდა გოდერძის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები. ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულვებელყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტით, აგრეთვე არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამასთან, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დაწყებული სოციალური პროგრამების შეჩერება მოითხოვეს.
2013-08-04 საბჭოს მიერ საარჩვნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დაწყებული სოციალური პროგრამების შეჩერება მოითხოვეს.
2013-07-25 2013 წლის 25 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააამტკიცა ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტში, რითაც დაფინანსება გაეზარდა გოდერძის კურორტს, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს სამმართველოს და ტელე-რადიო დეპარტამენტს. წყარო: http://goo.gl/yB555O
2013-07-24 როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შორისაა ჯანდაცვის პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების ზრდა. საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, ასევე, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი რეგიონული ბიუჯეტია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტად უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად, ეს რეგულაციები ზემოთ ნახსენებ საბიუჯეტო ცვლილებებსაც ეხება. წყარო: http://goo.gl/yB555O


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე